მარტი22 , 2024
Home Blog Page 136

[:zh]Bakhmaro(Guria 地区)[:]

0

[:zh]Bakhmaro位于Chokhatauri地区,在为数众多的格鲁吉亚旅游胜地中占有十分重要的地位。Bakhmaro坐落在GuriaAdjara纵横交错的群山之中,海拔2050米,距离Chokhatauri地区的中心52公里。这片土地有许多清澈的溪水流过,其中最大的一条河叫作BakhvistskaliBakhmaro遍布着丰富的动植物资源,是一个体验自然生活的好去处。每年的819日还会在此举办赛马活动。

 [:]

ტოპ 10 ჩინური ბრენდი

0

[:ka]

55-მა  ჩინურმა კომპანიამ  წლის, ყველაზე ღირებულ  500 კომპანიათა სია შეადგინა.  მოდით, თვალი გადავავლოთ ჩინეთში არსებულ   10 წამყვან კომპანიას.

10 ადგილი :  Tencent ( ტენსენტი )

დაარსდა 1998 წლის ნოემბერში.  Tencent  არის წამყვანი პროვაიდერი, ინტერნეტის დამატებითი მომსახურების ჩინეთში. დაარსების დღიდან, ფირმა  ურყევად ინარჩუნებს პროგრამის მომხბარებელთა რიცხვის ზრდას. მათი მიზანია, გააუმჯობესონ  ადამიანის სიცოცხლის ხარისხი, ინტერნეტის უკეთესი  მომსახურების მეშვეობით.

ბრენდის ღირებულება: $ 22,29 მილიარდი

 

9 ადგილი: Huawei (ჰუავეი)

ჩინური ტრანსნაციონალური კომპანიაა  ტელეკომუნიკაციების სფეროში. დაარსდა 1988 წელს. მას შემდეგ რაც შვედურ ერიქსონს გაუსწრო, ჰუავეი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. ჰუავეის მთავარი საქმიანობაა სატელეკომუნიკაციო ქსელების გამართვა, ოპერაციული და საკონსულტაციო მომსახურებისა და აღჭურვილობის წარმოება როგორც ჩინეთის, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებულ საწარმოებში; ასევე საკომუნიკაციო მექანიზმების წარმოება სამომხმარებლო ბაზრისთვის.

ბრენდის ღირებულება: $ 25,23 მილიარდი

 

8 ადგილი: Agricultural Bank of China (სოფლის მეურნეობის ბანკი)

წინამორბედი ბანკი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ბანკი, დაფუძნდა 1951 წელს.

ბრენდის ღირებულება: $ 28,51 მილიარდი

 

7 ადგილი:  PetroChina  (პეტრო ჩინეთი)

ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანია. 2009 წლის მონაცემებით, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია  საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს, ჩინეთის დედაქალაქ, პეკინში.

ბრენდის ღირებულება: $ 29 მილიარდი 

 

6 ადგილი: Sinopec (სინოპეკი)

სიდიდით მეორე ნავთობისა და გაზის მწარმოებელი  კომპანია ქვეყანაში, პეტრო
ლ  ჩინეთის
შემდეგ.  უმსხვილესი ჩინური კომპანიაა  2006 წლის მონაცემებით.

ბრენდის ღირებულება: $ 29,56 მილიარდი

 

 

5 ადგილი: Bank of China

ბანკი 1912 წელს დაარსდა. 1949 წელს, ბანკმა დაიწყო საერთაშორისო სამსახურის ინტერესების სპეციალიზაცია. თანდატანობით მან განავიტარა საკუთარი ბიზნესი საკუტარი ფილიალების დაარსებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. ჩინეთის ბანკი  შედის მსოფლიოს 20 უმსხვილეს ბანკთა სიაში.

ბრენდის ღირებულება: $ 31.25 მილიარდი 

 

 

4 ადგილი: Alibaba (“ალიბაბა”)

ჩინური საჯარო კომპანია, რომელიც მუშაობს ინტერნეტის სფეროში. ძირითადი საქმიანობაა  სავაჭრო საქმიანობები  კომპანიებს შორის, რომლებიც ხორციელდება B2B სქემით. აგრეთვე, საცალო ონლაინ ვაჭრობა.

ბრენდის ღირებულება: $ 34,86 მილიარდი 

 

 

3 ადგილი: China Construction Bank (ჩინეთის სამშენებლო ბანკი)

ჩინეთის ერთ-ერთი  უმსხვილესი ბანკი. დაარსდა 1954 წლის 1 ოქტომბერს „სახალხო სამშენებლო ბანკის„ სახელწოდებით.

ბრენდის ღირებულება: $ 41,38 მილიარდი

 

 

2 ადგილი : China Mobile 

უმსხვილესი სატელეფონო  ოპერატორი მსოფლიოში. 2004 წელს, კომპანია  შევიდა  ყველაზე ძვირადღირებულ და ყველაზე გავლენიან საჯარო კომპანიათა რეიტინგში. ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია China Mobile არის მსოფლიო ლიდერი აბონენტების რაოდენობით.

ბრენდის ღირებულება: $ 46,73 მილიარდი

 

1 ადგილი:  ICBC (ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკი)

ჩინეთის უმსხვილესი კომერციული ბანკი. შედის ქვეყნის უმსხვილესი სახელმწიფო ბანკების  „დიდ ოთხეულში„.

 

ბრენდის ღირებულება: $ 47,83 მილიარდი[:]

შანტუნგის პროვინციაში კონფუცის მუზეუმი იხსნება

0

[:ka]

კონფუცის  მუზეუმი  ციუფუ, შანტუნგის პროვინცია – ეს არის ადგილი სადაც დაიბადა ყველაზე ცნობილი, ჩინელი, ბრძენი. მუზეუმის გახსნა იგეგმება წლის მეორე ნახევარში. ამის შესახებ ოფიციალურად გაკეთებულ განცხადებაში  ისაუბრეს.

