აპრილი24 , 2024
Home Blog Page 138

ზოგადი ცნობები ჩინეთის შესახებ

0

[:ka]

სახელმწიფო მოწყობის წესით ჩინეთი უნიტარული სახელმწიფოა. მმართველი პარტია -კომუნისტური, წყობა – სოციალისტური, ადმინისტრაციული დაყოფის თვალსაზრისით ჩინეთი 34 ერთეულს მოიცავს, მათ შორის: 23 პროვინცია, 5 ავტონომიური რაიონი, 4 ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქი და 2 განსაკუთრებული ადმინისტრაციული რეგიონი.
ჩინეთი მრავალეროვანი (56 სხვადასხვა ეროვნება) სახელმწიფოა, მოსახლეობის 92%-ს შეადგენენ ხანები (ეთნიკური ჩინელები); ხოლო მოსახლეობის 8%-ს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები – ჭუანები, მანჭურები, იანელები, მიაოელები, უიღურები, ტიბეტელები, მონღოლები და ა.შ.

ჩინეთის ისტორიის ქრონოლოგია: ცნობილია მსოფლიოს ოთხი უძველესი ცივილიზაცია: ძველი ეგვიპტის, ბაბილონის, ინდოეთისა და ჩინეთის. მსოფლიოს უძველესი კულტურის სამშობლოს – ჩინეთის ისტორია 5000 წელზე მეტს ითვლის. ჩინეთის მმართველობა პერიოდულად სხვადასხვა დინასტიის ხელში გადადიოდა და, ბუნებრივია, ეს პროცესი არ იყო ერთგვაროვანი. ჩინეთის ისტორიის ქრონოლოგია შემდეგნაირია:
სიას დინასტია ძვ.წ. 21–17 სს.შანგ-ინის დინასტია ძვ.წ. 17-14 სს. • ჭოუს დინასტია ძვ.წ. 11-3 სს (დასავლეთ ჭოუს ეპოქა  და აღმოსავლეთ ჭოუს ეპოქა: „გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი“ „მებრძოლი სამეფოების პერიოდი“) • ცინის დინასტია ძვ.წ. 3 ს.ხანის დინასტია ძვ.წ. 3 – ახ.წ. 3 სს. (დასავლეთ ხანის დინასტია და აღმოსავლეთ ხანის დინასტია) • სამი სამეფოს პერიოდი 3 ს.  (ვეის სამეფო • შუს სამეფო • უს სამეფო) • დასავლეთ ძინის დინასტია 3-4 სს. • აღმოსავლეთ ძინის დინასტია 4-5 სს.სუის დინასტია 5-6 სს.თანგის დინასტია 7–10 სს.ათი სამეფო და ხუთი დინასტია 10 ს • სუნგის დინასტია 10–12 სს. • იუენის დინასტია 13-14 სს.მინგის დინასტია 14-17 სს. • ცინგის დინასტია 17029 სს.ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949 წწ. • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949.10.01 – დღემდე.

ჩინეთის ისტორიული დედაქალაქები: ჩინური გამოთქმა: „ჩინეთის ოთხი უძველესი დედაქალაქი“ ტრადიციულად მოიცავდა პეკინს (ჩინეთის დღევანდელი დედაქალაქი), ლოიანგს, ნანკინსა და სიანს. 1920 წლიდან დღემდე, ახალი აღმოჩენების შედეგად, ამ სიას შეემატა კიდევ რამდენიმე ქალაქი: ქაიფენგი, ხანგჭოუ, ანიანგი, ჭენგჭოუ, ტათუნგი. აქედან გამომდინარე, დღესდღეობით დამკვიდრდა ახა ლი გამოთქმა: „ცხრა უძველესი დედაქალაქი“.
ჩინეთის ცნობილი იმპერატორები: ჩინეთის ისტორიაში ბევრი ცნობილი იმპერატორია, მათ შორის აღსანიშნავია: ცინ შიხუანგ-ტი (ცინის დინასტია); ხან უ-ტი (ხანის დინასტია); თანგ თაიწუნგი (თანგის დინასტია); უ წეთიენი (თანგის დინასტია, ერთადერთი ქალი-იმპერატორი ჩინეთის ისტორიაში); თანგ სიუენწუნგი (თანგის დინასტია); ჩინგისხანი (იუენის დინასტია, მონღოლი), ქანგსი (ცინგის დიანსტია) და ა.შ.

წყარო: ცნობარი “რა ვიცით ჩინეთის შესახებ”

[:]

ჩინეთი: რელიგია და ფილოსოფია

0

[:ka]„გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი“ (770–476წწ.) და „მებრძოლი სამეფოების პერიოდი“ (475–221წწ.) ცნობილია, როგორც „ასი სკოლის პერიოდი“. ამ დროს ჭოუს დინასტიის დასუსტების და ძლიერი სოციალური ძვრების ფონზე ვითარდება სხვადასხვა ფილოსოფიური და რელიგიური სკოლები, რომელთა შორის, ორი დიდი უმთავრესი სკოლა იყო: ჟუძია (კონფუციანელთა სკოლა) და ტაოძია (ტაოისტების სკოლა).

ტაოიზმი. ტაოიზმის ფუძემდებლად ითვლება ლეგენ დარული პიროვნება სახელად ლაოძი (ლაო წ’, მასწავლებელი ლაო), რომელიც კონფუცის უფროსი თანამედროვე უნდა ყოფილიყო. ლეგენდის თანახმად, მას 72 წელი გაუტარებია დედის მუცელში და მხოლოდ ამის შემდეგ დაიბადა. ახალშობილს ჭაღარა თმა ჰქონდა, რის გამოც შეარქვეს „ძი“(წ’), რაც ითარგმნება როგორც „ბავშვი“ ან „მოხუცი“.
ლაოძის შეხედულებები ცნობილია წიგნიდან „ტაო ტე ძინი“, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. ჳჳჳ საუკუნეში ხდება ცნობილი. ლაოძის ფილოსოფიის უმაღლესი კატეგორიაა ტაო, რაც ნიშნავს გზას, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს. ლაოძიმ ტაოს ყოველივეს წარმომშობელი არსის, ანუ პირველსაწყისის მნიშვნელობაც შეჰმატა.
კონფუციანიზმი. კონფუციანიზმის ფუძემ დებელია კონფუცი (ქუნგ წ’) (ძვ.წ. 551–479წწ.), რომელიც დიდი მოაზროვნე და განმანათლებელი იყო. კონფუცი მიისწრაფვოდა იმისკენ, რომ განათლება ხელმისაწვდომი ყოფილიყო უბრალო ხალხისთვისაც. მას უამრავი მოსწავლე და მიმდევარი ჰყავდა. კონფუცის აზრებს მისმა მოსწავლეებმა მოუყარეს თავი კრებულში – „ლუნიუ“ (ანალექტები). ხანის ეპოქაში კონფუციანიზმი აღიარეს ოფიციალურ სახელმწიფო იდეოლოგიად და უარყვეს სხვა ფილოსოფიური სკოლები. კონფუციანური ეთიკის უმთავრესი პრინციპებია „ჟენ“ და „ლი“ (ჰუმანურობა და ეტიკეტი).
ბუდიზმი. ბუდიზმმა ჩინეთში ბუდისტი მისიონერი ბერების მეშვეობით შეაღწია. პირველი ბუდისტური კერები პირველ საუკუნეებში უკვე არსებობდა ჩინეთში, ხოლო მეოთხე საუკუნისთვის ბუდიზმმა საკმაო სიძლიერეს მიაღწია. ბუდიზმი ესწრაფვის ვნებების დათრგუნვას მედიტაციის, თანაგრძნობის და ქველმოქმედების მეშვეობით. „პაიმა-ს’ “ ანუ თეთრი ცხენის მონასტერი (ქ. ლოიანგი, პროვ. ხენანი) ითვლება ჩინეთში პირველ ბუდისტურ მონასტრად. ბუდიზმის ადრეულ ჩინურენოვან თარგმანებში ბევრი ტაოისტური ტერმინი იყო გამოყენებული. ამ მიზეზის და კიდევ იმის გამო, რომ ორივე რელიგიის კონცეფცია ეფუძნებოდა მედიტაციას და თავშეკავებულობას, ასევე, არ ჰქონდა მსხვერპლშეწირვის რიტუალები, ბუდიზმს ზოგი ტაოიზმის ერთ-ერთ განშტოებად აღიქვამდა. ბუდიზმი და მისი წარმომადგენლობითი ელემენტები ჩინეთის კულტურის ნაწილი გახდა.

წყარო: ცნობარი “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?”[:]

სოციალური ცხოვრება ფოლკლორული მუსიკის თანხლებით

0

[:ka]

1998 წელს, ახალი წლის მთვარიან ღამეს, ვენის ოქროს დარბაზებში, ცოცხლად და ჯადოსნურად უკრავდნენ იოჰან შტრაუსისმარშს. ეს იყო ბუნების ხმა უძველესი აღმოსავლური ცივილიზაციისაშესრულებული,  ჩინურ ტრადიციულ ინსტრუმენტთა ანსამბლის მიერ. დასავლეთი მოხიბლული იყო ჩინური ფოლკლორული მუსიკით, რომელიც იმ დროიდან მოყოლებული დღემდე მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

როგორც საუკეთესო თანმხლები საზოგადოებრივი ცხოვრებისატრადიციულმა  ჩინურმა მუსიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სხვადასხვა დროს. თითოეულ ინსტრუმენტს აქვს  განსხვავებული სტილი და თითოეული გადმოსცემს განსხვავებულ ემოციას. დასარტყამი ინსტრუმენტები თბილი და ცოცხალია სიმები კი მელოდიური და ნაზი. ჭუიუე  ძალზედ პოპულარულია ძიანგსუსა და ჭეძიანგში.

დღესდღეისობით, პოპ მუსიკასთან ერთად, ტრადიციულ მუსიკას კვლავ ყავს საკუთარი მსმენელი, რომელთა რიცხვიც არც თუ ისე ცოტაა. ცნობილი პიესები, როგორიცაა Mei Hua San Nong – „ ქლიავის ყვაბილის სამი ვარიაცია„  სრულდება ბამბუკის ფლეიტაზე, Shi Mian Mai Fu – “ ჩასაფრებაყველა მხრიდანსრულდება ინსტრუმენტით, რომელსაც ეწოდება პიპა“. ეს ინსტრუმენტი სიმებიანი საკრავია. ჩინელი მშობლები, ყოველთვის ირჩევენ ტრადიციულ საკრავებს ,მათი შვილებისთვის, დაკვრის სასწავლებლად. იმისათვის, რომ მათ მომავალში  შეაღონ ტრადიციული ჩინური კულტურის კარი და გაეცნონ მას. მუსიკა თამაშობს გადამწყვეტ როლს ტრადიციულ ოპერასა და ფოლკლორულ ხელოვნებაში. ადგილობრივი მუსიკალური დასები სულ სხვა ხიბლს მატებენ ტრადიციულ მუსიკას. მაგალითად, ადგილობრივი სოფლის მაცხოვრებლები, როგორც შემსრულებლები, არიან დასები  ხალხისათვის. თვითნასწავლი მუსიკოსები უკრავენ ქორწილებში, პანაშვიდებზე და  ისეთ მნიშვნელოვან დროს  როგორიცაა, ბრინჯის თესლის გადარგვა და ჩაის ფოთლების შეგროვება. შანხაის პროვინციის ჩრდილოეთით, სადაც თითქმის ყველა სოფელს ყავს  საკუთარი დასი და ყველა ოჯახში არის ერთი ან ორი მედოლე, ძალზედ პოპულარულია ანსაი. ეს არის ფოლკლორული ინსტრუმენტი, რომელიც გამოირჩევა ძლიერი პრიმიტიული ხიბლით და რომელსაც იმაგრებენ წელზე, თოკით. იმასაც კი ამბობენ, რომ მათი ჟღერადობა მთებს არხევსო. ამ ინსტრუმენტთან შედარებით, არანაკლებ პოპულარულია კუჭენგი, რომელიც ტკბილი და მკაფიო ჟღერადობით ხასიათდება მთვარის მადლიერების საღამო, რომელიც ტარდება შემოდგომის შუა რიცხვებში, ყოველთვის იმართება კუჭენგი საკრავით შედგენილი ანსამბლის თანხლებით.

[:]

ჩაის გადამუშავება და კლასიფიკაცია

0

[:ka]

ჩაის კლასიფიკაცია განსაზღვრულია მისი დამუშავების პროცესზე. ფაქტობრივად,  ახალ ფოთლებს, რომელსაც იღებენ ჩაის მცენარიდან, შეუძლია აწარმოოს სხვადასხვა სახეობის ჩაი. ამას კი განაპირობებს მისი დამუშავების პროცესი. საერთოდ, ჩაის გადამუშავება, მოიცავს ხუთ ძირითად ეტაპს: ხმობა, ფერმენტაცია, ფერმენტების დეაქტივაცია, რხევა და გამოშრობა.

