მაისი5 , 2024
Home Blog Page 4

ჩინეთის ეკონომიკა, გზა აღდგენიდან – აღმავლობისკენ

0

მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა 2023 წლის პირველ კვარტალში მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მონაცემების თანახმად, პირველ სამ თვეში ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 28,5 ტრილიონ იუანამდე (დაახლოებით 4,14 ტრილიონი აშშ დოლარი) გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიდან წლამდე 4,5 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ბოლო პერიოდის ეკონომიკური განვითარების განსაკუთრებით ნათელი წერტილი მომსახურების სექტორის აღდგენა გახლავთ, რომელმაც პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში 69,5 % შეადგინა.

მნივარაუდება, რომ ეკონომიკური ზრდა მთელი წლის განმავლობაში აღმავალი იქნება. წლის მეორე კვარტალში ზრდა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად სწრაფი და თვალსაჩინო იქნება, ვიდრე პირველ კვარტალში.

მონაცემთა ანალიზით დგინდება, რომ შიდა მოთხოვნა თანდათან ფართოვდება და მომხმარებელთა მოლოდინები უმჯობესდება. მაგალითად, ამ უკანასკნელზე მეტყველებს: სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის მგზავრთა რაოდენობის 67,7 %-დან და 68,9 %-მდე ზრდა, რამაც ბაზრის სიცოცხლისუნარიანობა კიდევ უფრო გაზარდა. ამასთან, პირველ კვარტალში 2.7 %-დან 5,8 %-მდე გაიზარდა სამომხმარებლო საქონლის საცალო გაყიდვები.

ლიენ ფინგმა, Zhixin-ის საინვესტიციო კვლევითი ინსტიტუტის მთავარმა ეკონომისტმა, განაცხადა, რომ ჩინეთის შიდა მოხმარების ზრდა ეკონომიკის განვითარების დამაჩქარებელი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და მოსალოდნელია, რომ მისი მნიშვნელობა მეორე კვარტალში კიდევ უფრო აშკარა გახდება.

NBS-ის თანახმად, პირველ სამ თვეში დამატებითი ღირებულების სამრეწველო პროდუქცია 3 %-ით. ხოლო ძირითადი აქტივების ინვესტიციები 5.1 %-ით გაიზარდა.

ჩინეთმა 2023 წლისთვის მშპ-ს ზრდის სამიზნე მაჩვენებლად დაახლოებით 5 % მიიჩნია. გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაადგინა, რომ 2023 წელს ჩინეთის ეკონომიკა 5,2 %-ით გაიზრდება.

მომავალში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა გაზრდილი მოხმარებითა და ძირითადი საშუალებების სტაბილური ინვესტიციებით იქნება გამყარებული. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ კვარტალში უძრავი ქონების გაყიდვებმა პოზიტიური ცვლილებები განიცადა და ქონების ინვესტიციები, სავარაუდოდ, თანდათან დასტაბილურდება.

რაც შეეხება ექსპორტს, ამჟამად ქვეყნის საგარეო ვაჭრობა ზეწოლის ქვეშ იმყოფება, მაგრამ ჩინეთი სავარაუდოდ მიაღწევს მიზანს, ხელი შეუწყოს სტაბილურობას და გააუმჯობესოს საგარეო ვაჭრობის ხარისხი მთელი წლის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ეკონომიკურ ოპერაციებში დადებითი ფაქტორები იკვეთება, ეკონომიკური აღდგენის საფუძველი მყარი ჯერ კიდევ არ არის. ჩინეთის ეკონომიკის წინაშე მრავალი სირთულე და გამოწვევა დგას, მათ შორის რთული საერთაშორისო გარემო, გლობალური ზრდის შესუსტება, არაადეკვატური შიდა მოთხოვნა და სტრუქტურული პრობლემები, რომლებიც ზღუდავს ჩინეთის განვითარებას.

წყარო

შანხაიში საავტომობილო ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა

0

გასულ სამშაბათს, შანხაის ეროვნულ საგამოფენო და კონვენციურ ცენტრში მე-20 საავტომობილო ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. გამოფენა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Auto Shanghai 2023, პირველ A კლასის საერთაშორისო ავტო შოუს წარმოადგენს.

გამოფენა 13 დახურული საგამოფენო დარბაზითაა წარმოდგენილი და 360,000 კვადრატულ მეტრზე მეტ საგამოფენო ფართობს მოიცავს.

ავტო შოუში მონაწილეობა 1000-მდე საწარმომ მიიღო 20 ქვეყნიდან და რეგიონიდან. გამოიფინა 1500-მდე მანქანა.

ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიება დიდ ნდობასა და სიცოცხლისუნარიანობას იწვევს გლობალურ ავტო ბაზარზე.

წლევანდელი ავტო შოუს თემა „საავტომობილო ინდუსტრიის ახალი ერა“ (“Embracing the New Era of Automobile Industry”)  გახლავთ.

