[:ka]

დღეს ჩინეთი მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. როცა ეკონომიკის ასეთ მასშტაბებზე ვსაუბრობთ, ზრდის ტემპის შემცირება ბუნებრივი პროცესია. აღნიშნულმა შენელებუმა ზრდამ კი ზეგავლენას იქონიებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც ჩინეთზე დამოკიდებულნი არიან ეკონომიკურად.
ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ავსტრალიაა, რომელიც აუცილებლად იგრძნობს პეკინიდან წამოსულ შოკურ ტალღებს. მიმდინარე სავაჭრო ომი აშშ-სთან კი ამ ტალღებს კიდევ უფრო აძლიერებს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინეთის ექსპორტი მოულოდნელი მაჩვენებლით, 4,4%-ით, ხოლო იმპორტი 7,6%-ით შემცირდა. ეს ყველაზე დიდი ვარდნაა ბოლო 2 წლის განმავლობაში. ისეთი მსხვილი კომპანიებიც, როგორიცაა Apple საკუთარი გაყიდვების შემცირებას სწორედ აღნიშნულ რყევებს უკავშირებენ.
წლის დასაწყისში, ბოლო 12 თვის მანძილზე მეხუთედ ჩინეთის ცემტრალურმა ბანკმა შეამცირა რეზერვებში არსებული თანხის ლიმიტი, რათა უფრო მეტი ფული გაიცეს სესხების სახით და ჩაეშვას ცირკულაციაში.
„არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩინეთი ავსტრალიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია“ – განაცხადა პოლ ბლქსჰემმა , რომელიც HSBC-ს წამყვანი ეკონომისტია.

და მაინც, რამდენად არის ავსტრალია ჩინეთზე დამოკიდებული?

რკინა, მადანი და ნახშირი  ავსტრალიის მთავარი საექსპორტო პროდუქტებია, ჯამში $120 მილიარდის ღირებულების. მეორე მხრივ რომ შევხედოთ, მთელი ქვეყნის ექსპორტის 30%.

შემდეგი მოდის საგანმანათლებლო სერვისები, $32,4 მილიარდის ღირებულების ( მთელი ექსპორტის 8% ).

სწორედ ამ რესურსებს და სერვისებს ყიდულობს ჩინეთი ავსტრალიისგან. 2017-2018 წლებში ჩინეთი ავსტრალიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო.  ჯამში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ $194,6 მილიარდი შეადგინა. ჯამში კი ეს აშშ-სა და ავსტრალიასთან ვაჭრობის ჯამზე მეტია ($147,8 მილიარდი).

ავსტრალიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები

ცალკე ექსპოტის მაჩვენებლები რომ ავიღოთ, ჩინეთის უპირატესობასთან ახლოსაც ვერ მივლენ სხვა ქვეყნები. კერძოდ:

საგარეო ურთიერთობებისა და ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით, ავსტრალიას საკუთარი ექსპორტის 30,6% ( $123,3 მილიარდი ) სწორედ ჩინეთში გააქვს.  მნიშვნელოვანია, რომ იაპონიაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და სამხრეთ კორეაში გატანილი ექსპორტი ჯამში მხოლოდ 29,1%-ია.

2012-2013 წლების შემდეგ ჩინეთში ავსტრალიის ექსპორტი 56%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, მეორე ყველაზე მსხვილ საექსპორტო პარტნიორ იაპონიასთან მხოლოდ 6%-ით.

მრავალფეროვანი იმპორტი

იმპორტის მხრივ, ავსტრალია ექსპორტივით არ არის დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე. გთავაზობთ ავსტრალიის უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების სიას.

ჩინური ტურიზმის ზრდა

ავსტრალიის მნიშვნელოვან დამოკიდებულება ჩინეთზე შეიმჩნევა ტურიზმის სექტორში.

DFAT-ის მონაცემების მიხედვით,  შარშანდელი ფინანსური წლის განმავლობაში ჩინელმა ტურისტებმა ავსტრალიაში დასასვენებლად  $11,3 მილიარდი დახარჯეს. ეს კი ჯამში უდრის ამერიკელი, ბრიტანელი, ახალი ზელანდიელი და იაპონელი ტურისტების მიერ ჯამში დახარჯულ თანხას.

ცალკეული მსხვილი ტურისტული პარტნიორი ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება:

ყოველივე ეს კი ავსტრალიას იმ ქვეყნების სათავეში აყენებს, რომლის პირად ინტერესებშიც შედის მიმდინარე სავაჭრო ომის რაც შეიძლება მალე და ნაკლებ მტკივნეულად დასრულება.

[:en]ავსტრალია – ჩინეთის, როგორც მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდ ეკონომიკაზე დამოკიდებულების მაგალითი
დღეს ჩინეთი მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. როცა ეკონომიკის ასეთ მასშტაბებზე ვსაუბრობთ, ზრდის ტემპის შემცირება ბუნებრივი პროცესია. აღნიშნულმა შენელებუმა ზრდამ კი ზეგავლენას იქონიებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც ჩინეთზე დამოკიდებულნი არიან ეკონომიკურად.
ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ავსტრალიაა, რომელიც აუცილებლად იგრძნობს პეკინიდან წამოსულ შოკურ ტალღებს. მიმდინარე სავაჭრო ომი აშშ-სთან კი ამ ტალღებს კიდევ უფრო აძლიერებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინეთის ექსპორტი მოულოდნელი მაჩვენებლით, 4,4%-ით, ხოლო იმპორტი 7,6%-ით შემცირდა. ეს ყველაზე დიდი ვარდნაა ბოლო 2 წლის განმავლობაში. ისეთი მსხვილი კომპანიებიც, როგორიცაა Apple საკუთარი გაყიდვების შემცირებას სწორედ აღნიშნულ რყევებს უკავშირებენ.
წლის დასაწყისში, ბოლო 12 თვის მანძილზე მეხუთედ ჩინეთის ცემტრალურმა ბანკმა შეამცირა რეზერვებში არსებული თანხის ლიმიტი, რათა უფრო მეტი ფული გაიცეს სესხების სახით და ჩაეშვას ცირკულაციაში.
„არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩინეთი ავსტრალიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია“ – განაცხადა პოლ ბლქსჰემმა , რომელიც HSBC-ს წამყვანი ეკონომისტია.
და მაინც, რამდენად არის ავსტრალია ჩინეთზე დამოკიდებული?

[:zh]ავსტრალია – ჩინეთის, როგორც მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდ ეკონომიკაზე დამოკიდებულების მაგალითი

[:]