[:ka]

პრეზიდენტმა სი ძინფინგმა პარასკევის შეხვედრაზე, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს, ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტი ესტუმრა, უქ’სუნგის მოედანს და ქვეყნის მთავარ სატანვარჯიშო დარბაზს, ადგილებს სადაც უნდა გაიმართოს 2022 წლის ოლიმპიური თამაშები. მან სტუმრობისას მოუსმინა შეხვედრებს მოსამზადებელ სამუშაოებზე და თვალი ადევნა ზამთრის სპორტული გუნდების თამაშებსა და წვრთნებს.
შეხვედრისას პრეზიდენტმა სიმ განაცხადა, რომ 2022 წლის ოლიმპიური თამაშები იქნება საკულტო მოვლენა მთელი მსოფლიოსთვის და რომ სათანადო მასპინძლობა უნდა გაუწიონ.
„2022 წლის ოლიმპიური თამაშები იქნება კარგი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ეროვნული მორალის გაზრდისათვის, ამისათვის კი უნდა მივდიოთ რაციონალურ დაგეგმვარებას, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საზღვარგარეთის გამოცდილება და მოვიხმაროთ ჩვენი რესურსები ზომიერად“ – განაცხადა, სი ძინფინგმა პარასკევის შეხვედრაზე, ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებთან. მან ასევე ხაზი გაუსვა, ღონისძიების შემდგომ იმ ადგილების მნიშვნელობას სადაც გაიმართება თამაშები და განაცხადა, რომ 2022 წლის ოლიმპიადა უნდა იყოს კორუფციისგან თავისუფალი.
ეს ჩინეთის ისტორიაში მეორე ოლიმპიური თამაშები იქნება. პირველად, პეკინმა 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა ჭანგძიაქოუ, ხეპეის პროვინციაში. 2015 წელს კი უფლება მოიპოვა კიდევ ერთხელ გამხდარიყო მასპინძელი ქვეყანა და ამჟამად 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. პეკინი იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც უმასპინძლა ორივე, ზამთრისა და ზაფხულის თამაშებს.
პარასკევ დილით პრეზიდენტმა ზამთრის სპორტის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა. მან ასევე ტრენინგების დაწყება გამოაცხადა ყინულის ჰოკეიში, ფიგურულ სრიალში და მოკლე მანძილზე სრიალში.

[:]