გამოფენა 27 აპრილამდე გაგრძელდება. ღონისძიების განრიგის მიხედვით, 18 და 19 აპრილი მედია დღეები გახლდათ. 20 და 21 აპრილი ავტოინდუსტრიის პროფესიონალებისთვის იქნება განკუთვნილი. ფართო საზოგადოებას შოუზე წვდომა 22-დან 27 აპრილამდე ექნება.

A BYD Seagull

Vision 357, a concept car of Porsche

A concept car of Mercedes-Benz

A BMW concept car 

A Porsche 911 Targa 4 

A releasing event of Toyota bZ FlexSpace Concept

A Chevrolet car

New models of Yangwang Auto

A Rising Auto F7

Max-Out, a concept car of Nissan

An Audi e-tron GT

FAW-Bestune

წყარო

თსუ-ს კურსდამთავრებულებმა პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სრული დაფინანსება მოიპოვეს

0

თსუ-ს კურსდამთავრებულებმა ნინო რჩეულიშვილმა და დიმიტრი პაპუკაშვილმა ქალაქ შენჭენში (Shenzhen), ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამხრეთის უნივერსიტეტში (Southern University of Science and Technology, SUSTech) სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტში მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით მუშაობა 2020 წლიდან დაიწყეს. პარალელურად კი აქტიურად იყვნენ ჩართულები SUSTech-ში ვაქცინაციის „რნმ“ ტექნოლოგიების განვითარების კვლევებში.

2015 წელს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის “გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია” მესამე სემესტრის სტუდენტებმა, ნინო რჩეულიშვილმა და დიმიტრი პაპუკაშვილმა, 2015-2016 სასწავლო წლისთვის პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში  ქიმიის საინჟინრო და ტექნოლოგიის  სამაგისტრო პროგრამაზე (Chemical Engineering and Technology) სწავლის უფლება მოიპოვეს. ეს სასწავლებელი მსოფლიო რეიტინგში  300 საუკეთესო  უნივერსიტეტს შორისაა.

პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ქიმიის საინჟინრო და ტექნოლოგიის  სამაგისტრო პროგრამაზე ერთი სემესტრის გავლის შემდეგ, მათ განაცხადი ჩინეთში სადოქტორო პროგრამის “ბიოსამედიცინო ინჟინერია” (Biomedical Engineering) მიმართულებაზე გააკეთეს და აღნიშნულ პროგრამაზე სასწავლებლად სრული დაფინანსება მიიღეს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ დოქტორის ხარისხი მოიპოვეს.

ამჟამად მათი კვლევითი ჯგუფი მუშაობს რნმ-ვაქცინების დიზაინზე, სინთეზსა და კვლევებზე სხვადასხვა ინფექციური დაავადებების პრევენციისათვის. მაგალითად, იკვლევს ვაქცინებს კოვიდ-19-ის, გრიპის ვირუსის, B ჰეპატიტის ვირუსის, ფსეუდომონას, და სხვა ვირუსისა თუ ბაქტერიის წინააღმდეგ.

„რნმ ტექნოლოგია ძალიან ეფექტიანი, უსაფრთხო და მომავლის ტექნოლოგიაა. ისეთი წამყვანი ფარმაკოლოგიური კომპანიები როგორიცაა Moderna, და Pfizer მუშაობენ უამრავ რნმ-ვაქცინაზე როგორც ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის, ისე სხვადასხვა სიმსივნის სამკურნალოდ. კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ამ ტიპის ვაქცინებით ბრძოლამ გვაჩვენა თუ როგორი ხელსაყრელია რნმ-ვაქცინები. მ-რნმ (მატრიცული რნმ) წარმოადგენს მოლეკულას, რომელსაც შეუძლია ამა თუ იმ ვირუსის ნაწილის შესახებ ინფორმაცია შეიტანოს ჩვენს ორგანიზმში, რასაც მოჰყვება იმუნური მეხსიერების ჩამოყალიბება და იმ შემთხვევაში, თუკი რეალური ვირუსი დაგვაინფიცირებს, ჩვენი იმუნიტეტი უკვე მზად იქნება მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, რომლებშიც შესუსტებული ან მოკლული მაგრამ მთლიანი ვირუსი ან ვირუსის შემადგენელი ნაწილი მოიაზრება, რნმ-ვაქცინა გაცილებით უსაფრთხოა, მარტივად და სწრაფად მზადდება და ასევე, ძალიან ეფექტიანია“. – განმარტავენ ახალგაზრდა მკვლევრები.

უნდა აღინიშნოს, რომ  ნინო და დიმიტრი ჩინეთში პანდემიის პერიოდშიც სწავლობდნენ და მუშაობდნენ. 2019 წლის ბოლოს, როდესაც ჩინეთში პანდემია დაიწყო ისინი პეკინში იმყოფებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ახალი წლის გამო მთელი უნივერსიტეტი და ქვეყანა ისვენებდა, ექსპერიმენტების კეთებას გაგრძელებას. 2020 წლის პირველ თებერვალს საქართველოში დაბრუნდნენ და დაახლოებით ერთი წელი საქართველოდან აგრძელებდნენ თეზისზე მუშაობას. 2020 წლის ზაფხულში ონლაინ-დაცვამ წარმატებით ჩაიარა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს ვილნიუსის პრესტიჟულ უნივერსიტეტში პოსტდოკის გაკეთების შესაძლებლობა მიეცა, SUSTech-იდან მიღებული მოწვევის შემდეგ, ნინომაც და დემეტრემაც ვილნიუსში წასვლაზე უარი თქვა და პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად (რომელიც კარანტინს, თვითიზოლაციასა და მრავალ მკაცრ რეგულაციას მოიცავდა), ჩინეთში დაბრუნება გადაწყვიტა. ჩინეთის საელჩომ გამონაკლისი დაუშვა, საკონსულომ მათ ვიზები მისცა და 2021 წლის მარტში ორივე ჩინეთში დაბრუნდა.

ჩინეთში მყოფი სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მომავალ თაობებს ჩინეთში სწავლის გაგრძელებას ურჩევენ და ხაზს უსვამენ მომავალი უცხოელი სტუდენტებისთვის ჩინური ენის შესწავლის აუცილებლობას:

„საქართველოს სტუდენტების უმრავლესობა ცდილობს ევროპის და ამერიკის მიმართულებით წასვლას, რაც ნამდვილად გამართლებულია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეს არც გამოუვიდეთ, ვინაიდან კონკურენცია საკმაოდ დიდია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთში კონკურენციის გარეშე იღებენ უცხოელ სტუდენტებს. აქ აუცილებელია ძლიერი პროფილის ქონა და დიდი შრომისმოყვარეობა. ვურჩევთ მონდომებულ და შრომისმოყვარე სტუდენტებს არ დაივიწყონ დედამიწის მეორე მხარესაც რომ არის მაღალი დონის სასწავლებლები, სადაც დიდი დაფინანსებაა. მაგალითად, ჩვენს სფეროში, პრობლემას არ წარმოადგენს  სამეცნიერო კვლევების ჩატარება, რომლებიც ყოველთვის დაკავშირებულია ფინანსებთან. პეკინში კიდევ არის მსოფლიო დონის უნივერსიტეტები, როგორიცაა Tsinghua University და Peking University. ერთი მთავარი გამოწვევა ჩინეთში ცხოვრებისას ჩინური ენაა. აქ ცხოვრებამ დაგვანახა, რომ ჩინური ენის გარკვეულ დონეზე ცოდნა აუცილებელია უცხოელისთვის“.

წყარო

ჩინური ლამიენის ატრია – განვითარების სიმბოლო

0

ჩინეთი ხშირად ასოცირდება ატრიასთან და ითვლება, რომ ქვეყანა ამ პოპულარული საკვების სამშობლოა. ატრია 4000 წელზე მეტია ჩინური სამზარეულოს ნაწილია. იგი თავდაპირველად ხანის დინასტიაში გვხვდება. დღეს ჩინეთში 100-ზე მეტი სხვადასხვა სახის ატრია არსებობს, თითოეულს თავისი უნიკალური ფორმა, ტექსტურა და გემო აქვს.

ლამიენის, ან ხელით გამოყვანილი ატრია, ტრადიციული ჩინური კერძია. იგი ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის განვითარების სიმბოლოდ იქცა. უშუალოდ ამ ატრიის ინდუსტრიაში დასაქმებულია 600,000-ზე მეტი ადამიანი. მისი წლიური ბრუნვა დაახლოებით 65 მილიარდ იუანს (დაახლოებით 9,47 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს. ბევრი ჩინელი მწარმოებელი ეძებს ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ქვეყნებსა და რეგიონებში და უზიარებს მსოფლიოს ჩინურ კულტურას.

41 წლის მა სიუემინგმა, 2002 წელს დატოვა ხაიტუნგი, ცინგხაი და შანხაიში ლამიენის ატრიის რესტორანი გახსნა. ბიზნესი წამოიწყო ერთი ღუმელით, საჭრელი დაფით, რამდენიმე მაგიდითა და სკამით. იგი ყოველდღე 10 საათზე მეტ ხანს მუშაობდა, საბოლოოდ კი შანხაიში ლამიენის სამი რესტორანი გახსნა და 2005 წელს 100 000 იუანი გამოიმუშავა.

მან შექმნა ლამიენის ატრიის საკუთარი ბრენდი, რომელსაც ახლა აქვს 60-ზე მეტი რესტორანი ქვეყნის მასშტაბით. მის მიერ შემუშავებული წვნიანი მიეწოდება 2000-ზე მეტ ლამიენის ატრიის რესტორანს ჩინეთში. ხაიტუნგში, 2021 წლისთვის ამ ინდუსტრიაში ჩართვით 72,600-მა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. ამჟამად, 166,000 ადამიანია ჩართული ლამიენის ატრიის ინდუსტრიაში ხაიტუნგში.

