სექტემბერი24 , 2023
ბიზნესიაპლიკაცია WeChat მსოფლიოს - ჩინეთთან აკავშირებს

[:ka]აპლიკაცია WeChat მსოფლიოს – ჩინეთთან აკავშირებს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]ფრანგი გოგონა სარა ბოუსქუეტი (Sarah Bousquet) პირველ სამსახურს აგვისტოს ბოლოს ჩინეთში დაიწყებს. კითხვაზე, თუ როგორ დაუკავშირდება ნათესავებსა და მეგობრებს საფრანგეთში, სარა პასუხობს, რომ მას ამაში WeChat  დაეხმარება.

ჩინურმა გიგნატურმა ინტერნეტკომპანიამ Tecent-მა 2011 წელს მიმოწერის აპლიკაცია WeChat შექმნა, რომელსაც აქვს  გადახდის, ნახევრად ღია “Peng You Quan” -ის (ცნობილი როგორც მომენტები (Moments)) ფუნქციები და პლატფორმა მიკრობლოგებისთვის, რომელიც უფრო კონფიდენციალურია, ვიდრე Facebook-ისა.

“მთელი ჩემი ოჯახი  და მეგობრების უმეტესობა  WeChat – ს  იყენებენ.“_ განუცხადა სარამ ახალი ამბების სააგენტო Xinhua-ს. WeChat-ი არ არის პოპულარული საფრანგეთში, მაგრამ მისი მეგობრები იყენებენ ამ აპლიკაციას იმისთვის, რომ დაუკავშირდნენ სარას, რადგან მხოლოდ ამ აპლიკაციის საშუალებით არის შესაძლებელი ჩინეთში მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაკვირვება.

სარას უკვე ორი წელია WeChat-ზე საკუთარი გვერდი აქვს შემქნილი. ის ამ აპლიკაციის მომხმარებლების უზარმაზარ ბაზაში შედის, რომელიც 938 მილიონ ჩინელ და უცხოელ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს.

რა თქმა უნდა, ჩინეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები  WeChat – ის პირველი მომხმარებლები არიან, განსაკუთრებით ისინი, ვინც სწავლობს, მუშაობს ან მოგზაურობს სხვა ქვეყნებში.

ჩინეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს ნახევარმა მილიონმა ჩინელმა დატოვა ქვეყანა და საზღვარგარეთ სასწავლებლად გაემგზავრა, მათთან ერთად კი  ჩინური ვიზუალი,  ჩინური ფულის ერთეული და განსაკუთრებით საყვარელი WeChat – ის მსგავსი  აპლიკაციებიც მოგზაურობენ.

“ერთხელ ჯგუფური სამუშაო დამინიშნეს ოთხ ჩინელ და ორ სამხრეთ კორეელ სტუდენტთან ერთად. ორმა კორეელმა შემომთავაზა, რომ WeChat გამომეყენებინა ადგილობრივი სოციალური პლატფორმის Kakaotalk – ის მაგივრად”_ განუცხადა Xinhua – ს ჩინელმა  სტუდენტმა ჭანგ ფვანგფვეიმ (Zhang Fangfei), რომელიც სამხრეთ კორეის  Pusan – ის ნაციონალურ უნივერსიტეტში სწავლობს. კორეის უნივერსიტეტში ჩინელი სტუდენტები მრავლად არიან, ამიტომ WeChat – ის  აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი იზრდება.

უცხოელი სტუდენტები, რომლებიც მუშაობდნენ ან სწავლობდნენ  ჩინეთში, ამბობენ, რომ ჩინური აპლიკაციების გადმოწერა და ჩინური საკვები ჩხირების ათვისება, ფაქტობრივად,  ერთდროულად დაიწყეს.

იანიკ ბენიშოუ (Yannick Benichou) ჩინეთში სამსახურის დაწყების შემდეგ WeChat – ის უფრო აქტიური მომხმარებელია, ვიდრე თავისი ჩინელი მეუღლე.