„მუზეუმის კომპლექსის მთავარ შენობაში, სადაც იქნება საგამოფენო დარბაზი, სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. რაც შეეხება გამწვანებასა და საგამოფენო პლატფო რმებს აქ სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს „ – განაცხადა ჭანგ ლიჭენგმა საკუთარ გამოსვლაში.

მუზეუმის კომპლექსი,  რომლის საერთო ინვესტიციამ 700მლნ იუანი ანუ102მლნ დოლარი შეადგინა,  შედგება საგამოფენო დარბაზისა და 6 დაქვემდებარებაში მყოფი დარბაზისაგან. მთლიანი კომპლექსის ფართობი კი 57,000 კვადრატული მეტრია.

მუზეუმი  კულტურული პროექტის მქონეა, რომელიც წარმოადგენს კონფუციანური სწავლებასა და რელიქვიებს, რომელთა უმრავლესობა  სწორედ იქ მცხოვრები ხალხის მიერაა შეგროვებული. ასე რომ, მუზეუმის სტუმრებს თავად შეეძლებათ გაეცნონ ჩინურ ტრადიციულ კულტურას – განაცხადა იანგ ძინცუენი, ციუფუს ბიუროს კულტურული რელიქვიების უფროსის მოადგილე.

მუზეუმის მშენებლობა დაიწყო 2013 წელს, თუმცა ფინანსური საკითხების და გარკვეული მსჯელობების გამო, გარკვეული დროით პროექტი შეაჩერეს.

ადგილობრივი ხელისუფლების სტატისტიკამ აჩვენა,  რომ გასული წლის ბოლოს 380მლნ იუანი დაიხარჯა კონფუცის მუზეუმის პროექტზე.

კონფუცის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, იანგ ჩაომინგმა მუზეუმის  მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, საკუთარ განცხადებაში – “ამჟამად, ადამიანები  კონფუციანური სწავლების შესახებ ინფორმაციას, ძირითადად სახელმძღვანელოებიდან ან კონფუცის ტაძარებიდან იგებენ. მუზეუმში, სტუმრებს საშუალება ექნებათ, მოიპოვონ უფრო სიღრმისეული გაგება, კონფუცისა და მისი სწავლების შესახებ  სურათებით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ბრძენთან დაკავშირებული სიწმინდეების საშუალებით.

კონფუციანური სწავლების და კულტუტული რელიქვიების ექსპერტმა, იანგ ითანგმა, განაცხადა : “დაახლოებით 350,000 კონფუციური რელიქვიები და არქივები, რომელიც ახლა დაცულია სხვადასხვა საცავებში, უკეთ იქნება დაცული და მეტად ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისათვის, რათა უფრო მეტი გაიგონ ბრძენის შესახებ “.

შანდონგის მთავრობა, მუზეუმში განათავსებს ექსპონატებს, რათა ხელი შეუწყოს ჩინური ტრადიციული კულტურის პოპულარიზაციას და ამაღლებას.

[:]

ფარნების დღესასწაული – უძველესი ტრადიცია ჩინეთში

0

[:ka]

ჩირაღდნების ფესტივალს ჩინეთში  პირველი მთვარის თვის მე-15 დღეს აღნიშნავენ (ყოველთვის 5 თებერვალსა და 7 მარტს შორის). ფესტივალი ტრადიციულად, ჩინური ახალი წლის პერიოდში სრულდება.

ეს დღესასწაული არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩინელი ხალხისათვის და ის არაფრით ჩამოუვარდება „ გაზაფხულის ფესტივალს“.  ჩირაღდნების ფესტივალი, ტრადიციულად, „გაზაფხულის ფესტივალის“ ბოლო დღეა.  დღესასწაულის დადგომისთანავე, ჩინური ახალი წლის ტრადიციები ნელ-ნელა ქრება, საახალწლო დეკორაციებთან ერთად. ჩინური კალენდრის მიხედვით ფესტივალი, პირველი სავსე მთვარის ღამეა, აღმნიშვნელი გაზაფხულის დაბრუნებისა და სიმბოლურად ოჯახის გაერთიანების. თუმცა, ხალხის უმეტესობა ვერ ახერხებს ოჯახთან ერთად იზეიმოს დღესასწაული, ვინაიდან ფესტივალი არ არის სახალხოდ აღიარებული.
ეს ტრადიცია არსებობის 2 000 წელს ითვლის. ხანის დინასტიის დასაბამს (25–220), იმპერატორი  ხანმინგტი  ბუდიზმს ემხრობოდა.  ერთ დღესაც, შეიტყო, რომ ბერები ჩირაღდნებს ანთებდნენ ტაძრებში და ასე მიაგებდნენ პატივს ბუდას. ეს რიტუალი, პირველი მთვარის თვის მე-15 დღეს სრულდებოდა. ამის გაგების შემდეგ, მან ბრძანა, აენთოთ ჩირაღდნები ყველა ტაძარში, თითოეულ სახლსა და სამეფო სასახლეებში იმ საღამოს. ეს ადათი, დროის გასვლასთან ერთად, გადაეცემოდა თაობებს და დღესდღეისობით ის გრანდიოზულ, სახალხო ფესტივალად ჩამოყალიბდა.

სხვადასხვა ჩინური ადათ-წესის მიხედვით, ხალხი იკრიბება რათა სხვებთან ერთად იზეიმოს დღესასწაული.  ვინაიდან ჩინეთი უზარმაზარი სახელმწიფოა,  გრძელი ისტორიითა და კულტურათა მრავალფეროვნებით, დღესასწაულს ქვეყნის სხვადასხვა ადგილას სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. ეს ძირითადად გამოიხატება ჩირაღდნებისა და ფეირვერკების გაშვებით , ლამპრებზე გამოცანების დაწერით , სხვადასხვა სარიტუალო ცეკვებით და სხვა.

ყველაზე მნიშვნელოვან აქტივობად  ითვლება ჩირაღდნების გაშვება, მათზე სხვადასხვა წარწერების გაკეთება, ლომის ცეკვა და თანგიუენის ჭამა.

Image result for chinese lantern festival in the sky

ჩირაღდნების ანთება ფესტივალის მთავარი აქტივობაა.  დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჩირაღდნებს, ქალაქის ყველა კუთხეში დაინახავთ, იქნება ეს სახლები, სავაჭრო ცენტრები, ქუჩები თუ პარკები.  ძირითადად, ჩირაღდნები მოხატულია,  ტრადიციული ჩინური გამოსახულებებით, როგორიცაა ჩიტები, ფერად-ფერადი ყვავილები, ცხოველები, ადამიანები და შენობები.

ტაივანურ დიალექტში, ჩირაღდნის აღმნიშვნელი ჩინური სიტყვა (ტენგ), გამოითქმის სიტყვა (ტინგ)-ს მსგავსად, რაც “ახალ დაბადებულ ბავშვ ბიჭს”  ნიშნავს.  აქედან გამომდინარე, ჩირაღდნების ანთება ნათელ მომავალს და დაბადებას აღნიშნავს.  მათ ანთებასთან ერთად, ჩინელი ხალხი უკეთესი მომავლისთვის და ოჯახის კეთილდღეობისთვის ლოცულობს.

სანათებზე გამოცანების დაწერა მრავალი საუკუნეა რაც არსებობს. ის ჯერ კიდევ სონგის დინასტიის დროს  არსებობდა და იქედან მოყოლებული საკმაო პოპულარობით სარგებლობს და უფრო მეტიც,  ფესტივალის მთავარ აქტივობადაც კი ითვლება. დღესასწაულის მონაწილენი  ფურცელზე  დაწერილ გამოცანებს  ჩირაღდნებზე ამაგრებენ . შემდგომ,  სხვა, იქ მყოფი ადამიანები,  მიდიან და მათ გამოცნობას ცდილობენ . სწორი პასუხის შემთხვევაში, გამარჯვებულებს  გადაეცემათ პატარა საჩუქრები, პრიზის სახით.

Chinese Lion Dance by greenwind007

რაც შეეხება  „ლომის ცეკვას“  ის არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ტრადიციული, ხალხური ცეკვა ჩინეთში. წარსულში, ადამიანები ლომს განიხილავდნენ, როგორც სიმამაცისა და სიძლიერის სიმბოლოს და სჯეროდათ, რომ მას შეეძლო განედევნა ბოროტი და დაეცვა მათი ოჯახები.  ეს ცეკვა სრულდება ორი, ლომის ფორმაში გამოწყობილი , შემსრულებლის თანხლებით. ერთი მოქმედებს, როგორც თავი და წინაფეხები, ხოლო მეორე, როგორც უკანა მხარე და ფეხები.  „ლომი“ ცეკვავს დაფდაფისა და გონგის ხმაზე. მოქმედების დროს, ის ხტუნავს , ტრიალებს და დგება ორ ფეხზე. დღესდღეისობით, ლომის ცეკვა გასცდა ჩინეთის საზღვრებს და ის პოპულარული გახდა ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა მალაიზია და სინგაპური.

Image result for yuanxiao

დღესასწაულის კიდევ ერთი აქტივობაა  თანგიუენის ჭამა. მას სხვაგვარად იუენსიაოსაც უწოდებენ. ეს არის ბურთის ფორმის ცომის გუნდები, რომელიც მზადდება წებოვანი ბრინჯის ფქვილისაგან. შიგთავსი სხვადასხვაგვარი აქვს, თუმცა უმეტესადმოტკბო. მასში ათავსებენ  შაქარს, თხილს, ნიგოზს, ვარდის ფურცლებს. იუენსიაო შეიძლება იყოს შემწვარი, მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული.  ჩინელი ხალხი თვლის, რომ მრგვალი ფორმა კეთილდღეობის და ერთიანობის სიმბოლოა.
Lion Dance 03 by Azyiuფესტივალის მსვლელობისას, სხვა მრავალ ღონისძიებასთან ერთად, ეწყობა ბაზრობებიც, რომლებიც ძირითადად იქ ჩასული სტუმრებისთვისაა. ამით ტურისტებს საშუალება ეძლევათ ადგილობრივებთან ერთად იზეიმონ დღესასწაული, აანთონ საკუთარი ჩირაღდნები, თვალი ადევნონ „ლომის ცეკვას“ და დააგემოვნონ იუენსიაო.

შემოგთავაზებთ, ოთხ ყველაზე ცნობილ ადგილს სადაც შეგიძლიათ  იზეიმოთ ჩირაღდნების ფესტივალი.

  • ცინხუას საერთაშორისო ჩირარდნების ფესტივალი (ყველაზე დიდი ჩინეთში!) 28 იანვრიდან -14  თებერვალის ჩათვლით.  კონფუცის ტაძარი,ცინხუაის პეიზაჟი, ნანკინი.
  • პეკინი, იენცინგი, ჩირაღდნების ფესტივალი ყვავილების გამოფენა. იანვრის შუა რიცხვებიდან  თებერვლის ბოლომდე.  იენცინგში, პეკინი.
  • ჩირაღდნების ფესტივალი. დადგენილია  30 იანვრიდან 14 თებერვალის ჩათვლით.  იუენბოიუენის ბაღი, ქალაქი სიამენი .
  • ტათუანის ატმის ბაღის ჩირაღდნების ფესტივალი . თებერვლიდან- მარტამდე. ტათუანის ატმის ბაღი, ქალაქი ტათუანი, შანხაი, ტათუანი.

[:]

საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების დასაბამი

0

[:ka]

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 9 ივნისს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები:

  • მიხეილ უკლება – (2005 – 2008)
  • ზაზა ბეგაშვილი – (2008 წლის მარტი – დეკემბერი)
  • კარლო (კახა) სიხარულიძე – (2009 – 2011)
  • მამუკა გამყრელიძე – (2011 – 2013 წლის თებერვალი)
  • დავით აფციაური – (2014 – დღემდე)

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები:

  • ვან ფენსიანი – (1993-1997)
  • ჭან ინციაუნი – (1997 – 2002)
  • სუ ძიანგუო – (2002 – 2005)
  • ვან კაივენი – (2005 – 2008)
  • გუნ ძიანვეი – (2008 – 2010)
  • ჩენ ძიანფუ – (2010 – 2013)
  • იუე ბინი – (2013 – 2015)
  • ძი იენჩ’ – (2015 – დღემდე)

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ჩინეთს შორის დინამიურად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები მრავალი მიმართულებით.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაამყარა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები და გახსნა საელჩო თბილისში, რამაც მისცა ძლიერი სტიმული ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული და კულტურული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის არსებობს რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი, რაც წარმოადგენს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხთა განხილვის მნიშვნელოვან ფორმატს.

ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოს ეკონომიკაში; 25-მდე ჩინური კომპანია უკვე წარმატებულად საქმიანობს საქართველოში, ისეთ სექტორებში როგორიცაა: მშენებლობა, გზები და ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სხვა.

ასევე, იზრდება ორმხრივი ვაჭრობა და საქართველოში ჩინელ ვიზიტორთა რიცხვი; ვითარდება ურთიერთობები კულტურისა და განათლების სფეროებში.

ამასთან, ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ფორმატია მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, სადაც განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ჩინეთი არის საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორის.

ნიშანდობლივია, რომ 2011 წლის 9 ივნისიდან დაინიშნა პირდაპირი ავიარეისი თბილისი-ურუმჩის მიმართულებით, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველო-ჩინეთს შორის, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში, ისე ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცებაში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2012 წლის თებერვლიდან ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მიანიჭა „ტურიზმისთვის ხელსაყრელი ქვეყნის სტატუსი“ (Approved Destination Status), რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობის ზრდას.

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო[:]

ჩინური ლიტერატურა და ლიტერატურული ტრადიცია

0

[:ka]ძველი ჩინური ლიტერატურა. ჩინური ლიტერატურა ათასობით წელს ითვლის.
პოეზიის კლასიკური განმარტება გადმოცემულია უძველეს ჩინურ წიგნში „სიმღერების წიგნი“ („შიძინგი“), რომელიც დაიწერა ჭოუს დინასტიის დროს და მასში შევიდა 305 ლექსი. აქ პოეზია განმარტებულია, როგორც მისწრაფებათა გამოხატვა.
„სიმღერების წიგნის“ შემდეგ ჩნდება პოეტური ნაწარმოებების სახეობა – „ჩუ ც’“ (ჩუს სტროფები). ეს პოეზია ძვ.წ. მეოთხე საუკუნეში გამოჩნდა. ამ პოეზიის მთავარი წარმომადგენელი არის – ციუ იუენი. ის არის ჩინელი ხალხისთვის ყველაზე პატივსაცემი პოეტი.
ხანის დინასტიის დროს არსებობდა მუსიკალური პალატა სახელწოდებით „ხან იუეფუ“, რომელიც აგროვებდა ლექსებსა და სიმღერებს.
კლასიკური ლირიკის ოქროს ხანად ითვლება თანგის ეპოქა. ლექსების შეთხზვამ მიაღწია დაუჯერებელ მასშტაბებს. ამ პერიოდიდან დღემდე შემორჩენილია 48 ათასი ლექსი, ხოლო პოეტების რაოდენობა 2 ათასს აღემატება. იმ პერიოდის საუკეთესო პოეტები იყვნენ: ვან ვეი, ტუ ფუ, ლი პო, მენ ხაოჟანი, პაი ძიუი და სხვა.
კლასიკური ლირიკის ახალი აყვავების ეპოქა დაიწყო სუნგის დინასტიის დროს, როდესაც იქმნებოდა „ც’“– პოეტური ჟანრის ახალი ფორმა. დიდი წვლილი ამ ფორმის განვითარებაში შეიტანა პოეტმა ლუ იუიმ (10 ს.), დაკავშირებულია ისეთი პოეტების სახელებთან, როგორებიცაა ლუ იუი, ლი ძინსი, სუ ში და სხვა. სუნგის საუკეთესო პოეტებმა დაუბრუნეს პოეტურ ტრადიციებს ჭეშმარიტება და სტილის ლაკონურობა, მოქალაქოებრივი პათოსი და ფსიქოლოგიური სიღრმე. სუნგის ლირიკოსების ახალ შემოქმედებაში შეიმჩნევა ბუდიზმისა და კონფუცის ფილოსოფიური იდეების გავლენა. ხუთსიტყვიანი პოეზიის მსგავსად, ეს ახალი ფორმა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მუსიკალურ ხელოვნებასთან, კერძოდ, მელოდიასთან, რომელიც შემოვიდა ჩინეთში შუა აზიიდან. „ც’“ წარმოადგენდა თხრობას (დეკლამაციას) გარკვეული მელოდიის თანხლებით.
მინგის და სუნგის ეპოქებში კლასიკური პოეტური ტრადიციები არ გამდიდ რებულა ახალი ჟანრებით. გვიანი ჩინური პოეზია გახდა ფორმალური განმეორება ან მიმსგავსება. მას ჰქონდა არა ლიტერატურული, არამედ სოციალური, უფრო მეტიც, რიტუალური დატვირთვა.
მინგისა და ცინგის დინასტიების დროს შეიქმნა ჩინური ლიტერატურის ოთხი უდიდესი კლასიკური რომანი. ესენია:
1. „მდინარის ნაღვარევი“ (ში ნაი’ან); 2. „სამი სამეფოს რომანი“ (ლუო კუანჭუნგ); 3. „მოგზაურობა დასავლეთში“ (უ ჩენგ’ენ); 4. „სიზმარი წითელ სასახლეში“ (ცაო სიუეცინ).
თანამედროვე ლიტერატურა. ცინგის დინასტიის ბოლო პერიოდში გაძლიერდა სატირული ლიტერატურა. ამ პერიოდის ლიტერატურული ენა სულ უფრო უახლოვდებოდა სალაპარაკო ენას.
რეალიზმისთვის დამახასიათებელმა ახალმა ხაზმა, გაჟღენთილმა შხამიანი სარკაზმით, თავი იჩინა ხხ საუკუნის ცნობილი მწერლის ლუ სუნის (1881–1936 წწ.) ნაწარმოებში „შეშლილის დღიურები“, რომელიც გამოქვეყნდა 1918 წელს. რამდენიმე წლის შემდეგ, ლუ სუნმა გამოსცა მოთხრობა „ა ქიუს ნამდვილი ისტორია“ – ახალი ჩინური ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები.
1921 წელს იაპონიიდან დაბრუნდა სტუდენტთა ჯგუფი, მათ შორის იყვნენ პოეტი კუო მოჟუო და დრამატურგი თიენ ხანი, რომელთაც ჩამოაყალიბეს „ხელოვნების საზოგადოება.“
ამავე პერიოდში თავისი რომანები გამოაქვეყნა თანამედროვე ჩინეთის მეორე უდიდესმა რომანისტმა პა ძინმა. მოგვიანებით, 30-იან წლებში შექმნა თავისი საუკეთესო ნაწარმოები კიდევ ერთმა დიდმა პროზაიკოსმა ლაო შემ, რომლის შემოქმედება აღსავსეა კეთილი იუმორით. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „რიქშა“ (1938).
ჩინეთისთვის ახალ დრამატურგიად ითვლება პიესები, რომლებიც დაწერილია სალაპარაკო ენაზე. 20-იანი წლების ცნობილმა დრამატურგმა კუო მოჟუომ რამდენიმე ისტორიული პიესა შექმნა.
თანამედროვე ჩინელ მწერლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია – მო იენი, რომელსაც 2012 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.[:]

ჩინური ახალი 2017 წელი – ტრადიციებისა და საქმიანობის კვალდაკვალ

0

[:ka]

ჩინური ახალი წელი, ასევე ცნობილი როგორც  „გაზაფხულის ფესტივალი„  ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციული ფესტივალია ჩინეთში. „გაზაფხულის ფესტივალი” ძალზედ მნიშვნელოვანია იქაური ოჯახებისთვისაც. ჩინური ახალი წელი ითვლება  სახალხო დღესასწაულად და მას ქვეყანაში  ერთი კვირის მანძილზე ზეიმობენ.

პირველი იანვარი, ჩინური ახალი წლის აღმნიშვნელი თარიღი არ არის…ჩინეთში ახალი 2017 წელი აღინიშნება, ამავე წლის 28 იანვარს, შაბათს.  წელს, ჩინეთის საგაზაფხულო, სახალხო ფესტივალი, 27 იანვრიდან 2 თებერვლამდე გასტანს.

2017 წელი ჩინეთში მამლის წელია. იმის დადგენა თუ რომელი ცხოველის  წელი იქნება ამა თუ იმ წელს, ხდება ჩინური ზოდიაქოს ციკლის მიხედვით. 2017 წლის ჩათვლით, მამლის წელი აღნიშნეს, 1921, 1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005  წლებში. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ დაბადებული ხართ ზემოთ ჩამოთვლილ წლებში, მაშინ დაბადებულხართ მამლის წელში.

რატომ აღნიშნავს ხალხი ჩინურ ახალ წელს…

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი საინტერესო ისტორია და ლეგანდა იმის აღსახსნელად თუ რატომ აღნიშნავენ ამ დღესასწაულს ოდითგანვე ჩინეთში, არსებობს ორი მთავარი მიზეზი ფესტივალის არსებობისა; პირველი  არის ის, რომ აღნიშნო წლის დაწყება კარგი  შრომით, რათა შემდგომში დაისვენო კარგად. მეორე მიზეზი, დღესასწაულის ზეიმობის – აყვავებული და ბედნიერი მომავლის სურვილია. ჩინელი ხალხი თვლის, რომ წლის კარგი დასაწყისი, მის ბედნიერ გაგრძელებას ნიშნავს. ამიტომაც ისინი ტრადიციულად, ახალი წლის  დასაწყისს ფერმაში მუშაობით აღნიშნავდნენ და კარგ მოსავალს შენატროდნენ. დროის გასვლასთან ერთად, ეს ტრადიციაც  შეიცვალა და ფერმიდან – ბიზნესში, მოსავლიდან კი მოგებაში გადავიდა.

ფესტივალის მთავარ, ტრადიციულ აღნიშვნაში შედის, სადილი ოჯახისწევრებთან ერთად, ერთმანეთისთვის წითელი მისალოცი ბარათების გადაცემა, ფეირვერკების გაშვება, ახალ ტანისამოსში გამოწყობა და სადღესასწაულო დეკორაციები. ტრადიციულ წესებს ნელ-ნელა დაემატა თანამედრვე ელემენტებიც. მაგალითად, ერთმანეთისთვის მისალოცი შეტყობინებების გაგზავნა, გალა კონცერტებისთვის თვალყურის დევნება  და  საჩუქრების ჩუქება საყვარელი ადამიანებისათვის. ჩინური ახალი წელი, ეს ის დროა როდესაც ოჯახი ერთად უნდა იყოს, ამიტომაც მისი თითოეული წევრი ცდილობს, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მიუჯდეს საახალწლო სუფრას.  სადილს, რომელსაც სპეციალურად ახალი წლის საღამოსთვის ამზადებენ, ეწოდება „გაერთიანებული სადილი” . ისეთი დიდი ოჯახები, რომელშიც რამოდენიმე თაობა ცხოვრობს, შემოუსხდებიან მრგვალ სუფრას და ერთად ატარებენ დროს.

შიდა საზეიმო განწყობა სახლის გარეთაც ვრცელდება. სადღესასწაულოდ ირთვება შენობები, ქუჩები, სახლები. გაფორმების ძირითად ელემენტს წარმოადგენს წითელი ფერის ლენტები. წითელი ფერი დღესასწაულის ძირითადი ფერია. თუ თქვენ მოხვდებით  „გაზაფხულის ფესტივალზე„ ჩინეთში, შენიშნავთ წითელი ფერის ფარნებს ხეებზე, ამავე ფერის ლენტებს სახლის კარებზე,  ბანკებსა და ოფიციალურ შენობებზე კი საახალწლო განწყობის ამსახველ გამოსახულებებს.  აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მათი უმრავლესობა, სწორედ ახალი წლისთვის მზადდება სპეციალურად. იმის ხაზგასასმელად, რომ 2017 წელი მამლის წელიწადია, სპეციალურად დამზადდება სათამაშოები და საახალწლო გაფორმებები მამლის გამოსახულებით.

რაც შეეხება კულტურულ ღონისძიებებს, მათი რიცხვი ბევრია ფესტივალის მსვლელობისას. სოფლებსა და პატარა ქალაქებში, მეტად ტრადიციულად აღნიშნავენ ახალ წელს ვიდრე დიდ ქალაქებში. ასეთ ადგილებში დღემდეა შემორჩენილი ფეირვერკების გაშვება, წინაპართა თაყვანისცემა, დრაკონის ცეკვა და სხვა ძველი დროის ადათ-წესები. ტრადიციულ ღონისძიებათა რიცხვში შედის აგრეთვე სხვადასხვა წარმოდგენები, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია  “იმპერატორის ქორწილი„. მსვლელობაზე თვალყურის დევნებისას, შეგიძლიათ მიირთვათ მნახველტათვის განკუთვნილი  ტრადიციული ჩინური კერძები.

“გაზაფხულის ფესტივალის” დროს  , ადამიანები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან . ყველაზე გავრცელებული საჩუქარი ამ დროს  არის წითელი მისალოცი ბარათები .წითელ კონვერტებს, რომელშიც დევს ფული , ძირითადად ჩუქნიან ბავშვებსა და მოხუვებს , ეს ნიშანია წარმატებისა და სიხარულის მოტანის . რაც შეეხება მთავარ კერძს საზეიმო სუფრაზე ეს  თევზია . როგორც ჩინეთში მიიჩნევენ სიტყვა თევზი ასოცირდება სიუხვესთან და სიჭარბესთან . ამიტომაც თევზის ჭამა ფესტივალზე , იგივეა რაც  ,წარმატება და ბევრი ფული მომავალ წელს .

ძველ წელს ჩინეთში ფეირვერკების თანხლებით აცილებენ. ეს ტრადიცია საკმაოდ დიდი ხანია რაც არსებობს ქვეყანაში. თავდაპირველად უშვებენ პატარა შუშხუნას რომელსაც უკან მოსდევს სამი დიდი. ეს ტრადიციაც რათქმაუნდა, სიმბოლურია სხვა ქმედებების მსგავსად. ტაძრის სტუმრობა და იქ ლოცვა ახალი წლის აღნიშვნის შემადგენელი ნაწილია. ტაძარში ლოცვა ახალი წლის პერიოდში, განსაკუთრებულად წმინდა საქმიანობაა. ჩინეთის უდიდეს ქალაქ, შანხაიში, ხალხი ყოველწლიურად იკრიბება ქალაქის ყველაზე დიდ ტაძარ “ლონგხუა“ -ში, რათა ილოცონ უკეთესი მომავლისთვის.

როგორც ჩინეთში მცხოვრები ხალხი მიიჩნევს, რომ წლის დასაწყისი  გავლენას ახდენს მთელ წელზე  არსებობს  უამრავი ცრურწმენა და აკრძალვა “გაზაფხულის ფესტივალზე“. ეს აკრძალვები, როგორც წესი, იწყება ფესტივლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე  და გრძელდება მის დასრულებამდე. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ არ უნდა დავიბანოთ და მოვიწესრიგოთ თმა პირველი სამი დღე, რათა შესაძლოა მას გაჰყვეს ჩვენი წარმატება. ბავშვის ტირილმა შესაძლოა ოჯახს მოუტანოს ცუდი იღბალი, ამიტომაც დიდების ვალია მათზე ზრუნვა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვისესხოთ ფული ახალი წლის პერიოდში. კიდევ ერთი საინტერესო და სასაცილო ცრურწმენა არის წითელ საცვლებზე. ადამიანები, რომლებიც დაბადებულნი არიან მამლის წელში, მათთვის წარმატების მომტანი იქნება წითელი ფერის საცვლები.

დროის სვლასთან ერთად, აახალგაზრდობამ გარკველული ცვლილებები შეიტანა ახალი წლის აღნიშვნასა და ზეიმობაში. დღეისათვის მათ ურჩევნიათ გამოიყენონ  თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა მიულოცონ ერთმანეთს ახალი წელი და დრო გაატარონ არა ოჯახთან, არამედ თავიანთ მეგობრებთან ერთად. მობილურით შეტყობინებების გაგზავნამ და ახალი წლის ამ ხერხით მილოცვამ ჩაანაცვლა ძველი ტრადიციები. ადრე თუ ხალხი ერთმანეთს საახალწლო მისალოც ბარათებს უგზავნიდა, ახლა ისინი მობილურის საშუალებით უგზავნიან თბილ მისალოც სიტყვებს. დღეს, ჩინეთში ყველაზე პოპულარული სოციალური მედიაა “Wechat“, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს, როგორც  კომუნიკაციის სწრაფ და თანამედროვე საშუალებას. ახალგაზრდებს შორის ყველაზე გავრცელებულიაწითელი ბარათებისგაცვლის აპლიკაციააპლიკაციამიიღე ან გააგზავნეწითელი ბარათებიგასულ წელს გამოჩნდა სოციალურ სივრცეში და დიდი პოპულარობა მოიპოვა ახალგაზრდებს შორის

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ჩინური კულტურითა და უძველესი ადათ-წესებით, მაშინ „გაზაფხულის ფესტივალი„ საუკეთესო დროა  იქ მოგზაურობისთვის. თუმცა აქვე გეტყვით, რომ წესრიგსა და სიწყნარესთან მოგიწევთ დამშვიდობება ცოტახნით, რადგან უამრავი ტურისტი სტუმრობს ჩინეთს ყოველწლიურად ახალი წლის პერიოდში. ფესტივალის დრო ხომ ყველაზე დატვირთული ტურისტული სეზონია ქვეყნისთვის.

[:]

ჩინური ტრადიციული მედიცინა

0

[:ka]ტრადიციული ჩინური მედიცინა სათავეს იღებს ჩინეთში რამდენიმე ათასი წლის წინ. იგი მოიცავს დიაგნოსტიკას და სხვადასხვა სახის მკურნალობას, მაგალითად: მცენარეებით მკურნალობა, მასაჟი, აკუპუნქტურა და ა.შ.
ჩინური მედიცინა არის ჩინური ტრადიციული კულტურის ნაწილი. ადამიანის ორ გა ნიზ მის ფუნქციებზე დაყრდნობით, ჩინური მედიცინა იკვლევს ადამიანისა და ბუნების კავშირს, ადამიანის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას.
დასავლეთში ტრადიციულ ჩინურ მედიცინას მიიჩნევენ ალტერნატიულ მედიცინად. ხოლო ჩინეთში ის მიიჩნევა მედიცინის განუყოფელ ნაწილად. მაგალითად, ტრადიციული ჩინური მედიცინის მეთოდებს იყენებენ, რათა ებრძოლონ ქიმიოთერაპიის გვერდით ეფექტებს, ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების დაუძ ლეველ სურვილს და ა.შ.
ტრადიციული ჩინური მედიცინის თეორია ირწმუნება, რომ ადამიანის სხეულში მიმდინარე სხვადასხვა პროცესები გარესამყაროსთან კავშირშია. დისჰარმონიის ნიშნები ეხმარება ტრადიციული მედიცინის მკურნალს, დაადგინოს დაავადების გამომწვევი მიზეზები და უკეთ უმკურნალოს პაციენტს.
ჩინური ტრადიციული მედიცინის თეორია ეფუძნება სხვადასხვა ცნობილ ფილოსოფიურ თეორიას, მათ შორის ინისა და იანგის თეორიას და ჭანგ ფუს ორგანულ თეორიას. იგი მიიჩნევს, რომ ადამიანის სხეული, თავის მხრივ, არის პატარა სამყარო, რომელიც შედგება სხვადასხვა რთული და ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი სისტემებისაგან. ეს სისტემები ერთმანეთთან შეთანხმებულად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა. ჩინური მედიცინა ადამიანის სხეულს აღიქვამს დასავლური მედიცინისგან განსხვავებულად: მას აინტერესებს არა ორგანოები და სხეულის ნაწილები, არამედ მთლიანად ადამიანი.
ინისა და იანგის ფილოსოფიური თეორია ჩინეთში აღმოცენდა. ინი და იანგი არის ერთმანეთისგან განსხვავებული და ურთიერთშემავსებელი ორი ძალა, რომელიც ყველგან და ყველაფერში თანაარსებობს. ინი არის ბნელი ელემენტი, მოწყენილი,
ტრადიციული მედიცინა
პასიური, ქალური საწყისი და შეესაბამება ღამეს. იანგი არის ნათელი ელემენტი, მხია რული, აქტიური, მამაკაცური საწყისი და შეესაბამება დღეს. ინს ხშირად მიწის ან წყლის სახით გამოხატავენ, ხოლო იანგს – ჰაერის ან ცეცხლის სახით.
ინისა და იანგის თეორია ფართოდ გამოიყენება ჩინურ მედიცინაში. მაგალითად, იანგის (ცხელი) ბუნების მცენარეები გამოიყენება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც იტანჯებიან ციებით.
ჩინურ მედიცინას სულ ოთხი ძირითადი დიაგნოსტიკის მეთოდი აქვს: მოსმენა, ყნოსვა, შეკითხვების დასმა და პალპაცია (ავადმყოფის ორგანოების ხელით გასინჯვის მეთოდი). მთავარია დიაგნოზის სწორად დასმა, რაც საკმაოდ რთულია და დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ამიტომაც, ჩინეთში დიდხანს სწავლობენ, რათა გახდნენ ექიმები. ერთ-ერთი ცნობილი ჩინური გამოთქმის თანახმად, „კარგი ექიმი კარგ პრემიერმინისტრადაც გამოდგება“.
დიაგნოზის დასასმელად ექიმები იყენებენ შემდეგ მეთოდებს: პაციენტის პულსის გასინჯვა, მის ენაზე, სახეზე, ხმაზე, ყურის ზედაპირზე, სუნთქვაზე დაკვირვება და ა.შ. ჩინურ მედიცინაში გამოიყენება აკუპუნქტურა და მცენარეებით მკურნალობის მეთოდები. ყველასათვის ცნობილია ჩინური ნემსები, რომლებიც გამოიყენება პაციენტის სხეულის ტონუსში მოსაყვანად და დარღვეული ჰარმონიის აღსადგენად. ჩინური ნემსები არა მარტო ჩინეთში, არამედ მთელ მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია. რაც შეეხება ჩინურ მცენარეებს, მათ საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ მედიცინაში. პირველი ადამიანი, რომელმაც მცენარეებით მკურნალობა დაიწყო, იყო შენნუნგი, მითოსური პერსონაჟი. გადმოცემის თანახმად, მას გასინჯული ჰქონდა ათასობით ჯიშის მცენარე და გლეხებს უზიარებდა თავის ცოდნას შხამიანი და სასარგებლო მცენარეების შესახებ.
ზოგადად, ჩინური და დასავლური მედიცინა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. დასავლური მედიცინა ავადმყოფობას გარეგანი ძალების გამოყენებით კურნავს. ჩინური მედიცინა კი, ცდილობს, გააძლიეროს და დაასტიმულიროს სხეულის შინაგანი ძალა. დასავლური მედიცინა ეფუძნება თეორიას, რომლის მიხედვით, ავადმყოფობა გამოწვეულია ბაქტერიული და სხვა გარეგანი ფაქტორებით. ჩინური მედიცინა კი მიიჩნევს, რომ ავადმყოფობა გამოწვეულია სხეულის დისბალანსით. ჩინური მედიცინის წამალს დასავლურისგან განსხვავებით მხოლოდ მცენარეული შემადგენლობა აქვს. დასავლური წამალი სწრაფად მოქმედებს, მაგრამ მას ახასიათებს ბევრი გვერდითი მოვლენა. ხოლო ჩინური წამალი, პირიქით, უფრო ნელა მოქმედებს, მაგრამ ნაკლები გვერდითი მოვლენა ახასიათებს.
დასავლურ მედიცინაში ავადმყოფობას კონკრეტული ელემენტი კურნავს, ხოლო ჩინურ მედიცინაში სხვაგვარადაა საქმე; მაგალითად, თუ გვაქვს მაღალი ტემპერატურა, დასავლური მედიცინის ექიმი გამოგვიწერს წამალს, რომელიც შეიცავს პარაცეტამოლს. ხოლო ჩინური მედიცინის ექიმმა შეიძლება გვირჩიოს ჯანჯაფილის წვნიანი ყავისფერი შაქრით.
დასავლური წამლების ხშირ მიღებას ბევრი ზიანიც მოაქვს: ალერგია, დისბაქტერიოზი და სხვა მრავალი გვერდითი რეაქციები, ასევე შეჩვევა და წამლებზე დამოკიდებულება. მედიკამენტები მოქმედებენ კონკრეტულ რგოლზე, დაავადების სიმპტომებზე და ვერ აშორებენ დაავადების გამომწვევ მიზეზს, რომლის მოქმედება გრძელდება და დაავადება შენიღბულად პროგრესირებს. საჭირო ხდება ალტერნატიული გზების ძიება და აქ მთავარ პოზიციას აღმოსავლური მედიცინა იკავებს, კერძოდ კი, ჩინური. ამ ბოლო ათწლეულში ჩინეთში შემუშავებულია კვებითი დანამატები, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი გვერდითი მოვლენები და რომელთა მოქმედების სიძლიერე უტოლდება კარგად ნაცნობ მედიკამენტებს.

წყარო: ცნობარი “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?”[:]

ჩინეთის საელჩომ ქართველი სინოლოგებისთვის საახალწლო მიღება გამართა

0

[:ka]

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით სინოლოგთა მიღება გაიმართა. მიღებას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, სამინისტროების წარმომადგენლები და ქართველი სინოლოგები. საღამოზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე მუსიკალური ნომერი. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ძი იენჩ’იმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტების რექტორები და პროფესორები.

ელჩმა სიტყვით გამოსვლისას სტურმებს ჩინური ახალი წელი მიულოცა და გამოთქვა იმედი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ინიცირებული უმნიშვნელოვანესი გლობალური პროექტის „ერთი სარტყელი – ერთი გზას“ ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

[:en]

The Embassy of the People’s Republic of China held a reception connected to the Chinese new year celebration for the Georgian Sinologists. On the event participated Representatives of The Embassy of the People’s Republic of China and Representatives from Georgian ministries and the Georgian Sinologists. The guests were greeted by Ji Yanchi, the Ambassador of People’s Republic of China to Georgia and by  Mikhail Janelidze, Minister of Foreign affairs of Georgia, also speeches was delivered by the university rectors and professors.

During his speech Ji Yanchi congratulated the guests and expressed his hope for the China’s most important global project “one belt – one road” initiated by Xi Jinping, the President of People’s republic of China within the framework of cooperation.

[:]

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაზაფხულის ფესტივალი აღინიშნა

0

[:ka]

ჩინური ახალი წელი,  ცნობილი როგორც  „გაზაფხულის ფესტივალი„   ყველაზე მნიშვნელოვანი  დღესასწაულია ჩინეთში, რომელიც არსებობის ათასწლეულებს ითვლის. ამ შესანიშნავ, ტრადიციულ ფესტივალს ჩინეთის გარდა, არაერთ ქვეყანაში აღნიშნავენ. გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა და წელს, ტრადიციულად ისევ შევუერთდით გაზაფხულის ზეიმს .

თავისუფალი უნივერსიტეტის კულტურის ცენტრში გაზაფხულის ფესტივალისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სპეციალურად ამ დღისთვის ჩინეთიდან, მოწვეულ იქნა ნანკინის კონსერვატორიის დასი. მოწვეულმა  სტუმრებმა მაყურებელს წარუდგინეს  ჩინური კულტურა, შეასრულეს ტრადიციული ცეკვები და  სიმღერები, რისთვისაც  დამსწრე საზოგადოების აღტაცება და ოვაციები  დაიმსახურეს. ვინაიდან კონცერტზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ჯადოსნური მუსიკის მოსასმენად უამრავმა მაყურებელმა მოიყარა თავი. მათ რიგებში შედიოდნენ, როგორც თავისუფალი  უნივერსიტეტის სტუდენტები  და კურსდამთავრებულები, აგრეთვე სხვა სასწავლებლის სტუდენტებიც. ღონისძიებას უძღვებოდნენ, ქართველი და ჩინელი წამყვანები.

კონცერტის პარალელურად გაიმართა კონკურსის, “რა ვიცით ჩინეთის შესახებ”, და საუნივერსიტეტო და სასკოლო ესეების კონკურსის “ჩემი თვალით დანახული ჩინეთი” დაჯილდოება.  დაჯილდოვების ცერემონიას უძღვებოდა  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ჩინური მიმართულების ხელმძღვანელი და კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი მარინე ჯიბლაძე. კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ საპატიო პრიზები , თუმცა უსაჩუქროდ არც სხვა მონაწილეები დარჩენილან და მათაც გადასცეს წამახალისებელი საჩუქრები. დაჯილდოვების ცერემონიალში  წამყვანთან ერთად ჩართულნი იყვნენ ისეთი საპატიო პირები როგორებიც არიან, თბილისის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი, ვახტანგ ლეჟავა, ცოდნის ფონდის პრეზიდენტი ანასტასია ბენდუქიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ჩინელი დირექტორი  ჩ ჟუშანი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო პალატის მრჩეველი ბატონი ვანი.

საღამოს დასასრულს, მონაწილეებთან ერთად ყველამ გადაინაცვლა უნივერსიტეტის ფოიეში სადაც სტუმრებს ქართული და ჩინური კერძებით გაუმასპინძლდნენ. ღონისძიების დასასრული საზეიმო ტორტის გაჭრით დაგვირგვინდა.

 [:]