ჩინეთის „სარტყელის და გზის ინიციატივა“ წარმოადგენს შესაძლებლობას ჩინელი ლამიენის ატრიის მწარმოებლებისთვის, მოიძიონ ახალი ბიზნეს შესაძლებლობები. მა ფანგლინმა ხაიტუნგიდან, 2016 წელს გახსნა რესტორანი კუალა ლუმპურში, მალაიზიაში. იე სიაოლუნგმა, ხაიტუნგის 34 წლის მკვიდრმა, გახსნა ლამიენის ატრიის რესტორანი კამბოჯაში, 2019 წელს. „ერთი თასი ატრია აქ მხოლოდ 5 აშშ დოლარი ღირს. ის ძალიან პოპულარულია ადგილობრივ მოსახლეობაში მისი ხელმისაწვდომი ფასისა და სასიამოვნო გემოს გამო,“ – თქვა იემ.

ლანჭოუს ლამიენის ატრია საქონლის ხორცით

ხაიტუნგის მუნიციპალური ბრენდის ინდუსტრიის კულტივირებისა და პოპულარიზაციის ბიუროს დირექტორის, ჩენ ძიენხუნგის თქმით, 2022 წლის ბოლოს გაიხსნა ლამიენის ატრიის დაახლოებით 40 რესტორანი სარტყელი და გზის ინიციატივის 10-ზე მეტ ქვეყანაში. ლიანგ შუნძიენმა, ატრიის ერთ-ერთმა მწარმოებელმა, დააარსა ლანჭოუს საქონლის ატრიის საერთაშორისო ალიანსი და ლამიენის ატრიის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა 2018 წელს. მისი მიზანია დაეხმაროს პროფესიონალ მწარმოებლებს თავიანთი ნაწარმის საზღვარგარეთ გავრცელებაში.

საერთაშორისო ბიზნეს სკოლა მსურველებს სთავაზობს ისეთ კურსებს, როგორიცაა ლამიენის ატრიის და სუპის დამზადება და ბიზნეს მენეჯმენტი. ამჟამად, 1000-ზე კურსდამთავრებული მწარმოებელი მუშაობს საზღვარგარეთის ლამიენის ატრიის რესტორნებში და ამ ჩინურ გემოს უფრო მეტ ადამიანს უზიარებს.

გასული ათწლეულის განმავლობაში, სარტყელისა და გზის ინიციატივამ ხელი შეუწყო კულტურულ და ბიზნეს გაცვლას ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, რაც შესაძლებლობას უქმნის ატრიის ინდუსტრიის გაფართოებასაც. კერძი იქცა სავიზიტო ბარათად და მნიშვნელოვან ინდუსტრიად ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. ინდუსტრიის წარმატება ხალხს დაეხმარა სიღარიბის დაძლევაში და უამრავი ენთუზიასტისთვის დასაქმების შესაძლებლობები შექმნა.

ლამიენის ატრიის დამზადების ტექნიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩინური ენის დღე აღინიშნა

0

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღინიშნა ჩინური ენის საერთაშორისო დღე. ეს ყოველწლიური გლობალური ღონისძიებაა, რომელიც ეძღვნება ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას. ღონისძიება ტრადიციულად 20 აპრილს იმართება და საქართველოში უკვე წლებია აღინიშნება. 2023 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა სადღესასწაულო ღონისძიებებს და დამსწრეებს შესთავაზა მთელი რიგი ღონისძიებები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უამრავი აქტივობა, მათ შორის პრეზენტაციები ჩინური ენისა და ჩინური დამწერლობის ისტორიის შესახებ, ასევე ჩინური პოეზიის კითხვა, კომედიური სკეჩი, სიმღერები და ჩაის ტრადიციული ცერემონია. დამსწრეებს ასევე გაუმასპინძლდნენ ტრადიციული ჩინური კერძებით.

ჩაის ცერემონია

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ყველასთვის, გაეგოთ მეტი ჩინური კულტურისა და ენის შესახებ.

ღონისძიება დასრულდა ჩინური ფილმის ჩვენებით, რომელმაც დამსწრეებს საშუალება მისცა კიდევ უფრო ღრმად გაეცნოთ ჩინურ კულტურა და ისტორია. დღე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩინეთს შორის არსებული კავშირის დადასტურება და ხაზი გაუსვა ენისა და კულტურული გაცვლის მნიშვნელობას.



წყარო: თეონა გელაშვილი

ჩინეთის არმიამ თაივანის გარშემო სამხედრო წვრთნები ჩაატარა

0

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთის სარდლობამ დაასრულა თავისი პატრულირება და „ერთობლივი მახვილის“ წვრთნები თაივანის კუნძულის ირგვლივ, განაცხადა სარდლობის სპიკერმა, უფროსმა პოლკოვნიკმა ში იმ. პატრულირება და წვრთნები ჩატარდა თაივანის სრუტის საზღვაო რაიონებსა და საჰაერო სივრცეში, კუნძულის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე.

შაბათს დაწყებული სამდღიანი ოპერაციის დროს, ძალებმა გამოიკვლიეს ერთობლივად მოქმედების შესაძლებლობა ბრძოლის ველზე რეალისტური სცენარით.