“ მე მთელ ჩემს ოჯახს WeChat  – ის აპლიკაციის მოხმარება დავაწყებინე, მათ შორის, 85 და 88 წლის ბებიასა და ბაბუას. “_ განაცხადა ბენიშოუმ, რომელიც შანხაიში მუშაობდა, ახლა კი ჩინურ ქალაქ – კუნმინგში(Kunming) ცხოვრობს. აპლიკაცია ძალიან მოსახერხებელია ყოველდღიური ცხოვრებისთვის, რადგან ის გვეხმარება ყველაფერში _ შეხვედრების დანიშვნაში, ექიმთან ჩაწერაში. მას ქუჩაში ველოსიპედით სეირნობის დროსაც იყენებენ. ის სასიამოვნო და მარტივი გამოსაყენებელია.

WeChat – ის ჯგუფმა 2016 წლის აგვისტოს დაადასტურა, რომ უცხოელებისთვის განკუთვნილ  აპლიკაციის  ვერსიას 80 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მათი უმეტესობა აზიურ ქვეყნებთან  ოჯახით ან  ბიზნესსაქმიანობებით არისდაკავშირებული.

ფრანგმა გოგონამ ლისონ ლეონეტიმ Xinhua – ს განუცხადა, რომ მისი პირველი და მეორე ვიზიტის დროს ჩინეთში ის მხოლოდ WeChat – ის მიმოწერის ფუნქციას იყენებდა, ამ წელს კი მას აპლიკაციის გადახდის ფუნქციით სარგებლობაც შეუძლია.

ის ფაქტი, რომ გადახდის სერვისი მხოლოდ მათთვის არის ხელმისაწვდომი, რომელთაც ჩინურ ბანკებში ანგარიშები აქვთ გახსნილი, ერთმნიშვნელოვნად, სხვა ქვეყნების ბაზარზე აპლიკაციის განვითარებას ხელს უშლის, თუმცა მიმოწერის ფუნქცია ჩინეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ადმიანებისთვის აქტუალური რჩება.

WeChat – ის გადახდის სერვისი  დიდ სავაჭრო და ბიზნესშესაძლებლობებს ხსნის აპლიკაციისთვის ჩინელი ტურისტების არმიის მოსაზიდად. დღესდღეობით უფრო მეტი უცხოური საერთაშორისო კომპანიები იყენებენ ამ აპლიკაციას.

WeChat – ის “საფულე” თორმეტ ქვეყანასა და რეგიონში (მათ შორისაა ტაილანდი, სამხრეთ კორეა, იაპონია, სინგაპური, ახალი ზელანდია) ფუნქციონირებს როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და კვების ობიექტებში გადახდის ერთ-ერთი მეთოდი. ის ათი უცხოური ვალუტისთვის არის ხელმისაწვდომი.

“ხშირად ვიყენებ მუშაობის დროს” _ განაცხადა სუმან შრესტმა (Suman Shrestha), ნეპალელმა გიდმა, რომელიც ჩინელ ტურისტებზე გათვლილ ტურისტულ სააგენტოს ხელმძღვანელობს.

“ჩემმა ჩინელმა მომხმარებლებმა ექვსი წლის წინ აპლიკაციის გამოყენება მასწავლეს. ვფიქრობ, რომ ის მარტივი გამოსაყენებელია და ამავდროულად სასარგებლოც.” შრესტს იმედი აქვს, რომ უფრო მეტი ჩინელი დაინტერესდება ნეპალით.

 [:]

უახლესი სტატიები

სინგი, კუეიჭოუ: სპორტის მოყვარულთა სამოთხე

10 სექტემბერს გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე, ვანფენგლინის ნახევარმარათონით გაიხსნა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჩინეთის Storyteller Partnerships Tour-ის ჯგუფის წევრები კუეიჭოუდან. მათ...

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები