მაისი19 , 2024
Home Blog Page 5

ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

0

„ჩინეთი ირჩევს მშვიდობას“ – განაცხადა მედიასთან შეხვედრაზე ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა. დიპლომატმა მსოფლიოში კონფლიქტების, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის მშვიდობიანი გზით დარეგულირების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ჩინეთი მშვიდობასა და ომს, დიალოგსა და სანქციებს, ცეცხლსა და სიტუაციის განმუხტვას შორის ირჩევს მშვიდობას, დიალოგსა და განმუხტვას. ჭოუ ციენმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩინეთი ასევე ემხრობა საქართველოში არსებული ტერიტორიული კონფლიქტების მოლაპარაკების გზით მოგვარებას.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ჭოუ ციენმა ისაუბრა, ჩინეთის გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის ინიციატივები იყო. ელჩის თქმით, მსოფლიოს აქვს არჩევანი ერთი მხრივ, მშვიდობიან განვითარებასა და მეორე მხრივ, ომს, ქაოსსა და ეკონომიკურ კრიზისს შორის. ელჩმა ვრცლად ისაუბრა ჩინეთის მიერ წარმოდგენილ უსაფრთხოების თორმეტპუნქტიან გეგმაზე და არაერთხელ გაუსვა ხაზი ომის დაწყებიდან ჩინეთის ნეიტრალურ პოზიციას. მისი თქმით, ჩინეთის პოლიტიკური ძალისხმევა მიმართულია მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების მცდელობისკენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთს არცერთი მხარისთვის იარაღი არ მიუწოდებია. დიპლომატმა მოსკოვში სი ძინფინგსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ლიდერებმა უკრაინის საკითხზე ყოვლისმომცველი დიალოგი გამართეს. ჭოუ ციენის ინფორმაციით, ჩინეთს უკრაინასთანაც ხშირი კომუნიკაცია აქვს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის თორმეტპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა. მისი მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყებაა.

„ამ დოკუმენტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას,“ – თქვა ჭოუ ციენმა. საკითხის სირთულიდან გამომდინარე, მან ხაზი გაუსვა ჩინეთის, როგორც ნეიტრალური პოზიციის მქონე შუამავლის როლის მნიშვნელობას. კონფლიქტის დაწყებამდე ჩინეთს ორივე სახელმწიფოსთან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ჰქონდა და შესაბამისად, ეფექტური მედიატორი იქნება დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ჩინეთის პოზიცია, ციენის თქმით, ობიექტური და სამართლიანია. მან ასევე დაიმოწმა სი ძინფინგის სიტყვები და ისაუბრა ყველა კონფლიქტის მშვიდობის გზით მოგვარების აუცილებლობაზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ არცერთ მხარეს ჩინეთის თორმეტპუნქტიან გეგმაზე უარი არ უთქვამს.

ჩინეთის, როგორც ეფექტური მსოფლიო მშვიდობისმყოფელის მაგალითად, ჭოუ ციენმა ირანსა და საუდის არაბეთს შორის გამართული დიალოგი მოიყვანა. ეს ორი სახელმწიფო პეკინში, ჩინეთის შუამავლობით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდა.

ჩინეთის ელჩმა საქართველოზეც გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. იგი აქცენტს აკეთებს საქართველოს, როგორც ეკონომიკური პარტნიორის მნიშვნელობაზე და იმედოვნებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდება.

„ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მხარეს დგას,“ – განაცხადა ელჩმა თორმეტპუნქტიანი გეგმის მნიშვნელობის განხილვისას.

მან ტაივანის საკითხზეც ისაუბრა და აშშ ვითარების გამწვავებაში დაადანაშაულა. ციენმა ტაივანის პრობლემა აფხაზეთს შეადარა.

ჩინეთის ელჩმა საქართველოში გააკრიტიკა აშშ იარაღის მიწოდებით კონფლიქტის ესკალაციაში და ასევე ისაუბრა ბირთვული იარაღით დაშინების პოლიტიკის უარყოფით გავლენაზე.