„სარდლობის ძალები მზად არიან და შეძლებენ დაუპირისპირდნენ მტერს საჭიროების შემთხვევაში და გაანადგურონ როგორც „თაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტული აქტები, ასევე საგარეო ჩარევა“, – თქვა სპიკერმა.

სამხედრო ოპერაციები „სერიოზული გაფრთხილებაა „თაივანის დამოუკიდებლობის“ მომხრე სეპარატისტებისა და გარე ძალების შეთქმულებისა და პროვოკაციების მიმართ და აუცილებელი ნაბიჯია ჩინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – თქვა შიმ შაბათს, წვრთნების დაწყებისთანავე.

წვრთნების დროს, შის სარდლობამ გამოიყენა საარტილერიო, საჰაერო, საზღვაო და სარაკეტო დანაყოფები ტერიტორიის ბლოკადისა და თაივანში სტრატეგიულ სამიზნეებზე თავდასხმის სიმულაციისთვის.

სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო კლიპებში ნაჩვენებია სახალხო განმათავისუფლებელი არმიის უახლესი აპარატურა, როგორიცაა Y-20 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი და PCL-191 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.

ჩინური წარმოების სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Y-20
PCL-191 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა

სახალხო განმათავისუფლებელი არმიის წვრთნები მოჰყვა თაივანის ლიდერის, ცაი ინგ-ვენისა და ამერიკის შეერთებული შტატების პალატის სპიკერის, კევინ მაკკარტის შეხვედრას.

ცაის ვიზიტი ცენტრალურ ამერიკაში 29 მარტიდან 7 აპრილამდე გაგრძელდა. იგი ამ პერიოდში ნიუ-იორკსა და ლოს ანჯელესს ესტუმრა.

ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება აშშ-სა და თაივანს შორის ოფიციალური ურთიერთქმედების ყველა ფორმას და თაივანის ხელისუფლების ლიდერის ვიზიტებს აშშ-ში. ჩინეთი ასევე მტკიცედ ეწინააღმდეგება ამერიკული მხარის კონტაქტს თაივანის მმართველ დემოკრატიულ პროგრესულ პარტიასთან ნებისმიერი ფორმით, რადგან ეს არღვევს „ერთი ჩინეთის პრინციპს“ და აშშ-ჩინეთის სამი ერთობლივი კომუნიკეს დებულებებს.

„სახალხო განმათავისუფლებელი არმია ინარჩუნებს თავის პასუხისმგებლობასა და მზადყოფნას. არმია მტკიცედ დაიცავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მშვიდობასა და სტაბილურობას თაივანის სრუტეზე”, – ნათქვამია სპიკერის განცხადებაში.

ახალი სატრანსპორტო პროექტები ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად

0

ბოლო წლების განმავლობაში, COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობამ ჩინეთში მაღალი დონე შეინარჩუნა, რაც მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ექსპერტთა თქმით, ფონზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარება ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული ობიექტების უკეთესად მომსახურებას, ისე ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.

სატრანსპორტო სამინისტროს უახლესი მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში სატრანსპორტო სფეროში ჩადებული ინვესტიციები განსაკუთრებით გაიზარდა. 2021 წელს ჯამურმა ინვესტიციამ 523,8 მილიარდი დოლარი შეადგინა და 50%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ადგილობრივი სატრანსპორტო ხელისუფლების მიერ გამოვლენილი სატრანსპორტო საინვესტიციო გეგმებისა და სამშენებლო ამოცანების მიხედვით ბევრმა პროვინციულმა რეგიონმა შეინარჩუნა ძლიერი ძალისხმევა სატრანსპორტო სექტორის განვითარებისთვის. მაგალითად, ასეთ რეგიონებს შორის, აღმოსავლეთ ჩინეთის ჭძიანგის პროვინცია, რომელიც  სამომავლოდ ძირითადი საშუალებების ინვესტირების გაზრდას გეგმავს.

მთავრობის ინფორმაციით, მრავალი სატრანსპორტო პროექტია დაგეგმილი. პროექტების პირველ პარტიაში ინვესტიცია 833,7 მილიარდ იუანს აღწევს.

დიდი ყურადღება ექცევა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებას. China Railway 24th Bureau Group Corp Ltd (CR24) თქმით, ორწლიანი მუყაითი შრომის შემდეგ, 3 აპრილს Hangzhou-Wenzhou დამაკავშირებელი გვირაბის გათხრები წარმატებით დასრულდა. Hangzhou-Wenzhou ჩქაროსნული რკინიგზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი არხია მდინარე იანძის დელტას რეგიონში. იგი ყველაზე სწრაფი გზა იქნება იმ მგზავრებისთვის, რომლებიც შემდეგ ქალაქებში მიემგზავრებიან: Hangzhou, Jinhua, Yiwu და Wenzhou, Zhejiang. დასრულების შემდეგ, რკინიგზა ხელს შეუწყობს მდინარე იანძის დელტას რეგიონის კოორდინირებულ განვითარებას. მისი დასრულებით, ჩქაროსნული რკინიგზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონულ სატრანსპორტო ქსელს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკისა და ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ხიდების მშენებლობის საკითხიც. მაგალითად, CR24-მა განაცხადა, ასევე Yongjia-ს მონაკვეთზე კიდევ ერთი პროექტი – Doumen Creek Bridge – 1 აპრილს წარმატებით დასრულდა. Doumen Creek Bridge 76 მეტრის სიმაღლის ხიდი გახლავთ, რომელიც სიმაღლისა და მაღალი მოთხოვნების გამო საკმაოდ სარისკო და მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს.

წყარო

“ჩინური პოლიტიკა ბალანსის პოლიტიკაა, მათგან რადიკალურ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ” – ინტერვიუ

0

მამუკა გამყრელიძემ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში და პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, Sinomedia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, გაგვიზიარა თავისი შეხედულებები სი ძინფინგის მოსკოვში ვიზიტის მნიშვნელობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე. გამყრელიძე განიხილავს ჩინეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის როლს, მის დიპლომატიურ და ეკონომიკურ პრიორიტეტებს და მისი საგარეო პოლიტიკის გავლენას დასავლურ ურთიერთობებზე.

როგორც ვიცით, ეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მოსკოვში სი ძინფინგის პირველი ვიზიტია. რას ფიქრობთ ჩინეთის მხარის ამ ნაბიჯზე? 
ჩინეთისთვის, როგორც მშვიდობისმყოფელი მხარისთვის, ეს ვიზიტი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი. პროცესი დაიწყო სი ძინფინგის ძალისხმევით საუდის არაბეთისა და ირანის წარმომადგენლების პეკინში მოწვევისა და მოლაპარაკებების დროს. ამ შეხვედრას მოჰყვა მშვიდობის დამყარება მანამდე რელიგიური მიზეზებით დაპირისპირებულ ორ სახელმწიფოს შორის.

„ეს ჩინური დიპლომატიის დიდი გამარჯვება, ხოლო ამერიკული დიპლომატიის მარცხი იყო.“

ჩინეთმა, ამ ნაბიჯის შემდეგ, გადაწყვიტა გაეგრძელებინა მნიშვნელოვანი როლის შესრულება დიპლომატიაში. ვანგ იმ, დახვეწილმა ჩინელმა დიპლომატმა, ევროპაში თავისი ვოიაჟის ფარგლებში, ისაუბრა ჩინეთის მომავალი გეგმების შესახებ მშვიდობის დაცვის გზაზე. იგი დაესწრო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, შემდეგ ეწვია უნგრეთსა და რუსეთს. პეკინში მის დაბრუნებას მოჰყვა ექვსპუნქტიანი გეგმის გამოშვება, რაც მოიცავს ჩინეთის ხედვას მსოფლიო მშვიდობასთან დაკავშირებით. ამ გეგმის შემდეგ გამოქვეყნდა ჩინეთის თორმეტპუნქტიანი პოზიცია ომის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოხმაურება ჩინეთის ამ ნაბიჯზე საკმაოდ სწორი იყო. მან ისაუბრა მოლაპარაკების აუცილებლობაზე. სი ძინფინგმა გამოთქვა ინიციატივა მასთან ვიდეოსაუბრის შესახებ.

ჩინეთისთვის ეს შეხვედრა არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო. წინა დღეებში ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის გამო, ვიზიტის პოლიტიკური მხარე გადაიფარა და მეტწილად ეკონომიკური დატვირთვა შეიძინა. ამას ამტკიცებს სი ძინფინგის სტუმრობის ირიბი ნიშნები – მას შეხვდა არა სერგეი ლავროვი ან ძალოვანი სტრუქტურების რომელიმე წარმომადგენელი, არამედ პრემიერ მინისტრი მიშუსტინი, რომელიც ეკონომიკის საკითხებით არის დაკავებული.

რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს რამდენიმე ძირითადი ასპექტი აქვს: ჩინური ტვირთბრუნვის ზრდა რუსეთში, ენერგორესურსების იმპორტი რუსეთიდან, ახალი გაზსადენების გაყვანის ინიციატივა, იუანის გამყარება და არქტიკის ერთობლივი შესწავლა. შესაბამისად, ამ ვიზიტით, მათ სტრატეგიულ პარტნიორობას ხაზი გაესვა.

თქვენი აზრით, ეს ვიზიტი არის თუ არა ჩინეთის მიერ რუსეთისთვის უშუალოდ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა?
– რა თქმა უნდა არის. ნათელია ის ფაქტი, რომ ჩინეთს არავითარ შემთხვევაში არ სურს რუსეთის დამარცხება, ვინაიდან რუსეთი უკვე ათწლეულებია მისი სტრატეგიული პარტნიორია. უნდა თუ არა ჩინეთს დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭება? ბუნებრივია, არა. იგი ამ ეტაპზე ბალანსირებს რუსეთსა და დასავლეთს შორის. სავარაუდოდ, ის რუსეთს დაეხმარება, თუმცა არა იარაღით, რათა თავიდან აიცილოს პოტენციური დასავლური სანქციები. ჩინური პოლიტიკა ბალანსის პოლიტიკაა, შესაბამისად, მათგან რადიკალურ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ. ნებისმიერი ნაბიჯი ჩინეთის მხრიდან, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური, თავის სასარგებლოდ არის მიმართული. ამის გათვალისწინებით, რუსეთისთვის ომში დახმარება საეჭვოა.