ხმობა  

ჩაის ფოთლების მოკრეფის შემდეგ, პირველი ეტაპი მისი დამუშავებისა არის წყლის გამოცალკევება ფოთლებისგან. ამ პროცესს ეწოდება სწორედ ხმობა.

ფერმენტაცია  

გახმობის  შემდეგ,  ფოთლებს აწყობენ ჰაერზე, რის შემდეგაც ისინი იწყებენ ჟანგბადით გამდიდრებას, ეს არის მათი გაღვივების ეტაპი. ამ ეტაპის შემდეგ, ფოთოლთა ფერი იცვლება და მწვანიდან წითელში გადადის. გაღვივების ხანგრძლივობასთან ერთად კი ისინი ნელნელა შავი შეფერილობის ხდება.

ფერმენტების დეაქტივაცია

უკვე სასურველ დონეზე ფერმენტირებულ ჩაის ფოთლებს, ათავსებენ  მაღალ ტემპერატურაზე ან ორთქლზე, მანამ სანამ ისინი არ მომწიფდება. მომწიფების შემდგომ კი ჩაის გადამუშავების მესამე ეტაპი სრულდება.

რხევა

რხევის პროცესი არის იმისათვის, რათა ჩაის ფოთლებს მიეცეს სასურველი ფორმა. ამავე დროს, მუშავდება ჩაის ფოთლის უჯრედებიც, რაც შემდგომ ხელს უწყობს ჩაის დამზადებისას, მათ სწრაფ და იოლად გახსნას წყალში.

გამოშრობა

ჩაის გადამუშავების, ბოლო, მეხუთე ეტაპია გამოშრობა. სასურველი ფორმის მიღების შემდგომ საჭიროა მათი გამოშრობა. ამ პროცესის მიზანია, ფოთლებზე დარჩენილი ტენიანობის მთლიანად აორთქლება და მიღებული  სასურველი ფორმის გამაგრება, შედეგად მეტად მოსახერხებელია მისი  შენახვა და არომატი  კი მეტად შესამჩნევი და სასიამოვნო.

ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპების შემდეგ, ჩვენ ვიღებთ ჩაის რომელსაც ეწოდება „ ნედლეული ჩაი„ თუმცა ეს არ არის ის ჩაი, რომელსაც ჩვენ მაღაზიაში ვყიდულობთ. გამოშრობის შემდეგ, ნედლეული ჩაი, კიდევ გადის დამატებით, მეტად დახვეწილ პროცესებს და სწორედ მათი გავლის შემდეგ ხვდება ის მაღაზიის დახლზე.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, დამუშავების პროცესით შესაძლოა მივიღოთ სხვადასხვა სახის ჩაი: მწვანე ჩაი, შავი ჩაი, ჩინური შავი ჩაი, თეთრი ჩაი, ყვითელი ჩაი, მუქი ჩაი. ქვემოთ დაწვრილებით განვიხილავთ თითოეული ჩაის ტიპს და მათ მახასიათებლებს.

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი უძველესია ჩაის სახეობებს შორის და აგრეთვე, ყველაზე პოპულარული და გავრცელებული   დღეს. მწვანე ჩაიში გამოყენება მცენარის  კვირტი და მისი სატენდერო ფოთლები. რყევისა და ფერმენტთა დეაქტივიზაციის პროცესის შემდეგ, ფოთლებს გაღვივების გარეშე ახმობენ. გამომშრალი ჩაი და მისი ხსნარი, ორივე  მწვანე შეფერილობისაა.

შავი ჩაი 

გლობალური თვალსაზრისით, წარმოებისა და გაყიდვებში, შავ ჩაის პირველი ადგილი უჭირავს. ჩაის ამ სახეობას პირდაპირ ახმობენ, ფორმას აძლევენ ან ჭრიან, ფერმენტთა დეაქტივიზაციის გარეშე, ამიტომაც ჩაი მთლიანად ფერმენტირებული შრება. ასეთი სპეციფიური პროცესის გამო, ჩაი  მუქი წითელი ფერის გამოდის. შავ ჩაის ახასიათებს აგრეთვე წითელი ფერის ხსნარი, ამავე ფერის ფოთლები და ტკბილი საუცხოო არომატი.

ჩინური შავი ჩაი  (Oolong Tea)

თავდაპირველად ჩაის ფოთლებს კრეფენ და  ახმობენ. ამის შემდგომ,  გაღვივების ხარისხის კონტროლით ხდება მათი რხევა. ამის საფუძველზე , მცენარის ფოთლების სუნი ბალახოვანიდან, ყვავილების სურნელზე გადადის; ჩაის გამოშრობა ხდება ფერმენტთა დეაქტივიზაციით. მხოლოდ ამის შემდეგ გადის ის გადამუშავების მეოთხე ეტაპს და იღებს სასურველ ფორმას.

ჩინურ შავ ჩაიში გაერთიანებულია, მწვანე ჩაის სუნი და შავი ჩაის საუცხოო არომატი, ამიტომაც ის მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული.

მუქი ჩაი

შავი ჩაის დამზადება მოიცავს მცენარის დამუშავების ყველა ეტაპს. ფოთოლთა გახმობას, მათ ფერმენტთა დეაქტივიზაციას, ხოლო რხევასა და გამოშრობას ემატება პილინგი, რაც საბოლოოდ ფოთლებს აძლევს, მუქ ყავისფერ შეფერილობას. სასიამოვნო გემოს გარდა, შავ ჩაის ახასიათებს სამკურნალო თვისებაც, ის ადამიანის ორგანიზმს ეხმარება საჭმლის უკეთ მონელებაში.

თეთრი ჩაი

თეთრ ჩაის უშუალოდ გახმობის შემდეგ აშრობენ. მისი ზედაპირი, ხშირად დაფარულია ნაზი, რბილი  ბუსუსებით, ხოლო არომატი ნაზი და ჰაეროვანია. აქვს სხეულის გამაცოცხლებელი და ტოქსინებისგან გამათავისუფლებელი ეფექტი.

ყვითელი ჩაი

ყვითელი ჩაი მზადდება მწვანე ჩაის მსგავსად, უბრალოდ ამ პროცესს ემატება, მცენარის მზეზე ხანგრძლივი დროით გამოფენა, რაც შემდგომ მას ყვითელ შეფერილობას აძლევს. ფინჯანში მოთავსებულ ყვითელი ფერის ჩაის დელიკატური არომატი და ტკბილი გემო აქვს.

როგორ უნდა შევარჩიოთ ჩაი

  • თავდაპირველად, უნდა დავაკვირდეთ მცენარის ფერსა და ფორმას რათა შევამოწმოთ ფხვიერია ის თუ მკვრივი, ერთიანია თუ დანაწევრებული, წმინდა თუ შერეული, მწიფეა თუ არა.
  • მეორე ეტაპია, ჩაის სურნელი; უნდა დარწმუნდეთ, რომ მას არ აქვს უცნაური სუნი. მაღალი ხარისხის ჩაის უნდა ჰქონდეს სხვადასხვა სურნელი. მაგალითად: ყვავილოვანი სურნელი ორქიდეის, ვარდის ან ფეტვის. ამასთანავე, ჰაეროვანი და ნაზი სუნი.
  • შემდგომ კი უნდა გასინჯო მისი არომატი. ნებისმიერი სახის ჩაის აქვს განუმეორებელი არომატი. მაგალითად, მწარე, მჟავე, მსუბუქი, ძლიერი, ტკბილი და გემრიელი გემო. ჩაის არომატი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მისი ხარისხის დასადგენად.
  • ბოლო ეტაპია ჩაის ფერის შემოწმება, რომლის დადგენაც ხდება მისი დაყენების შემდგომ. ამ ეტაპით, აგრეთვე შესაძლოა გავიგოთ მცენარის ფოთლები მთლიანია თუ დანაწევრებული.

ჩაის შეძენამდე, ასევე მნიშვნელოვანია, შევამოწმოთ ფოთლის სიმშრალის ხარისხი. ამისათვის უნდა ავიღოთ ჩაის ფოთოლი და მოვათავსოთ ხელისგულზე, ხელის მომუჭვის შემდგომ თუ ვნახავთ, რომ ფოთოლი დაიფშვნა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გამოშრობის პროცესი სწორად წარიმართა.

ზოგადად, ჩაის ხარისხზე ასევე დიდ გავლენას ახდენს განათება, ტემპერატურა და ტენიანობა. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩაის ხარისხი, ჩაი უნდა შევინახოთ ბნელ, მშრალ და ცივ ადგილას.

[:]

საექსპორტო ზღვისპირა რეგიონი – ძიანგსუ

0

[:ka]

ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარეობს ძიანგსუს პროვინცია, რომელსაც შემოკლებით „სუ“-ს უწოდებენ. ყვითელი ზღვა, პროვინციას აღმოსავლეთიდან ეკვრის, ძიანგსუ ესაზღვრება ანხუის პროვინციასა და  შანტუნგის პროვინციას დასავლეთით და ჩრდილოეთით. რაც შეეხება შანხაისა და ჭეძიანგის პროვინციას, ისინი ძიანგსუს სამხრეთ-აღმოსავლეთელი მეზობლები არიან.

ძიანგსუს პროვინცია გადაჭიმულია 102.6 კვ.მ-ზე. აქედან ხმელეთს უჭირავს 70.6 კვადრატული კილომეტრი, ხოლო წყალს 17.3 კვადრატული კილომეტრი. სანაპირო ზოლის სიგრძე კი 954 კილომეტრია. კლიმატის ტიპი ძიანსუში მუსონურია, რაც ძლიერი ქარით გამოიხატება. ჩვეულებრივ, ამინდი აქ რბილია, თავისი ზომიერი ნალექებითა და ოთხი ერთმანეთისგან გამორჩეული წელიწადის დროით. საშუალო წლიური ტემპერატურა კი 13-დან 16 გრადუსამდე მერყეობს.

ძიანგსუ მდიდარია თავისი წყლის რესურსებით, რამაც შეიძლება ითქვას პოპულარობაც კი მოუტანა პროვინციას.  აღმოსავლეთიდან-დასავლეთით  პროვინციას კვეთს იამგთის მდინარე, ხოლო ჩრდილოეთიდან-სამხრეთით მიედინება ” დიდი არხი “.  ამას ემატება მდინარეები, ტბები, წყაროები, ზღვები. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ასეთი შესანიშნავი რესურსებითა და სილამაზით გახდა ძიანგსუ პოპულარული. ძიანსუს ისტორია და კულტურაც კი წყალს უკავშირდება. პროვინცია ასევე ცნობილია ზღვის პროდუქტების ნაირსახეობით. ბუნებრივი სიმდიდრე, ზღვის უგემრიელესი პროდუქტები, წყალზე გაშენებული უძველესი ქალაქები და იქ მცხოვრები სტუმართმოყვარე, თბილი ადამიანები სამოთხის მსგავს გარემოს ქმნიან სტუმართათვის.  ნანკინი, სუჭოუ, იანგჭოუ, ჭენძიანგი, ჩანგშუ, სიუჭოუ, ხუანიანი   ძიანსუში მდებარე  ცნობილი ისტორიული და კულტურული ქალაქებია.   ნანკინი და სუჭოუ  ძიანგსუს ტურისტულ ქალაქებად არის წოდებული. ნანკინი 6 დინასტიის დედაქალაქია, ხოლო სუჭოუ – სამოთხეა დედამიწაზე.

ძიანგსუში 3 ძირითადი ტურისტული ცენტრია, რომელთაც იქ მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ. მდინარე იანგთის ტერიტორია, ტბა –თაი და სიუხუაი(სიუჭოუ და ხუაი’ანი).  თუ გსურთ უკეთ გაეცნოთ ძიანგსუს კულტურასა და წარსულს მაშინ თქვენ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ” ქუნის ოპერას “ და მოინახულოთ სუჭოუს შესანიშნავი ბაღები.

ზღვის პროდუქტთა სიუხვის გამო, ძიანგსუს პროვინცია კერძების ფართო არჩევანს სთავაზობს სტუმრებს.  კრაბის ხორცის პილმენები, გოგრა და ბრინჯის ფაფა, წებოვანი ბრინჯის ბურთულები გაჯერებული ვარდის ან სხვა ყვავილის ფურცლებით, ნანკინური მარილიანი იხვი, ცუანგციაოს ბისკვიტები, სუჭოუს ნამცხვრები და კონფუციანური ტაძრის საკვები. ეს იმ მენიუს ჩამონათვალია, რომელსაც ძიანგსუს პროვინციაში სტუმრობისას შემოგთავაზებენ.

ძიანგსუს უძველესი კულტურის შესაცნობად, როგორც ზემოთ ვახსენეთ, უნდა ვეწვიოთ “ქუნის ოპერას , რომელიც აღმოცენდა ძიანგსუში, კერძოდ ქუნშანის რეგიონში. ის ჩინეთის ერთ-ერთი კლასიკური ოპერაა, რომელიც არსებობის 500 წელს ითვლის. ძიანგსუში ამ ოპერის გარდა, შეგიძლიათ ეწვიოთ  სის, ხუაისა და იანგის ოპერებს. ქალაქი  აგრეთვე ცნობილია საკუთარი ფოლკლორული მუსიკითა და ცეკვების ნაირსახეობით.

ნანკინი, სუჭოუ, იანგჭოუ  და  უსი ძიანგსუს პროვინციის მთავარი ტურისტული ქალაქებია. სუჭოუს  ზოგჯერ აღმოსავლეთ ვენეცია-საც უწოდებენ. მისი ისტორია დაარსებიდან 2,500 წელს ითვლის. კლასიკური ბაღები მნახველებში ყოველთვის იწვევს აღტაცებას. გარდა ბაღებისა, ძიანგსუში, უამრავი ისეთი ადგილია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით მნახველს იზიდავს. ასეთია იანგჭოუსა და ნანკინის ტბები, ცინგლიენის, პეიკუს, ძინისა და ძიაოს მთები, რომლებიც მდებარეობენ, ქალაქ  ჭენძიანგში.

რათა დატკბეთ შესანიშნავი ხედებით, მოინახულოთ „აღმოსავლეთ ვენეცია“ და დააგემოვნოთ ზღვის უგემრიელესი პროდუქტები მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ, ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე ძიანგსუს პროვინციას.

[:]

კულტურული მემკვიდერეობა: ტრადიციული ჩინური ჩაი

0

[:ka]

ჩაის სამშობლოს მოსანახულებლად ჩინეთს უნდა ეწვიოთ. ლეგენდის თანახმად, 4,500 წლის წინათ, ჩინეთში ცხოვრობდა  ტომის ბელადი სახელად შენნონგი (მიწათმოქმედების ღმერთი), რომელსაც თავზე ჰქონდა რქები, ხოლო წინ აკლდა ცალი კბილი.  მას გაესინჯა ყველა ნარგავი და სამკურნალო მცენარე, მათი თვისებების შესამოწმებლად. სამწუხაროდ, ერთ დღეს ის მოიწამლა. თავბრუსხვევის გამო, მან გადაწყვიტა ასულიყო დიდ ხეზე და იქ დაესვენა გარკვეული დროით. უცებ, ქარმა მოულოდნელად მოუტანა, გამაცოცხლებელი, გასაოცარი სუნი და მან დაინახა, თუ როგორ ცვიოდა შორს მდგარი ხიდან, უამრავი, მწვანე, ხასხასა ფოთოლი. რადგანაც, შენნონგი იყო მწყურვალი, იგი მივიდა ხესთან, სწრაფად ჩაიდო ფოთლები პირში და ნელა დაუწყო მათ ღეჭვა. თავდაპირველად მათი გემო მოეჩვენა ოდნავ მწარე, თუმცა ძალიან სწრაფად ის გახდა ჰაეროვანი და ტკბილი. ფოთლების წვენმა, შენნონგს შვება მოჰგვარა. ამის შემდეგ, მან აიღო რამოდენიმე ფოთოლი და დაიწყო მათზე დაკვირვება. დაკვირვების შედეგად მან აღმოაჩინა, რომ ფოთლებს ჰქონდა მკაფიოდ დაკბილული ზედაპირი და შესამჩნევი  ძარღვისმაგვარი ზოლები. ამის შემდეგ მან უწოდა ამ ფოთლებს სახელად „ჩა  (Cha ).

ჩაი – ეს არის მარადმწვანე მცენარე, რომელიც იზრდება სუბტროპიკულ რეგიონებში და მისთვის შესაფერისია თბილი და ნოტიო არეალები. ჩაის უამრავი სახეობა არსებობს. არსებობს ხისა და ბუჩქოვანი სახეობები, ასევე, მცირეფოთლიანი და შედარებით დიდი ხომის ფოთლით. მცენარე შეიცავს ორ ძირითად კომპონენტს, რომელიც აძლევს მას განსაკუთრებულ თვისებებსა და შემადგენლობას: პირველი არის  ჩაის პოლიფენოლები  და მეორე ჯგუფი არის ალკალოიდების, რომლის შემადგენლობაშიც შედის: კოფეინი, თეობრომინი და თეოფილინი. ჩაის ფოთლის კვირტისგან, შესაძლებელია დამზადდეს სხვადასხვა სახის ჩაი, ეს კი დამოკიდებულია მის დამუშავებაზე.

ჩაის სხვა მრავალ თვისებასთან ერთად აქვს სამკურნალო თვისებაც. მეცნიერების დაკვირვებით დადგინდა, რომ ეს მცენარე შეიცავს 600-ზე მეტ ქიმიურ ინგრედიენტს. ზოგიერთი მათგანი, ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მათ რიცხვში შედის ვიტამინები, პროტეინები, ამინო მჟავები და სხვა. მაგალითად, თეოფილინი ან კოფეინი ეხმარება ადამიანს  უფრო სწრაფად გამოდევნოს ალკოჰოლი ორგანიზმიდან, თიანინს შეუძლია აამაღლოს აზროვნების უნარი და გააუმჯობესოს მეხსიერება. ჩაი აგრეთვე ხელს უშლის პირის ღრუში კარიესის გაჩენას. რაც შეეხება ვიტამინებს „ E “ და „C “ , რომელიც მის შემადგენლობაშია, ადამიანის ორგანიზმს იცავს მოწამვლისაგან ან მისი არსებობის შემთხვევაში აქვს ნეიტრალიზაციის უნარი.

ანტიკური დროიდან მოყოლებული, ჩაის ფოთლები ფართოდ გამოიყენებოდა მედიცინაში. ჩაი არ არის ის, რისი დალევისას მხოლოდ სიამოვნებას ვიღებთ, არამედ ის ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობაზე და გვეხმარება ჯანსაღ ცხოვრებაში. დღეს ჩაი აღიარებულია როგორც, ჯანსაღი სასმელი, მრავალი ექსპერტის მიერ.

