გაზაფხულის ფესტივალის “ოქროს კვირეული” ხშირად ემთხვევა ჩინურ ახალ წელს. იგი იანვრის ბოლოდან იწყება და თებერვლის შუა რიცხვებამდე გრძელდება. 2023 წელს 21 იანვრიდან 27 იანვრამდე აღინიშნება. დღესასწაული ახალი წლის მე-15 დღემდე, ფარნების ფესტივალამდე, გრძელდება.

გაზაფხულის ფესტივალი ჩინური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დღესასწაულად ითვლება. ფესტივალის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა იღბლის მომტან აქტივობებს.

გაზაფხულის ფესტივალის "ოქროს კვირეული" ისტორია

ჩინური ახალი წელი ოჯახისა და წინაპართათვის პატივის მიგების სიმბოლოა, ასევე მნიშვნელოვანი ღვთაებების თაყვანისცემასაც გულისხმობს. ხალხი ასუფთავებს საკუთარ სახლებს, რათა განდევნოს წინა წლის ბედ-იღბალი და გაათავისუფლოს ადგილი უკეთესის მისაღებად.

ჩინური ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია, სავარაუდოდ, იმპერატორ იაოს დროს წარმოიშვა, რომელიც სამი სუვერენიდან და ხუთი იმპერატორიდან ერთ-ერთი ლეგენდარული მმართველი გახლდათ. ძვ.წ. 1250 წელს მისი ტახტზე ასვლის დღე წელიწადის დასაწყისად აღინიშნა. 618 წელს, თანგის დინასტიის დროს, ხალხმა საახალწლო ბარათების გაგზავნის მეშვეობით ერთმანეთისთვის კეთილი სურვილების გაცვლა დაიწყო. 1600-იანი წლებში, ცინგის დინასტიის დროს, დამკვიდრდა ბავშვებისთვის ფულის ჩუქების ტრადიცია.

პოპულარული ხალხური ზღაპარი ჩინური ახალი წლისა და მისი დღესასწაულების შესახებ, ზღაპარია მხეცის შესახებ, რომელსაც სახელად „ნიენი“ ერქვა. ეს მხეცი, საშინელი, კაციჭამია არსება იყო (განსაკუთრებით ბავშვების ჭამა უყვარდა). ერთ დღესაც, როცა სოფლის ხალხი მისგან დასამალად მიეშურებოდა, ერთმა მოხუცმა დაარწმუნა ისინი, რომ შურს იძიებდა.

მან წითელი ქაღალდისა და ასაფეთქებლის მეშვეობით ნიენი შეაშინა. როცა სოფლის მაცხოვრებლები სამალავებიდან დაბრუნდნენ, დაინახეს, რომ ქალაქი ურჩხულის რისხვას გადაურჩა. მას შემდეგ ხალხმა ნიენის დასაფრთხობად წითელი ფერის ტანსაცმლის ჩაცმა და ასაფეთქებლით მისი შეშინება დაიწყო. წითელი დღემდე ახალი წლის დომინანტური ფერია. ჩინური ახალი წლის პერიოდში, მკაცრად ერიდებიან შავი ფერის ჩაცმას და იღბლისთვის ადამიანები ძირითადად წითელს ატარებენ.

გაზაფხულის ფესტივალის "ოქროს კვირეული" 3 განუყოფელი აქტივობა
  1. ადგილობრივ დღესასწაულში ჩართვა – ამ დროს ხალხი უახლოეს Chinatown-ისკენ მიეშურება და შეძლებისდაგვარად ყველა სახის აქტივობასა და ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას.
  2. სახლის დალაგება – მიიჩნევა, რომ სახლის გაწმენდა გასული წლის ყოველგვარი უიღბლობისგან გასათავისუფლებლად შესანიშნავი გზაა.
  3. წინა ღამით ტაძარში მისვლა – ჩინეთის რელიგიური მოსახლეობა ახალი წლის წინა ღამით საკმეველს ანთებს და მშვიდობიანი მომავალი წლისთვის ლოცულობს.
5 ფაქტი გაზაფხულის ფესტივალის "ოქროს კვირეულის" შესახებ
  1. პელმენები და ნამცხვრები – იღბლის სიმბოლო

ჩრდილოეთ ჩინეთში ხალხი პელმენებს (ძიაოწ) მიირთმევს, რადგან ისინი სიმდიდრეს განასახიერებს, ხოლო სამხრეთ ჩინეთში ამზადებენ ნამცხვრებს, რომელთა ნაჭრებსაც მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უგზავნიან წარმატებული წლისთვის.

  1. პირველი დღე ღვთაებისთვისაა

ჩინელები ჯერ მიესალმებიან მიწისა და ცის ღვთაებებს, შემდეგ კი პატივს სცემენ თავიანთ უახლოეს ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით ოჯახის უხუცესებს.

  1. ბავშვებს ეძლევათ წითელი კონვერტები, რომელშიც ფული დევს

ბავშვებს კურთხევის სახით აძლევენ ფულს, რათა დაიცვან ისინი მომავალი წლის გამოწვევებისგან.

  1. მეორე დღე – ღვთაების დაბადების დღე

ხალხი ღვთაება ჩე კონგის ტაძრებში მიდის სალოცავად, განსაკუთრებით ჰონგ-კონგში, სადაც ღვთაებას ყველაზე მეტად სცემენ თაყვანს.

  1. ბოლო დღე კიდევ ერთი დღესასწაულია

ბოლო დღესასწაული, ფარნების ფესტივალი, ჩინური ახალი წლის ბოლო  მე-15 დღეს აღინიშნება.

წყარო