[:ka]
ჩინეთისა და აფრიკის პარტნიორობა ინვესტიციების კუთხით დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყო. 2018 წლის სექტემბერში ორი მხარე ერთმანეთს ჩინურ-აფრიკული თანამშრომლობის მეშვიდე ყოველწლიურ ფორუმზე შეხვდა. აფრიკაში ჩინეთის ინვესტიციები ყოველწლიურად სტაბილური ტემპით იზრდება. აღნიშნულ ფორუმზე ჩინურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი დამატებით $60 მილიარდის ფინანსურ დახმარებას გამოყოფენ აფრიკისთვის.
მზარდი ინვესტიციების მიღმა რამდენიმე მიზეზი დგას. მაგალითად, ჩინეთს სურს წვდომა ჰქონდეს აფრიკის კონტინენტზე არსებულ ნედლეულზე, რომელის იაფი იმპორტი ჩინეთში ქვეყნის ეკონომიკას დაეხმარება. ასევე, ჩინეთი აცნობიერებს იმ პოტენციალს, რომელიც აფრიკის ახალბედა და მზარდ ეკონომიკას აქვს. ნავთობის მოპოვება ჩინური ინვესტიციების მთავარ აქცენტად რჩება. თუმცა, ინვესტიციები გადანაწილებულია თითქმის ყველა საბაზრო სექტორზე, მაგალითად საჭმლის გადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზეც კი. უფრო მსხვილი ინვესტიციები კი მიმართულია სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებაზე, საზღვაო პორტების მშენებლობაზე, ტელეკომუნიკაციებზე და ა.შ.
ჩინური ინვესტიციები აფრიკის კონტინეტზე მიმართულია ისე, რომ მზარდი ეკონომიკით თავად ჩინეთმაც იხეიროს. ფირმების უმეტესობა, რომლებიც ინვესტიციებს დებენ აფრიკაში, სახელმწიფო საკუთრებაშია. ეს მათ აძლევს უპირატესობებს, რადგან შესყიდვების პროცესის დროს, ამ კომპანიებისთვის უფრო მარტივია სახელმწიფო სუბსიდიების მიღება. არსებული მონაცემებით, აფრიკსი კონტინეტზე თავმოყრილია პლატინისა და კობალტის მსოფლიო რეზერვების 90%, მსოფლიოს ოქროს ნახევარი, მანგანუმის რეზერვების 2/3 და ურანის 35%. ჩინეთი ასევე ზრდის საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას აფრიკაში და კონკურენციას უწევს ამერიკის შეერთებულ შტატებს სამედრო აქტივობებზე მიმართულ ინვესტიციებზე.
ბიძგი მზარდი ეკონომიკისთვის
ჩინეთის ეკონომიკის სიდიდის გამო, მისი შიდა ეკონომიკური ზრდა ზეგავლენას ახდენს მსოფლიო ბაზარზე. მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაცია განაგრძობს ეკონომიკურ ექსპანსიას, ჩინეთის ლიდერები კი აცნობიერებენ, რომ ქვეყანა საჭიროებს ბუნებრივ რესურსებს, საკვებს და სხვა პროდუქტებს ზრდის შესანარჩუნებლად. რესურსებით მდიდარ აფრიკაზე კონცენტრირება კი ლოგიკურ ნაბიჯად ჩანს.
პოლიტიკური მოტივაცია
აფრიკის კონტინენტი ის ლოგიკური ადგილია, სადაც ჩინეთს შეუძლია გაავრცელოს საკუთარი გეოპოლიტიკურ გავლენა. ჩინეთი უკვე წლებია ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადეგნს აფრიკაში. ინდოეთი, რომელიც ისტორიულად ტრადიციულად ჩინეთის კონკურენტად ითვლება, არ წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს ზეგავლენის გასავრცელებლად. აფრიკის კონტინენტი კი სწორედ ასეთ სივრცეს წარმოადგენს. მსხვილი ინვესტიციები აფრიკის კონტინეტს დამოკიდებულს ხდის ჩინეთის დახმარებაზე. სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა კი აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს დადებითად განაწყობს ჩინეთის მიმართ.
ბიზნესის ალღო
ჩინეთი ცნობილია საკუთარი პრაგმატულობით როგორც ეკონომიკური ასევე სხვა კუთხით. დღეს ჩინეთი ბევრი განვითარებული ქვეყნისთვის წარმოადგენს სწრაფად მზარდ ბაზარს. თავად ჩინეთმაც უნდა გადაწყვიტოს, რომელი იქნება ის განვითარებადი ბაზარი, სადაც არსებულ საბაზრო შესაძლებლობებზე კონცენტრირებაც მას ყველაზე დიდ მოგებას მოუტანს. ჩინეთი უკვე წლებია მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს აზიურ მზარდ ბაზარზე. ანალოგიურად სამხრეთ ამერიკაში და 7 წელია აფრიკის კონტინენტზეც.
გთავაზობთ საინტერესო დიაგრამებს აფრიკის კონტინენტზე ჩინური ინვესტიციების შესაებ:
ჩინური ინვესტიციების მეოთხედი კონცენტრიერბულია ნიგერიასა და ანგოლაში. ნიგერია აფრიკის კონტინენტზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია. ბოლო წლებში ნიგერიამ მსხვილი ინვესტიციები მიიღო სარკინიგზო ხაზის განსავითარებლად. ნიგერიის მთავრობა იმედოვნებს, ჩინეთი მხარს დაუჭერს ნიგერის დელტას რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნავთობის მოპოვების სექტორში მომავალში ინვესტიციების ზრდას.
[:]