თუ გადავხედავთ ისტორიულ წყაროებს, კლიმატი და ნიადაგი იუნანში, კუეიჭოუსა და ს’ჩუანში, ყველაზე მეტად ხელსაყრელია ჩაის მოსაყვანად. ეს ის ადგილებია სადაც, მსოფლიოს უძველესი ველური  ჩაის ნარგავები აღმოაჩინეს. დღეისთვისაც სწორედ ეს ადგილებია ჩინეთში, რომლებიც აწარმოებენ ველურ ჩაის – ჩაის რომელსაც არ დაუკარგავს თავისი პირვანდელი შემადგენლობა და უნიკალური გემო. ამათ გარდა ჩინეთში ჩაის 20 -ზე მეტი პროვინცია აწარმოებს, ქვეყნის სხვადასხვა მხარეს, ამიტომ მისი წარმოების არეალი საკმაოდ ფართოა. ჩაი მოჰყავთ, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სამხრეთში, მდინარე იანძის  სამხრეთით და მის ჩრდილოეთით.

დღეისათვის, ჩინეთი არის ყველაზე დიდი  ქვეყანა ჩაის წარმოებისა  ინდოეთის, შრილანკის, თურქეთისა და ინდონეზიის შემდეგ.

[:]

ჩინეთის ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქი: თიენძინი

0

[:ka]

ხშირად თიენძინს  შემოკლებით „ ძინ“- საც უწოდებენ.  პეკინის, შანხაისა და ჩუნგცინგთან ერთად თიენძინი, ჩინეთის ოთხი მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის. პეკინიდან 120 კილომეტრში, მდებარეობს დედაქალაქის „დად„ წოდებული თიენძინი, რომელიც წლის განმავლობაში პეკინის მსგავსად უამრავ ტურისტს მასპინძლობს. მოცემულ სტატიაში ჩვენ ვესტუმრებით იმ ადგილებს, რომლითაც ქალაქი იქ ჩასულ ტურისტებს აკვირვებს. ღირსშესანიშნაობათა გაცნობის შემდეგ, თიენძინი შესაძლოა გახდეს თქვენი შემდგომში დასალაშქრი ადგილი, ადგილი სადაც თქვენ მოისურვებთ, რომ იმოგზაუროთ მომავალში.
ქალაქი მდებარეობს ზღვის სანაპიროზე, დედაქალაქთან ახლოს. უკვე მრავალი წელია წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის სატრანსპორტო კერას. დღეისათვის თიენძინი, გამოირჩვა უდიდესი ნავსადგურით, რომელიც მდებარეობს ჩინეთის ჩრდილოეთით და მოიცავს 30 სხვადასხვა  საზღვაო მარშუტსა და 300-ზე მეტ მსოფლიო პორტს.
ისტორიის მანძილზე, ქალაქს დიდი საგარეო პოლიტიკური გავლენა ჩამოუყალიბდა, განსაკუთრებით სავაჭრო სფეროში. მისი ასეთი მნიშვნელობა არც მსოფლიოს ქვეყნებს გამოჰპარვიათ, ისტორიის მანძილზე ხშირად ცდილობდნენ ქალაქის დასაკუთრებას. მაგალითად,  1860 წლიდან 1903 წლამდე, დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, იაპონია, იტალია, ბელგია და სხვა დასავლური ქვეყნები ძალის გამოყენებით აიძულებდნენ  ქალაქ ცინგტაოს (ცინგის) რეჟიმს, დაეთმო აღმოსავლეთ თიენძინი მათთვის, რათა შემდეგ დაენაწილებინათ ერთმანეთში. ქალაქის ასეთმა ღირებულებამ სავაჭრო კუთხით გამოიწვია ის, რომ  ამ პატარა ტერიტორიაზე უამრავმა მომხიბვლელმა შენობა-ნაგებობამ მოიყარა თავი, რომლებიც ძირითადად ეროვნული ხასიათისაა.
ამ შენობათა  ნანგრევები დღეისათვის ძირითადად ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი. იმ ქუჩებზე, რომლებიც ნეგებობების მსგავსად უამრავ წელს ითვლის. რაც დღეისათვის ქალაქის ამ ნაწილშია   შემორჩენილი, ის წარსულში არსებულის მხოლოდ მცირე, უმნიშვნელო ნაწილია. საერთო ჯამში, წარსულში ნაგებობები დაახლოებით 1,3 მილიონ კვადრატულ მეტრს იკავებდა, რომელშიც აგრეთვე შედიოდა 100 -მდე  შთამბეჭდავი რეზიდენცია, თავისი ტრადიციული არქიტექტურით, რომელიც მოკრძალებითა და დახვეწილობით იწონებდა თავს. მდინარე ხაის ორივე მხარეს, მინგისა და ცინგის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მრავალ საუკუნეს ითვლის, რომელიც საკუთარი ინდივიდუალურობითა და დახვეწილობით ცნობილია არა მხოლოდ ჩინეთში არამედ მსოფლიოშიც.
ახლა კი უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ იმ ადგილებზე, რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ თიენძინში მოგზაურობისას
პირველი ტურისტებისთვის ცნობილი და საინტერესო  ადგილია სასტუმრო „ასტორი“, რომელიც არსებობის მრავალ წელს ითვლის. მისი დაარსება უკავშირდება  ერთ-ერთი პასტორის სახელს, რომელიც მოღვაწეობდა 1863 წელს ამ ქალაქში. ამავე წელს ჩაეყარა საფუძველი ნაგებობას. სასტუმროს არქიტექტურა ხასიათდება გამოკვეთილი ბრიტანული სტილით. თუ მას ეწვევით თვითონაც დარწმუნდებით, რომ შენობა ძირითადად აგურითა და ხით არის ნაგები. თავდაპირველად შენობა მცირე ზომის იყო და ასრულებდა კოტეჯის როლს, დროთა განმავლობაში მისი მოცულობა გაიზარდა და დღეისათვის იქ კეთილმოწყობილი სასტუმროა, რომელიც მუდამ სითბოთი ელის სტუმრებს. გარდა დასასვენებელი ადგილისა, სასტუმრო მუზეუმის დანიშნულებასაც ასრულებს. მისი არქიტექტურა უნიკალურია იმ კუთხით, რომ აქვს თაღოვანი ტიპის მოჩუქურთმებული ფანჯრები, რომელიც მნახველში დიდ განცვიფრებას იწვევს. რაც შეეხება, იქ განთავსებულ მუზეუმს, თქვენ აქ შეგიძლიათ იხილოთ ადრეული დროის ჩინური ტექნიკის ექსპონატები, როგორიცაა, ტელეფონები, გრამაფონის ფირფიტები. დიდ მოწონებას იწვევს სასტუმროში დღესაც მოქმედი პირველი ჩინური ლიფტი.
რაც შეეხება მდინარე „ხაის„ იგი სათავეს იღებს პეკინში, კერძოდ “მეფის ხიდთან”. ამის შემდეგ იგი მიედინება 70 კილომეტრის მანძილზე, მანამ სანამ ჩავა ზღვა  ტა კუქოუში. მდინარე არის არტერიული სახის. მდინარის მიდამოები არის საუკეთესო ადგილები, სადაც შეგიძლია დატკბე ქალაქი თიენძინის, ძველი არქიტექტურით.
შემდეგი, ტურისტებისთვის საყვარელი, ადგილია “თიენძინის თვალი”. ეს არის უზარმაზარი ეშმაკის ბორბალი, რომელიც განთავსებულია მდინარეზე, ხიდის მსგავსად. იგი ორი დანიშნულებისაა, გამოიყენება როგორც ხიდი და აგრეთვე მისი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ქალაქს უმაღლესი წერტილიდან. აქვე აღვნიშნავ, რომ ბორბლის სიმაღლე მთლიანობაში 35 სართულიანი სახლის სიმაღლეს უტოლდება. ტურისტებს მისით სარგებლობის საშუალება ეძლევათ ყოველდღე, დილის ცხრა საათიდან საღამოს ათის ნახევრამდე, გამონაკლისია ორშაბათი დღე, როდესაც ატრაქციონი არ მუშაობს დილის საათებში, მისით სარგებლობა დღის მეორე ნახევარშია შესაძლებელი.
შემდეგი ტურისტული გაჩერებაა „ცნობილ ადამიანთა ჩაის სახლი“. ეს სახელწოდება მან მიიღო იქ გამართული წარმოდგენებიდან გამომდინარე. დღეში სამჯერ, დილით, შუადღითა და საღამოს ჩაის სახლში იმართება სხვადასხვა წარმოდგენები, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის ნებისმიერ ადამიანს. თიენძინში ჩაიხანის ორი ფილიალი მოქმედებს. ერთი მდებარეობს ქალაქის ძველ ნაწილში, ხოლო მეორე – სინხუას გზაზე. ქალაქის ძველ ნაწილში მდებარე ჩაიხანა პირველია და შესაბამისად მეტი პოპულარობით სარგებლობს. აქ მუდამ ხალხმრავლობაა. აქ თქვენ გაგიმასპინძლდებიან უგემრიელესი ტრადიციული კერძებით და შემოგთავაზებენ ადგილობრივ ხელნაკეთ ნივთებს, რომლებიც ადგილზე იყიდება.
რაც შეეხება რესტორნებს, ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს „ქისლინგ  რესტორანი ” (Kissling Restaurant). თიენძინში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი რესტორანია. თუ შენ გსურს დააგემოვნო ის რასაც აქვს საოჯახო გემო მაშინ შენ არჩევანი სწორედ ამ რესტორანზე უნდა გააკეთო. რესტორნის პირველ სართულზე განთავსებულია საცხობი, სადაც თქვენ შემოგთავაზებენ უგემრიელეს სენდვიჩებსა და სხვა ფუნთუშეულს. შენობის მეორე სართული უკავია რესტორნის ბუფეტს, ხოლო მესამეზე განთავსებულია ბარი.
მოგზაურობის შემდეგი გაჩერებაა „ფაიფურის სახლი”
ალბათ, გაგიკვირდებათ რადგან, ეს არის ტრადიციული, ფრანგული ტიპის სახლი, რომელიც ძირითადად გაფორმებულია ანტიკვარებით. ის მდებარეობს ქალაქ თიენძინში, კერძოდ „ჩიფენგის გზაზე”. მისი მფლობელია ჭანგ ლიენჭი, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს აღებული სახლზე ზრუნვა, მისი მოპირკეთება და ა.შ. სახლში წარმოდგენილი ექსპონატების უმრავლესობა ფაიფურისაა და დროის სხვადასხვა მონაკვეთში შეძენილი და შეგროვებულია. აქ თქვენ აღმოაჩენთ ფაიფურის დახვეწილ  ნამუშევრებს, აგრეთვე ნახავთ თეთრი მარმარილოს, ბროლისა და სხვა ძვირფას ქვათა დეკორატიულ ნაწარმებს. მნახველთა განცვიფრებას იწვევს „ფაიფურის სახლში„ არსებული ლომების კოლექცია, რომელთა რიცხვი 300-ს აჭარბებს, ისინი განსხვავებული ზომისა და ფორმისაა  და სახლის სხვადასხვა კუთხეშია განლაგებული. მთლიანობაში, სახლის ეს მორთულობა შესანიშნავ და დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნის.
მოგზაურობას თიენძინის საკრუიზო პორტით დავასრულებ.
ქალაქის დატოვებამდე, თქვენ აუცილებლად უნდა ეწვიოთ თიენძინის საკრუიზო პორტს, ადგილს საიდანაც დაიწყო ქალაქის ისტორია, ადგილი რის გამოც გახდა ის მსოფლიოს ინტერესის წყარო და რაც მთავარია პორტი, რომელიც  ჩინეთის იმპერიის კარიბჭედ არის ცნობილი. ალბათ, ყველაზე განსაცვიფრებელი  მაგალითი, რითაც ხაზი ესმევა პორტის მნიშვნელობასა და თანამედროვეობას არის იქ, ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარი ბრწყინვალე კრუიზები. რამდენიმე გემი, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ მხარეს ასრულებენ სვლებს, თიენძინის პორტი უკვე უღიარებიათ თავის სახლად. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პორტი რომელიც არის მიზეზი თიენძინის დაარსებისა, დღესაც ქალაქის მთავარი შემოსავლის წყაროა.

[:]

ჩინეთის ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქი: პეკინი

0

[:ka]

თუ  შენ  გადაწყვეტ ეწვიო  ჩინეთის რომელიმე ქალაქს მოსანახულებლად, მაშინ შენ აუცილებლად უნდა იმოგზაურო პეკინში. ქალაქი, რომელიც მსოფლიოშია ცნობილი თავისი ღირსშესანიშნაობებით, მართლაც დაუვიწყარ მოგონებებს ტოვებს.  ეს არ არის უბრალოდ ქალაქი მდიდრული წარსულით, პეკინში  თავი მოუყრია თანამედროვეობასა  და ინტერნაციონალურობას. ქალაქი არ გამოირჩევა მხოლოდ  ხედების სილამაზით, აქ  წარსულის გადმონაშთებთან ერთად  კომბინირებულია ხალხური  ხელოვნების მაგალითები. მსოფლიოში ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის გარდა, პეკინი დღეს საერთაშორისო საქმიანი შეხვედრების დანიშნელების ადგილია.