წყარო

ჟურნალი „Duzhe“- ლიტერატურისა და ხელოვნების სამყარო

0

გამოფენა ასახავს ჟურნალ „Duzhe“-ს (读者) ლიტერატურისა და ხელოვნების სამყაროს ათწლეულების მანძილზე.

ჟურნალი „Duzhe“ („ტუჭ” – მკითხველი) გამოცემისთანავე (1981 წელს) მრავალი ადამიანის ყოველდღიურ საკითხავად იქცა. მისი სტატიები მოიცავს თემათა ფართო სპექტრს და აფართოებს მკითხველთა ხედვას მსოფლიოს შესახებ, რაც მას ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ჟურნალად აქცევს.

„Duzhe” ყოველ ორ თვეში ერთხელ გამოიცემა და მკითხველს ლიტერატურის სილამაზესა და აზროვნების სიღრმეს აცნობს. ასევე, ჟურნალი მოიცავს პლატფორმას, რომელიც მხატვრებს ილუსტრაციების შექმნისა და ამ გზით თავიანთი ნიჭის წარმოჩენის საშუალებას აძლევს. მისი გამომცემლის Duzhe Publishing and Media Co-ის თანახმად, ოთხი ათწლეულის განმავლობაში ჟურნალის 780 ნომერი გამოიცა, რომელთაც 300-ზე მეტმა მხატვარმა 20000-ზე მეტი ნამუშევრის ილუსტრირებით განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.

წარმოდგენილი დაახლოებით 250 ასეთი ნამუშევრის ჩვენებით, გამოფენა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა დამატებითი მნიშვნელობა შესძინა ილუსტრაციებმა ჟურნალს. ამასთან, გამოფენა გვიჩვენებს, ჟურნალის რედაქტორებისა და ხელოვანების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიღწეულ წარმატებებს.

წყარო

11 – 15 აპრილს ხაიქოუ სამომხმარებლო პროდუქტების გამოფენას უმასპინძლებს

0

11 – 15 აპრილს,  ჩინეთი, ხაინანის კუნძული სამომხმარებლო ტექნიკის ფართომასშტაბიან გამოფენას უმასპინძლებს. გლობალური სამომხმარებლო პროდუქტების კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზარზე შესასვლელად საგამოფენო პლატფორმა საუკეთესო შანსია.

რამდენადაც ცნობილია, გამოფენისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ეწყობა და ფორმდება სხვადასხვა სივრცე კომპანიებისთვის. ექსპონატების პირველი პარტიები კი საბაჟო პროცედურებს გადის.

გამოფენის განუყოფელი ნაწილია თილისმა „იუენსიაო“, რომელიც  შედგება ხაინანის ორი გიბონისგან. წელს, თილისმების ახალი გამოსახულებები ცნობილია, როგორც „მექანიკური იუენსიაო“, რაც აერთიანებს მაღალ ტექნოლოგიას, მოწინავე წარმოებასა და ხაინანის კულტურას.

წელს საგამოფენო ფართობი 20 პროცენტით გაიზრდება წინა შეხვედრასთან შედარებით და ჯამში 120,000 კვადრატულ მეტრს მიაღწევს და სადაც 65 ქვეყნიდან და რეგიონიდან 3100 ბრენდი განთავსდება.

ჩინეთის მიერ COVID-19-ის რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, ეს პირველი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო გამოფენაა.

როგორც, რესკონფერენციაზე ვაჭრობის მინისტრმა, შენგ ციოუფინგმა განაცხადა, სამომავლოდ, გამოფენა კიდევ უფრო გაზრდის მომხმარებელთა ნდობას და დაეხმარება ხაინანის თავისუფალი ვაჭრობის პორტის მიღწევების სრულ დემონსტრირებას.

წყარო

“კონგრესმენო, ჯერ ერთი, მე სინგაპურელი ვარ.” – TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი

0

უკვე რამდენიმე დღეა, რაც აშშ-ის კონგრესი შეერთებულ შტატებში TikTok-ის აკრძალვის საკანონმდებლო მოთხოვნას განიხილავს. ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი TikTok-ს ცუდი გავლენის ქონასა და ჯაშუშობაში სდებს ბრალს და “ჩინური აპლიკაციის” აკრძალვას ან იძულებით გაყიდვას მოითხოვს.

