კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა ეკონომიკურ სიმპოზიუმს უმასპინძლა

0

ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების განსახილვევლად და ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით,  ეკონომიკური სიმპოზიუმი – “ერთი სარტელი, ერთი გზა” გაიმართა. სიმპოზიუმს ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი, მოწვეული პროფესორი ვან სიაოვენი, ცოდნის ფონდის დირექტორი, ანასტასია ბენდუქიძე და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი, ვახტანგ ლეჟავა. შეხვედრის შემდეგ, ვან სიაოვენმა ჩაატარა საჯარო ლექცია ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ. საჯარო ლექციის ბოლოს დისკუსია გაიმართა.

შეგახსენებთ რომ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ეს უკვე რიგით მეორე სიმპოზიუმია, რომელსაც ჩინეთის საელჩოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.

LEAVE A REPLY