ჩინეთის დედაქალაქი არსებობის საკმაოდ გრძელსა და საინტერესო ისტორიას ითვლის, რომელიც დღესდღეისობით ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაშია ასახული. ქალაქის ხანგრძლივი ისტორია 500 000 წელს ითვლის. ისტორია იწყება, გამოქვაბულში მცხოვრები,  ჰომო საპიენსის, პეკინელი მამაკაცის, წინაპრებისაგან. ისტორიული წყაროები, გვაუწყებს, რომ  პეკინი როგორც დასახლებული ქალაქი, 3000 წელია რაც არსებობს. ეს არის ქალაქი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე მრავალი მტრის შემოსევას გაუძლო, გადაიტანა დამანგრეველი ხანძარი, მრავალჯერ განიცადა დინასტიის აღმავლობა და მარცხი. მიუხედავად მისი ხანგრძლივი და უმეტეს შემთხვევაში  მარცხგამოვლილი  წარსულისა, ქალაქი, ყოველთვის ახერხებდა ეპოვა გამოსავალი იმ დროს არსებული პრობლემებიდან, რაც რასაკვირველია ქალაქს ძლიერის სტატუსს სძენდა.

800 წლის  განმავლობაში – „იანების„ დინასტიიდან ( 1271-1368 ) „მინგებისა„(1368-1644) და „ცინგების„ დინასტიათა ბატონობამდე, პეკინი იყო ქვეყნის დედაქალაქი. 34 იმპერატორი ცხოვრობდა და განაგებდა  ხალხს  პეკინიდან იმ დროისათვის. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პეკინს, ადრეულ ხანიდანვე, გააჩნდა მთავარი სავაჭრო ქალაქის სტატუსი.

პეკინი უდაოდ შედის მსოფლიოში, ყველაზე ცნობილ  ტურისტულ  ქალაქთა რიცხვში. მაგალითად,  პეკინში არსებული „აკრძალული ქალაქი„, რომელიც არის მსოფლიოში  უდიდესი და ერთ-ერთი  საუკეთესოდ შემონახული  საიმპერატორო სასახლის კომპლექსი. თიენანმენის  სახელობის ცენტრალური მოედანი კი  სიდიდით ერთ-ერთია მსოფლიოში. რაც შეეხება,  სამოთხის ტაძარს , ის მსოფლიოში უდიდესი სამსხვერპლო ნაგებობაა. ხოლო, დიდი კედელი , რომელიც პირველი გვახსენდება ჩინეთზე საუბრისას, მსოფლიოს საოცრებათაგან ერთ-ერთია.

ჩინეთის დედაქალაქში მოგზაურობისას, უხვად შეხვდებით ისეთ ადგილებს ქალაქში, სადაც წარსულისა და თანამედროვეობის შესანიშნავი ჰარმონიაა.

სტუმრებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს  ტრადიციული, ძველი კულტურისა და თანამედროვეობის  ნიმუშების შერწყმა – ტრადიციული ხუთონგ კომპლექსები, რომლებიც ამაყად დგას ცათამბჯენების გვერდით.

ქალაქი პეკინი კომუნიკაციების კერაა, გამართული სარკინიგზო გზებითა და საჰაერო სივრცით, ჩინეთის ყველა ნაწილში. სხვა მსოფლიოს წამყვანი ქალაქების მსგავსად ეს ყველაფერი ხელს უწყობს ტურიზმის ხარისხიან და სწრაფ განვითარებას ქვეყანაში . დღესდღეისობით, პეკინი თანდათან ხდება კაშკაშა დედაქალაქი  თავისი თვალუწვდენელი ცათამბჯენებით, ხელოვნების მუზეუმებით, სავაჭრო ცენტრებით, ეფექტური და უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებებით და მრავალ უცხოურ საწარმოთა ინვესტირების ადგილი.  2008 წელს, პეკინში ჩატარებულმა ოლიმპიურმა თამაშებმა, ქალაქი გახადა როგორც  მოდური, დინამიური, თანამედროვე, გრანდიოზული  და აგრეთვე, მისტიური დედაქალაქი მსოფლიოს ხალხთათვის.

პეკინის გარშემო მოგზაურობისას მნახველი უმრავ მსგავსებას აღმოაჩენს მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებთან მიმართებაში. აქ არის უდიდესი, ცამდე ასული შენობები, სავაჭრო ცენტრები და გაუთავებელი, გაწელილი  საცობები, აგრეთვე პოპულარული სარეკლამო მოედნები, მოდური მაღაზიებით გადაჭედილი ქუჩები, რომლებიც ძირითადად თავმოყრილია, სავაჭრო ცენტრ იენშას, თიენანმენისა და  ვანგფუძინგის ქუჩებზე. რაც შეეხება ჩინურ რესტორნებს, იქ თქვენ შემოგთავაზებენ, არა ნაკლებ რვა სამზარეულოს და აგრეთვე დასავლეთისთვის დამახასიათებელ კერძებს. თანამედროვე სასტუმროები კი თქვენს კომფორტსა და კარგ განწყობაზე იზრუნებენ.

დღის შესანიშნავი ტურების შემდეგ, პეკინი, ღამითაც ინახავს სიუპრიზებს იქ ჩასული სტუმრებისათვის. ღამით შესაძლებლობა გეძლევათ ესტუმროთ პეკინის ოპერას, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ტრადიციული წარმოდგენები, აკრობატიკა და საომარი ხელოვნება  ან აირჩიოთ უფრო თანამედროვე გართობა, როგორიცაა  როკის კონცერტები, საცეკვაო დარბაზები, კლუბები და ბარები.

ზემოთ ჩამოთვლილ  თითოეულ მათგანს თავისი ხიბლი აქვს, ყველაზე კარგი კი ისაა რომ პეკინს შეუძლია ნებისმიერი სტუმრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ქალაქის ქუჩებში  თქვენ ყოველთვის შეგხვდებათ მომღიმარი სახეები და თბილი დახვედრა. ეს ყველაფერი კი თქვენს მოგზაურობას, ჩინეთის დედაქალაქ, პეკინში ნამდვილად გახდის თქვენი ცხოვრების კიდევ ერთ დაუვიწყარ კულტურულ გამოცდილებად.

[:]