კონგრესის ზოგიერთი წევრის მიერ დასმული ნაკლებად ინტელექტუალური და საკმაოდ კომიკური კითხვები ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება. TikTok-ის მომხმარებლები დასცინიან კონგრესის წევრებს, რომლებიც კომპეტენციის ნაკლებობის გამო ხშირად უადგილო კითხვებს სვამენ.

სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული მღელვარება მოჰყვა ჭოუ შოუ წს მიმართ დასმულ შეკითხვას, რომელიც არა მხოლოდ სრულიად შეუსაბამო, არამედ რასისტულიც იყო.

ჭოუ შოუ წ (იგივე, Shou Zi Chew) სინგაპურელი ბიზნესმენი და მეწარმე გახლავთ, რომელიც 2021 წლიდან TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

გასულ ხუთშაბათს, ტეხასის წარმომადგენელთა პალატაში, კონგრესის წინაშე მისი პირველი გამოსვლისას შეერთებული შტატების წარმომადგენელმა დენ კრენშოუმ მას ჩინეთის მოქალაქე უწოდა. “კონგრესმენო, პირველ რიგში, მე სინგაპური ვარ.” – განაცხადა TikTok-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კითხვაზე პასუხის გაცემამდე.

კონგრესის მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი სრულიად არაინფორმირებული იყო პლატფორმის მიმართ რომელსაც თავს ესხმოდა.

მოსმენის ეთერში გასვლის შემდეგ, მაყურებელთა უმრავლესობის აღშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია იმ კანონმდებელთა არაკომპეტენტურობამ, რომელთაც შეერთებული შტატები მსოფლიოს წინაშე “სულელად” გამოიყვანეს. ამ უკანასკნელს ტიკტოკის მომხმარებელთა საჯარო პროტესტი და აპლიკაციის აკრძალვის საწინააღმდეგო აქციებიც მოჰყვა.

წყარო

ჩინეთმა და ჰონდურასმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

0

ჩინეთმა და ჰონდურასმა 26 მარტს პეკინში ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.

კომუნიკეს თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და ჰონდურასის რესპუბლიკამ, ორი ხალხის ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით, გადაწყვიტეს აღიარონ ერთმანეთი და დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები ელჩების დონეზე. შეთანხმება ამოქმედდა ხელმოწერის დღიდან.

ამრიგად, ჰონდურასი გახდა რიგით 182-ე ქვეყანა, რომელსაც აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ჩინეთთან.

ზოგადი ტენდენციის შესაბამისად

კომუნიკეს ხელი მოაწერეს ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ცინ განგმა და ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდო რეინამ. მისი მიხედვით, ჰონდურასის რესპუბლიკის მთავრობა აღიარებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მმართველობას, მსოფლიოში ერთი ჩინეთის არსებობას, ხოლო ტაივანს ამ ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს.

კომუნიკეს თანახმად, ჰონდურასის რესპუბლიკის მთავრობა  შეწყვეტს „დიპლომატიურ ურთიერთობებს“ ტაივანთან და იღებს ვალდებულებას, ამიერიდან აღარ დაამყაროს მასთან ოფიციალური ურთიერთობები.

ცინთან მოლაპარაკებების დროს რეინა მას დაჰპირდა ჰონდურასის მხრიდან ერთი ჩინეთის პრინციპის დაცვას, ტაივანიდან თავისი ელჩის გაყვანას და რაც შეიძლება მალე ტაივანთან ყველა ოფიციალური შეთანხმების გაუქმებას.

სონგ ძიუნინგმა, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჩინეთის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში, თქვა, რომ ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების მომხრე ჩინეთს არასოდეს შეუქმნია ექსკლუზიური ბლოკები და არ აიძულებდახ„ სხვებს აერჩიათ მხარეები. იგი მოწოდებული იყო მეგობრული თანამშრომლობისთვის მთელს მსოფლიოში.

მისი თქმით, ჰონდურასი ერთი ჩინეთის პრინციპის აღიარებით ირჩევს დადგეს მსოფლიოს 181 სხვა სახელმწიფოსთან ერთად. ეს აჩვენებს, რომ ერთი ჩინეთის პრინციპს აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური მხარდაჭერა და წარმოადგენს მსოფლიოს ტენდენციას.

ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ქინ განგი და ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდო რეინა ესწრებიან ერთობლივ პრესკონფერენციას პეკინში, ჩინეთის დედაქალაქში, 2023 წლის 26 მარტს.

ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ლათინური ამერიკის კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, იუან ტუნგჭენმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და ჰონდურასს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებამ მძიმე დარტყმა მიაყენა ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრეებს.

„ეს კიდევ ერთხელ სრულად ადასტურებს, რომ ერთი ჩინეთის პრინციპის დაცვა არის სწორი არჩევანი, რომელიც შეესაბამება მსოფლიოს საერთო ინტერესებს და დროის ტენდენციებს“, – თქვა ცინმა, რეინასთან ერთად მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შენიშვნები კვირას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმაც გააკეთა.

სპიკერის თქმით „ეს არის სწორი არჩევანი, რომელიც შეესაბამება დამკვიდრებულ ტენდენციას და მხარდაჭერილია ხალხის მიერ. ჩინეთი ამას ძალიან აფასებს.“ მან ასევე აღნიშნა, რომ ჰონდურასი ცენტრალურ ამერიკის რეგიონის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა.

ორმხრივი ურთიერთობების ახალი თავი

კომუნიკეში ნათქვამია, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემის, ორმხრივი მშვიდობის, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, თანასწორობის, ორმხრივი სარგებლისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპების გათვალისწინებით, ორი მთავრობა შეთანხმდა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაზე.

ცინმა მოუწოდა ორ მხარეს გააძლიერონ სინერგია და კოორდინაცია და დააჩქარონ კონსულტაციები მნიშვნელოვან ორმხრივ შეთანხმებებსა და თანამშრომლობის მექანიზმებზე. მან ასევე ისაუბრა ჰონდურასის მიერ „სარტყელი და გზის“ ინიციატივის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ჩინეთი სრულად დაუჭერს მხარს ჰონდურასის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და მისი ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, თქვა ცინმა და დაამატა, რომ ჩინეთი მზად არის გააფართოოს ჰონდურასის პროდუქტის იმპორტი. მისი თქმით, ჩინეთი წაახალისებს ჩინურ კომპანიებს განახორციელონ ინვესტიციები ჰონდურასში, მონაწილეობა მიიღონ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, რაც გააუმჯობესებს ჰონდურასელი ხალხის ცხოვრების დონეს.

ცინმა დასძინა, რომ ჩინეთსა და ჰონდურასს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება არა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ორ ხალხს, არამედ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს განვითარებად ქვეყნებს შორის ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებაზე და საერთაშორისო ურთიერთობებში დემოკრატიის ხელშეწყობაზე.

რეინას თქმით, ჰონდურასსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების ახალი ერა და გადაიდგა ისტორიული ნაბიჯი, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს ორ ხალხს.

ჰონდურასი მზად არის გააძლიეროს ჩინეთთან თანამშრომლობა ფინანსების, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, კულტურისა და ტურიზმის საკითხებში და შეინარჩუნოს მჭიდრო კომუნიკაცია და კოორდინაცია მრავალ სფეროში.

ექსპერტების თქმით, ჩინეთსა და ჰონდურასს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებამ გახსნა ახალი თავი ორმხრივ ურთიერთობებში, რაც ახალ იმპულსს შემატებს ჩინეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის მეგობრულ თანამშრომლობას.

როგორც უმსხვილესი განვითარებადი ქვეყანა, ჩინეთი აერთიანებს თავის მშვიდობიან განვითარებას საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებთან და თამაშობს სასიცოცხლო როლს მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში და კაცობრიობის პროგრესის ხელშეწყობაში, თქვა იუანმა. მან ასევე დასძინა, რომ სწორედ ამას აფასებენ ჰონდურასი და სხვა სახელმწიფოები ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ან განახლებისას.

მან აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ახალი დასაწყისია და იმედოვნებს, რომ ორი ქვეყანა რაც შეიძლება მალე მიაღწევს ორმხრივ წარმატებას.

Huawei-მ ჩიპებში EDA ინსტრუმენტები დანერგა

0

Huawei Technologies Co-მა განაცხადა, რომ შიდა პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით კომპანიამ წარმატებით შეიმუშავა ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაცია, იგივე EDA ინსტრუმენტები, 14 ნანომეტრზე მეტი ჩიპების პროცესორებისთვის, რაც აშშ-ს მთავრობის შეზღუდვების ფონზე ჩინეთის ნახევარგამტარული ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს

EDA წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ფართოდ გამოიყენება სექტორში და დიდი მნიშვნელობა აქვს ჩიპების დიზაინის მთელ პროცესში.

Huawei-ს თავმჯდომარე სუ ჭძუნის თქმით, კომპანიამ უკვე დაასრულა ჩიპების ველში 14 ნმ-ზე მეტი EDA ინსტრუმენტების ლოკალიზაცია, ხოლო წელს ყოვლისმომცველ შემოწმებას დაასრულებს.

ზემოთ აღნიშნული პროგრესი Huawei-ს კიდევ უფრო ფართო მიზნების ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც აშშ-ს მთავრობის ხანგრძლივი შეზღუდვების ფონზე, ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ჩიპებისთვის შიდა განვითარების ინსტრუმენტების შემუშავებას ემსახურება.

აშკარაა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში Huawei-მ პროდუქტის განვითარების ინსტრუმენტებში ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა, სუს თქმით, კომპანია მაინც უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას. ასევე, მან დასძინა, რომ  სამომავლოდ კომპანია მეტი გლობალური ნიჭის მოსაზიდად ძალისხმევის გაორმაგებას ისახავს მიზნად.

წყარო

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

0

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს.

მინა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ არაბიოდეგრადირებადი მინის ფართო გამოყენება გარემოს დიდ საფრთხეს უქმნის.

ბიოლოგიური წარმოშობის მინის წარმოების მთავარ გამოწვევას მისი მოლეკულების თერმული არასტაბილურობა და მაღალ ტემპერატურაზე ადვილად შლადობა წარმოადგენს.

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის Process Engineering ინსტიტუტის მკვლევრებმა ბიოლოგიური წარმოშობის ეკოლოგიურად სუფთა მინა შექმნეს.

ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა ფორმირების კარგ უნარებსა და ოპტიკურ მახასიათებლებს ავლენს. მინის ამგვარი სახეობა ექვემდებარება სამგანზომილებიანი ბეჭდვითი დანამატების წარმოებასა და ყალიბის ჩამოსხმას.

მიუხედავად იმისა, რომ ბიომოლეკულური მინის კონცეფცია ჯერ კიდევ ლაბორატორიულ ეტაპზეა, მკვლევარების თქმით, მდგრადი მომავლის მწვანე სიცოცხლის ტექნოლოგიას წარმოადგენს.

წყარო

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

0
ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი შესაძლებლობების შესაქმნელად, რათა შეძლოს ჰეგემონური ძალების მიერ წამოწყებული ყოვლისმომცველი ჩამხშობი პოლიტიკისგან თავის დაცვა.
სამშაბათს Global Times-თან ინტერვიუში, სიაო სინგუანგმა, კომიტეტის წევრმა და წამყვანი ანტივირუსული კომპანიის Antiy Labs-ის დამფუძნებელმა, თქვა, რომ ინსტიტუტებმა და კომპანიებმა ჩინეთში კიბერუსაფრთხოების სფეროში უნდა იმუშაონ სტრატეგიულად უპირატესი შესაძლებლობების ჩამოყალიბებისთვის, რათა თავის მხრივ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოებისთვის ინტენსიური უსაფრთხოების შექმნაში.
„ამჟამად, კიბერუსაფრთხოების გლობალური რისკები მუდმივად იმატებს“, – თქვა სიაომ. „მხოლოდ კიბერდანაშაულმა 2021 წელს გლობალურ ეკონომიკას 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ზარალი მოუტანა. კიბერდანაშაულისგან მიღებული გლობალური ეკონომიკური ზარალი უკვე აღემატება ფიზიკურ დანაშაულს.“
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა დიდ პროგრესს მიაღწია კიბერუსაფრთხოების სისტემის და შესაძლებლობების მშენებლობაში, ხარვეზები მაინც რჩება. მაგალითად, კიბერსივრცის საინფორმაციო აქტივები მიმოფანტულია სხვადასხვა ინსტიტუტების სისტემებზე, ხოლო ქსელის უსაფრთხოების დონე შეზღუდულია რისკის შესახებ ინფორმირებულობით, ტექნიკური შესაძლებლობებითა და ინვესტიციების მასშტაბით, განუცხადა სიაომ Global Times-ს.
გარდა ამისა, ზოგიერთი ჰეგემონური სახელმწიფოს მიერ კიბერშეტევის შესაძლებლობებში ინვესტიციების მუდმივმა ზრდამ გამოიწვია კიბერსივრცის გაზრდილი მილიტარიზაცია. არსებობს ეკონომიკური და სოციალური ოპერაციების უკონტროლო კოლაფსის რისკი სახელმწიფო აქტორების მხრიდან მაღალი ინტენსივობის კიბერშეტევების გამო.
კომპლექსური საერთაშორისო სიტუაციის პირობებში, კიბერუსაფრთხოების სექტორს შეუძლია უფრო აგრესიული მიზნების დასახვა, აღნიშნა სიაომ. „ჩვენი მიზანი უნდა იყოს კიბერთავდაცვის საერთო დონე, რომელიც აგრძელებს განვითარებას, ამცირებს ჩამორჩენას განვითარებულ ქვეყნებთან და აშკარა უპირატესობა აქვს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით.“

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

0

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის, უზენაესი სახალხო სასამართლოსა (SPC) და უმაღლესი სახალხო პროკურატურის (SPP) სამუშაო ანგარიშები და განმარტება სახელმწიფო საბჭოს ინსტიტუტების რეფორმის გეგმის შესახებ.

სხდომას სი ძინფინგი, ლი ციანგი, ჭაო ლძი, ვანგ ხუნინგი, ხან ჭენგი, ცაი ცი, ტინგ სუესიანგი და ლი სი დაესწრნენ.

ლი ჭანშუმ, კომიტეტის თავმჯდომარემ, სხდომაზე NPC-ის მე-13 მუდმივმოქმედი კომიტეტის მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

მთავარმა მოსამართლემ, ჭოუ ციანგმა SPC-ის სამუშაო ანგარიში წარმოადგინა.

გენერალურმა პროკურორმა, ჭანგ ძუნმა დამსწრე საზოგადოებას SPP-ის სამუშაო ანგარიში გააცნო.

სახელმწიფო მრჩეველმა სიაო ძიემ დეპუტატებს სახელმწიფო საბჭოს ინსტიტუტების რეფორმის გეგმა განუმარტა.

სხდომასთან დაკავშირებული ფოტომასალა:

წყარო

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

0
ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა კვირას, სახელმწიფო საბჭოს სახელით, მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პირველი სესიის გახსნაზე.
„ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ბაზარზე ხელმისაწვდომობა და გავაგრძელოთ თანამედროვე სერვისების სექტორის გახსნა. უნდა უზრუნველვყოთ ეროვნული მოპყრობა უცხოეთიდან დაფინანსებული კომპანიების მიმართ“, – თქვა ლიმ.
„ჩვენ უნდა გადავდგათ აქტიური ნაბიჯები, რათა ჩინეთი შეუერთდეს ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის ყოვლისმომცველ და პროგრესულ შეთანხმებას და სხვა მაღალი სტანდარტების ეკონომიკურ და სავაჭრო შეთანხმებებს. ამასთანავე, ჩვენი მიზანია სტაბილურად გავაფართოვოთ ინსტიტუციურად გახსნა შესაბამისი წესების, რეგულაციების, მენეჯმენტისა და სტანდარტების პროაქტიული მიღებით,“ თქვა ლიმ.
პრემიერი ლის განცხადებით, ჩინეთმა უნდა გააგრძელოს იმპორტისა და ექსპორტის როლის ბერკეტად გამოყენება ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ მომსახურება უცხოეთიდან დაფინანსებული კომპანიებისთვის და ხელი შევუწყოთ უცხოური დაფინანსებით მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებას”, თქვა ლიმ.
მან ასევე ისაუბრა, რომ ღია და დიდი ბაზრით, ჩინეთი დარწმუნებულია, რომ კიდევ უფრო დიდ ბიზნეს შესაძლებლობებს შეუქმნის უცხოურ კომპანიებს ჩინეთში.
პრემიერ ლის გამონათქვამებმა მკაფიო სიგნალი გაგზავნა, რომ ჩინეთი გააგრძელებს გახსნას და ეს დაასტაბილურებს უცხოური კომპანიების ნდობას ჩინეთის მიმართ, განუცხადა კვირას Global Times-ს ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის აკადემიის უფროსმა მკვლევარმა ჭოუ მიმ.
ჭოუს თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთმა დეკემბერში მოახდინა COVID-19-ის რეაგირების ზომების ოპტიმიზაცია, უცხოური კომპანიები გამოიყენებენ მეტ შესაძლებლობებს, რაც საწარმოებს პანდემიის შემდეგ სწრაფი აღორძინების ზღვარზე მიიყვანს.
ოფიციალურმა მონაცემებმა იანვარში აჩვენა, რომ ჩინეთის შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზედიზედ მესამე წელია იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანა რჩება მიმზიდველი უცხოური ინვესტიციებისთვის, მიუხედავად პანდემიისა.
ჩინეთის მიმზიდველობა, გამყარებული მისი მასობრივი მოხმარების ბაზრით, ძლიერი საწარმოო ბაზებითა და მუდმივად გაუმჯობესებული ბიზნესგარემოთი.
ჩინეთი რჩება სტრატეგიულ ბაზრად Merlin Entertainments-ისთვის ფანტასტიკური ზრდის პოტენციალით. „ჩვენ კვლავ ვხედავთ უზარმაზარ ინტერესს ჩინელ მომხმარებლებში, რომლებიც ეძებენ ლოკაციებზე დაფუძნებულ გართობას და ხანმოკლე შესვენებებს და კარგად ვართ განწყობილი იმისათვის, რომ გამოვიყენოთ მომხმარებლების მუდმივი სურვილი ახალი ჯადოსნური მოგონებების შესაქმნელად“, განუცხადა Global Times-ს Legoland Resorts-ის ოპერატორმა Merlin Entertainments-მა.
თებერვალში, სინხუას ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, ჩინეთმა გამოაქვეყნა გეგმა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკა უნდა მიემართოს მაღალი ხარისხის განვითარებისკენ. ქვეყანა ხედავს მრავალმხრივ გადასვლას ახალ ძლიერ მხარეებზე, რომლებიც ფოკუსირებულია ტექნოლოგიებზე, სტანდარტებზე, ბრენდებსა და სერვისებზე.
იგეგმება ზომების მიღება ეკონომიკური განვითარების ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესების, მრეწველობის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის მუდმივი გაზრდისათვის. ასევე, პროდუქციის, პროექტებისა და სერვისების ხარისხის დონის ასამაღლებლად.
ჩინეთი, რომელიც მუდმივად ცდილობს ბაზარზე წვდომის შემსუბუქებას, ნეგატიური სიების შემცირებას და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, რჩება უცხოური ინვესტიციების ფავორიტ მიმართულებად.
51 პროცენტით და 72 პროცენტით შემცირდა პუნქტები უცხოური ინვესტიციების უარყოფით სიაში, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას და საპილოტე თავისუფალ სავაჭრო ზონებს. მთლიანი წარმოების სექტორი ძირითადად გახსნილია, ხოლო საფინანსო და მომსახურების სხვა სექტორებში გახსნის პოლიტიკა კვლავ გაძლიერდება, თქვა პრემიერმა ლიმ.
“ჩინეთმა შექმნა 21 თავისუფალი ვაჭრობის საპილოტე ზონა და ხაინანის თავისუფალი სავაჭრო პორტის მშენებლობა სტაბილურად პროგრესირებს” –  განაცხადა ლიმ.
ჩინეთის პრემიერ მინისტრი, ლი ქეციანგი.