[:ka]
ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგის განცხადებით ძლიერი სტრატეგიული ლიდერობა, როგორც ჩინეთის ასევე აშშ-ს მხრიდან, მნიშვნელოვანია, რათა მიღწეულ იქნას “ადრეული შეთანხმება მოლაპარაკებებზე”, რომელიც შეეხება ორ მხარეს შორის სავაჭრო შეთანხმების ოფიციალურ ტექსტს. წინასწარი გათვლებით, სატარიფო ომის დასრულებამდე კიდევ 4 კვირიანი ფინალური მონაკვეთი დარჩა. აღნიშნული მესიჯით აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ჩინეთის ვიცე პრემიერი, ლიუ ხე ჩავიდა.
“ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებში ორივე ქვეყნის გუნდი ჩაერთო ინტენსიურ საკონსულტაციო პროცესებში და მიღწეულ იქნა მყარი შეთანხმება სავაჭრო შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით”, განაცხადა პრეზიდენტმა სიმ თავის წერილში, რომელიც მან დონალდ ტრამპს გაუგზავნა.
“ვიმედოვნებ, რომ ორივე მხარეს მომუშავე ადამიანები მოლაპარაკებებს რაც შეიძლება მალე დაასრულებენ და მივიღებთ საბოლოო ტექსტს, რომელიც დაფუძნებული იქნება ორმხრივ პატივისცემაზე და სარგებელზე. აღნიშნული რეალობის გათვალისწინებით, ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობებების სტაბილური და ჯანსაღი განვითარება ჩინელი და ამერიკელი ხალხის ინტერესებში შედის. ამისთვის კი სტრატეგიული ლიდერობა აუცილებელია.”- ვკითხულობთ წერილში.
ოფიციალური განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპსა და სი-ს შორის სამიტი არ დაანონსდება სანამ სავაჭრო შეთანხმების ბოლო დეტალები არ დაზუსტდება.
“თუ ჩვენ საბოლოოდ მივაღწევთ შეთანხმებას, გვექნება სამიტი. ვფიქრობ, ზუსტი ინფორმაცია შემდეგი 4 კვირის მანძილზე გვექნება”- განაცხადა ტრამპმა ოვალურ ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. “მოუთმენლად ველი პრეზიენტ სი-სთან შეხვედრას, ბოლო თვეებში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ. დარჩენილზე გაცილებით მეტი დეტალი უკვე შეთანხმებულია.”
ტრამპის განცხადებით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, რიგი ტარიფები და აღსრულების ნაწილი იყო ის დარჩენილი საკითხები, რაზეც ბოლო პერიოდში ორი მხარე ცდილობდა შეთანხმებას. ასევე, შესათანხმებელი დარჩა ის, თუ სად მოეწერება ხელი ოფიციალურ შეთანხმებას. ჩინური მხარის სურვილია, რომ პრეზიდენტები ივნისში იაპონიაში გასამართი G20 სამიტის წინ შეხვდნენ, მანამდე მოსამზადებელი შეხვედრა კი აშშ-ში ჩატარდეს.
“ძალიან ბევრი საკითხი უკვე მოვაგვარეთ და განვაგრძობთ ინტენსიურ სამუშაოებს. ჩინეთის ვიცე პრემიერის სახით ჩვენ არაჩვეულებრივი პარტნიორი გვყავს. ის ჩვენი ახლო მეგობარი გახდა. ვფიქრობ, მისი მთავარი მიზანია ჩინეთში კიდევ უფრო გასაოცარი რეფორმების ჩატარება. სწორედ ეს მიზანი აძლევს შანსს ჩვენს შეთანხმებასაც. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გადასაჭრელი დარჩა, ჩვენ იმაზე დიდი პროგრესი გვაქვს, ვიდრე ვიფიქრებდით მოლაპარაკებების დასაწყისში”- განაცხადა აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელმა და მოლაპარაკებებში ჩართულმა ერთ-ერთმა მთავარმა პირმა, რობერტ ლაითჰაიზერმა.
ცუეი ფანი, პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიეტის ლექტორი და საერტაშორისო ტრეიდერი აცხადებს, რომ აშშ-ს მოთხოვნები, რომ ჩინეთა კიდევ უფრო გახსნას ეკონომიკა, გასაგებია, თუმცა მათ დააწესეს ტარიფები რითიც დაარღვიეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეგულაციები პირადი მიზნების მისაღწევად. მსგავსი ნაბიჯები კი არაა სასურველი. მისი თქმით პეკინი ქმედით ნაბიჯებს დგამს გახსნილობისა და რეფორმების პროცესისთვის.
შეგახსენებთ, გასული წლის ივლისიდან დაწყებული ორმა მხარემ ერთმანეთს დაუწესა დამატებით ტარიფები ჯამში $360 მილიარდზე მეტი ღირებულების საქონელზე, რამაც მთლიან მსოფლიო ეკონომიკაზე იქონია ზეგალვნე.
[:]