მარტი27 , 2023
კულტურახელოვნებაანსამბლი "ბასიანი" და "რუსთავი" ჩინეთში კონცერტს გამართავს

[:ka]ანსამბლი “ბასიანი” და “რუსთავი” ჩინეთში კონცერტს გამართავს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პარალელურად ღონისძიებები გაიმართა ჩინეთშიც.

პეკინში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე,რომელიც გაიმართება 14 ივნისს, ჩვენი დროით 19:30 საათზე, ჩინელი მაყურებლის წინაშე წარსდგება გიორგი მიქაძის, ანსამბლი „ბასიანი“ და “რუსთავი”. აღნიშნულ კონცერტზე, ექსკლუზიურად შესრულდება გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ მეგა-პროექტი „ვოისა“. ანსამბლ ბასიანთა ერთად საკუთარ პროგრამას წარადგენს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავეთა დასი.

“ვოისა”, გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი მუსიკალური პროექტის სახელწოდებაა, რომელიც მცირე ხნის წინ ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში წარადგინეს.

როგორც პროექტის ორგანიზატორებმა ქართულ მედიას განუმარტეს, ”მულტიჟანრული პროექტი „ვოისა” წარმოადგენს ერთგვარ კულტურულ კოლაბორაციას. პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე, რომელმაც საკუთარი ვარსკვლაური ბენდისა და საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანისთვის“, სპეციალურად შექმნა უპრეცენდენტო მუსიკალური პროდუქტი, რომლის მიზანია პროექტი „ვოისა“, გახდეს ქართული კულტურის სავიზიტო ბარათი და საქართველო ღირსეულად წარადგინოს მსოფლიო სახელოვნებო სივრცეში”, – აღიშნულია ინფორმაციაში.

პროექტის ფარგლებში, პეკინს ესტუმრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით. კონცერტს დაესწრებიან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური, ქართული დიასპორა და კულტურის ინდუსტრიის წარმომადგენლები.

აღნიშნული პროექტის ორგანიზატორები არიან: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაცია და საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

 [:]

უახლესი სტატიები

Huawei-მ ჩიპებში EDA ინსტრუმენტები დანერგა

Huawei Technologies Co-მა განაცხადა, რომ შიდა პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით კომპანიამ წარმატებით შეიმუშავა ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაცია, იგივე EDA ინსტრუმენტები, 14...

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები