[:ka]ახალი ეროვნული პარკები ველური ბუნების დასაცავად [:]

0
4406
იანგ ვეიმინი [ფოტო/ Feng Yongbin]

[:ka]

ჩინეთი ველური ბუნების გადასარჩენად ეროვნული ტერიტორიების 2% გამოყოფას გეგმავს. ახალი პროექტის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ისეთი ცხოველების დაცვა, როგორიცაა გიგანტური პანდა, ციმბირული ვეფხვი, ლეოპარდი და ტიბეტური ანტილოპა.

ხელმძღვანელობამ პროექტის ფარგლებში ოთხი საპილოტე ეროვნული პარკი დაამტკიცა, მათი განთავსების არეალები, კი სანძიანგიუენის რეგიონსა და ცილიენის მთის ტერიტორიას მოიცავს. ახალი საპილოტე პარკების მთლიანი ფართობი 215 000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს განაცხადა იანგ ვეიმინმა, საფინანსო – ეკონომიკურ საკითხებში ცენტრალური წამყვანი ჯგუფის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ.

“ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ტერიტორიის 2 პროცენტი იშვიათი სახეობების შენარჩუნებას და მომავალი თაობებისთვის გადარჩენას მოხმარდება” – დასძინა მან კომუნისტური პარტიის მე – 19 ეროვნული კონგრესის პრესკონფერენციაზე.

[:]