A new high-speed inter-city train that connects Shanghai and Hangzhou waits for passengers prior to the first train's launch in Shanghai, China, on Tuesday, Oct. 26, 2010. The Shanghai-Hangzhou high-speed railway started operating today, shortening the travel time from 1.5 hours to 45 minutes. Photographer: Qilai Shen/Bloomberg

[:ka]

მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქებს ხანგჭოუსა და ვენჭოუს დააკავშირებს, მშენებლობა უკვე დაიწყო და  სავარაუდოდ, 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს.

ხანგჭოუ-ვენჭოუს  სარკინიგზო ხაზი გადაჭიმულია დაახლოებით 331 კილომეტრზე  და არის ჩინეთის პირველი საჯარო-კერძო პარტნიორობის PPP კომპანიით დაპროექტებული მაღალი სიჩქარის სარკინიგზო პროექტი, რომელიც დაფინანსდა  ეროვნული განვითარების და რეფორმების კომისიისა და კერძო სექტორის მიერ. პროექტის დასრულების შემდეგ, ორ ქალაქს შორის მანძილის გავლას ერთ საათზე ნაკლები დასჭირდება. ახალი ხაზის მეშვეობით, მგზავრებს შეუძლიათ პეკინისა და სამხრეთ ჩინეთის, კუანგტუნგის მიმართულებითაც იმგზავრონ, სურვილის შემთხვევაში.

ვენჭოუ-ხანგჭოუს  მაღალი სიჩქარის მაგისტრალი ეროვნული ინიციატივის ნაწილია, შეიქმნას თანამედროვე, ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემა.

ჩინეთს მსოფლიოს უმსხვილესი მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელი აქვს, რომელიც 22 000 კილომეტრს უტოლდება. 2020 წლისთვის, კი ჩქაროსნული რკინიგზის სიგრძე დაახლოებით 30 000 კილომეტრს გაუტოლდება და 80-ზე მეტ დიდ ქალაქს დააკავშირებს ერთმანეთთან.

[:]