ჩინეთი, ზემოთნახსენები ექვსპუნქტიანი გეგმის შესაბამისად, პატივს სცემს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტს. ჩინეთისთვის თაივანის არაღიარების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია სეპარატიზმის ნებისმიერი გამოვლინება უკრაინაში. იგი შეიძლება რუსეთს მხარს უჭერდეს, თუმცა ამ ასპექტში ნაკლებად. ეს ვიზიტი მორალური და ეკონომიკური მხარდაჭერის გამოხატვა უფროა, ვიდრე სამხედრო.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, აშშ არ დაუშვებს, რომ სხვა სახელმწიფომ დაიკავოს ლიდერის როლი უკრაინა-რუსეთის ომის მართვის საკითხში.“

რა შეიძლება იყოს აშშ-ის რეაქცია სი ძინფინგის ვიზიტზე რუსეთში?
ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია ამ მოვლენაზე ორნაირი აღმოჩნდა. ჯეიკ სალივანი, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, დადებითად შეხვდა სის, როგორც მშვიდობის დამცველის, ვიზიტს რუსეთში. რაც შეეხება ენტონი ბლინკენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მისი პოზიცია უფრო ხისტი იყო. მან განაცხადა, რომ საერთოდ არ აპირებდა ჩინეთის გეგმის განხილვას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, აშშ არ დაუშვებს, რომ სხვა სახელმწიფომ დაიკავოს ლიდერის როლი უკრაინა-რუსეთის ომის მართვის საკითხში. ისინი კონფლიქტში იქნებიან ჩართულები როგორც მშვიდობისმყოფელები, იარაღის მიმწოდებლები და პოლიტიკური კლიმატის შემქმნელები.

“აშშ-ში გაიხსნა ჩინეთის შემსწავლელი ინსტიტუტი, რაც ხაზს უსვამს ჩინეთის გავლენის ზრდის მასშტაბებს.”

მამუკა გამყრელიძემ პუტინისა და სი ძინფინგის შეხვედრასთან ერთად ჩინეთის სამხედრო გააქტიურებასა და აუკუსის ორგანიზაციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჩინეთის გავლენა ცენტრალური აზიის რეგიონში იზრდება. ამაზე მეტყველებს მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ სი ძინფინგის მიერ გაჟღერებული ინიციატივა ცენტრალური აზიის სახელმწიფოების სამიტის შესახებ.

“აქამდე ამ რეგიონში სამხედრო გავლენა რუსეთს, ხოლო ეკონომიკური ჩინეთს ეკავა. ახლა ჩინეთის სამხედრო მნიშვნელობაც საგრძნობლად გაიზარდა.ჩანაცვლების ეს პროცესი დაიწყო აშშ-ის მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ. ახლო აღმოსავლეთში ჩინეთის გააქტიურებაც სწორედ ამან გამოიწვია. ჯიბუტიში ერთი, ხოლო ტაჯიკეთში ჩინეთის ორი სამხედრო ბაზის გახსნა და პაკისტანში, გვადარში, პორტის აშენება მეტყველებს მის სურვილზე, თავი დაიმკვიდროს გლობალურ ძალად.” – განაცხადა მან.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა ისაუბრა ჩინეთის სამხედრო რეფორმის პროცესზე, რაც გულისხმობს როგორც სტრუქტურულ ცვლილებებს, ისე გადაიარაღებას.

“ამის საწინააღმდეგოდ, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და ავსტრალიის ლიდერებმა სამმხრივი თავდაცვითი ხელშეკრულება, AUKUS-ი გააფორმეს. პაქტის მიხედვით, წევრი სახელმწიფოები ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგების ტექნოლოგიას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი ზეგავლენის შესაჩერებლად გამოიყენებენ. AUKUS-თან ერთად რეგიონში ჩამოყალიბდა სადაზვერვო ალიანსი, ხოლო აშშ-ში გაიხსნა ჩინეთის შემსწავლელი ინსტიტუტი, რაც ხაზს უსვამს ჩინეთის გავლენის ზრდის მასშტაბებს.”

ჩუნგცინგში რიგით მე-10 სკულპტურული დაჯილდოება გაიმართა

0

ჩუნგცინგში, სიჩუანის სახვითი ხელოვნების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სკულპტორთა რიგით მე-10 დაჯილდოებაზე, ყოველწლიური ღონისძიების გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

სჩუანის სახვითი ხელოვნების ინსტიტუტმა, რომელიც ჩინეთში წამყვანი ხელოვნების კოლეჯი გახლავთ, ახალგაზრდა ხელოვნების წახალისებისა და მათი შემოქმედებითი აზროვნების კიდევ უფრო განვითარების მიზნით, 2013 წელს სკულპტურული ჯილდო Wuliangye Tomorrow დააწესა.

გასული ივლისიდან ღონისძიებამ 700 ნამუშევარი მიიღო მთელი მსოფლიოდან, მათ შორის შეერთებული შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და გერმანიიდან.

ჟიურის თქმით, გამოფენილმა ნამუშევრებმა ახალგაზრდა მხატვრების ფოკუსირება, მათი ინდივიდუალური გამოცდილება და ემოციები აჩვენა, ასევე წარმოაჩინა მათი საზოგადოებაზე დაკვირვებულობის უნარი და ძალისხმევა ქანდაკების დეფინიციის გაფართოების კუთხით. გამარჯვებულები შეირჩნენ მხატვრული უნარების, კრეატიულობისა და ორიგინალურობის მიხედვით. გამარჯვებულთა შორის ვანგ ხაომ მოიპოვა უმაღლესი ჯილდო სკულპტურული ნამუშევრებისთვის. მისი ქმნილებები არამხოლოდ ესთეტიურობით, არამედ ინოვაციურობითაც გამოირჩეოდა. სხვა ცნობილი ხელოვანები, რომლებმაც აღიარება მოიპოვეს დაჯილდოების ცერემონიაზე, არიან ჩენ იუჩენი, დენგ კუნი, ლუ ჭენგიუანი და თენგ ძიაცი. ამ არტისტებს ქანდაკების სფეროში შეტანილი უნიკალური წვლილისთვის მიენიჭათ „წლის არტისტების“ წოდება.

სიჩუანის სახვითი ხელოვნების ინსტიტუტი ერთ-ერთი წამყვანი სამხატვრო კოლეჯია ჩინეთში. ამ ჯილდოს დაწესებამ ხელი შეუწყო ახალგაზრდა ნიჭის მოზიდვას მთელი მსოფლიოდან. ჯილდო არის პლატფორმა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, რათა უკედ წარმოაჩინონ თავიანთი უნარები და შემოქმედება, მოიპოვონ აღიარება და მიიღონ მენტორობა ცნობილი ხელოვანებისგან.ზ

ყოველწლიური გამოფენა, რომელშიც წარმოდგენილია ნომინირებული მხატვრების ნამუშევრები, მასშტაბური მოვლენაა ხელოვნების სამყაროში. ის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ხელოვნების მოყვარულებს და კოლექციონერებს ნახონ და დააფასონ ნიჭიერი მოქანდაკეების ნამუშევრები მთელი მსოფლიოდან.

გამოფენა სჩუანის სახვითი ხელოვნების ინსტიტუტის ხელოვნების მუზეუმში 24 მარტს ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნა და 15 აპრილამდე გაგრძელდება.

წყარო

ქუნციუ – ჩინური ოპერის ხელოვნების უძველესი მიმდინარეობა

0

ქუნციუ (崑曲/昆曲) ჩინური ოპერის ერთ-ერთი უძველესი მიმდინარეობაა, რომელიც დღემდე სრულდება. იგი მინგის დინასტიის დროს (XIV-XVII საუკუნეები) სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის სუჭოუს რეგიონში განვითარდა, უფრო კონკრეტულად, ფესვებს ქალაქ ქუნშანში იღებს. ახასიათებს დინამიური სტრუქტურა და მელოდიურობა. აერთიანებს სიმღერას, ქორეოგრაფიას, აკრობატიკისა და სიმბოლური ჟესტების კომპლექსურ სისტემას.

2008 წელიდან იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაშია შეტანილი.

28 აპრილიდან 3 მაისამდე, პეკინში, Tianqiao Performing Arts Center-ში ქუნციუს ოპერის დასი Jiangsu Performing Arts Group  ხელოვნების ამ უძველესი ფორმის ერთკვირიან პერფორმანსს გამართავს.

წარმოდგენები ქუნციუს ოპერის მნიშვნელოვან სპექტაკლებს მოიცავს, მათ შორისაა ცინგის დინასტიის (1644-1911) პერიოდის ქუნცუს ოპერის კლასიკურ ნაწარმოებზე დაფუძნებული “პეპლის სიზმარი”, რომელიც ახლებურად შესრულება. ეს უკანასკნელი მოგვითხრობს ძველი ჩინელი ფილოსოფოსისა და ტაოისტი ოსტატის ჭუანგწს ისტორიას, რომელსაც ცოლის ერთგულებაში ეჭვი შეაქვს და ცდილობს მისი სიყვარული გამოცადოს. წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ჩინური ანეკდოტებისა და მოთხრობების კრებულის “shi Shuo Xinyu-ს” ადაპტირებული ვერსია “სიეს ისტორია”;  და თანამედროვე ქუნციუს ოპერის ნაწარმოები “Qu Qiubai”, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერისა და რევოლუციონერი გმირის ცუს  (1899-1935) ცხოვრებას ეფუძნება.

სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ მრავალი ჯილდოს მფლობელი მსახიობები, როგორებიც არიან Li Hongliang და Kong Aiping.

წყარო