ელექტრონული კომერციის გიგანტი „ალიბაბა“ ჯგუფის, მარკეტინგული და ტექნოლოგიური ძალა, პრეზიდენტ სი ძინფინგის გლობალურ-ეკონომიკურ ხედვასთან ერთად მუშაობს, რათა მცირე ზომის ფირმებმაც შეძლონ წარმატების მიღწევა გლობალურ, კომერციულ მოღვაწეობაში.

„ ერთი სარტყელი ერთი გზა“ ინიციატივა აფართოებს ქვეყნის შესაძლებლობებს რათა  გაფართოვდეს გლობალური ვაჭრობა მცირე ბიზნესებისათვის.

2017 წელს, ჩინეთის „მწვანე კომპანიების“ სამიტზე, ჯეკ მამ, რომელიც არის კომპანია „ალიბაბას“ აღმასრულებელი თავჯდომარე, განაცხადა, რომ ისეთი ნაბიჯები როგორიცაა მცირე ბიზნესისათვის ხელის შეწყობა და მათი საერთაშორისო ასპარეზზე გამოყვანა ფართო ნაბიჯია „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის შესაბამისად. „ ჩვენ გვაქვს ინიციატივები ინდოეთის, კანადისა და იაპონიისათვის“-განაცხადა მან. ასევე მან განაცხადა, რომ ვაჭრობის გაძლიერებისა და განვითარებისათვის, ბიზნესმენებმა და პოლიტიკოსებმა უნდა ჩამოაყალიბონ ახალი წესები და კანონები.

ელეცტრონული კომერციის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და რეგიონალური კავშორის გასაღრმავებლად, „ალიბაბამ“ შექმნა ვირტუალური სივრცე, სადაც შესვლას ადვილად შეძლებენ მალაიზიაში არსებული პატარა ფირმები. კომპანია ამის გაკეთებას გეგმავს ტაილანდისთვისაც.

საერთაშორისო ბიზნესი და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა ვანგ ძიენმა განაცხადა: “მცირე და საშუალო ზომის საწარმოები მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში  95% -იან წვლილს შეიტანენ“.

LEAVE A REPLY