სექტემბერი25 , 2023
პოლიტიკაგზა ფერმერთა ჯარიდან თანამედროვე სახალხო განმათავისუფლებელ არმიამდე

[:ka]გზა ფერმერთა ჯარიდან თანამედროვე სახალხო განმათავისუფლებელ არმიამდე[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

90 წლის წინ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ,სახალხო განმათავისუფლებელი არმიის წინამორბედი ჩინეთის მშრომელთა და გლეხთა რევოლუციური არმია შეიქმნა. ახალმა შეიარაღებულმა ძალებმა, კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით ნანჩანგში, ძიანგსის პროვინციაში აჯანყება მოაწყვეს. იმ დროისათვის, ერს დამოუკიდებელი ეწოდებოდა, თუმცა ხალხი კვლავ განიცდიდა მებრძოლების დამამცირებელ წესსა და უცხოელი იმპერიალისტების მიერ მიყენებულ ტკივილს. ჯარის ძირითად წევრებს ფერმერები შეადგენდნენ, ადამიანები, რომელთაც აღარ შეეძლოთ არსებული ზეწოლის ატანა. ჯარისკაცების მსგავსად, ისინი გამარჯვების სურვილითა და ხალხის გათავისუფლებით იყვნენ შთაგონებულნი.

ჯარის შექმნიდან მალევე არმიის სახელი შეიცვალა და  ჩინეთის მშრომელთა და გლეხთა წითელი არმია ეწოდა. ვინაიდან, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას არ ჰყავდა საბრძოლო ჯარები, სიტყვა „არმია“ გამოიყენებოდა „შეიარაღებული ძალების“ ნაცვლად. წითელი არმიის არსებობის პირველ ხანებში, არმიის წევრებს გაცვეთილი ფორმებითა და შიშველი ხელებით უწევდათ მტერთან გამკლავება. არმიის მხოლოდ რამდენიმე წევრს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. მიუხედავად მსგავსი აღჭურვილობისა, არმია არაერთხელ გადაურჩა ძლევამოსილი მტრის შემოტევას. წითელი არმია იზრდებოდა ქვეყნის ღარიბი მოსახლეობის ხარჯზე. მოსახლეობა იმედოვნებდა, რომ არმიასთან შეერთებით ისინი რაღაც წვლილს შეიტანდნენ იაპონიასთან 14 წლიან ომში (1931-45) გამარჯვებისთვის.

1947 წელს, “განთავისუფლების ომის” (1946-49) დასრულებამდე, წითელმა არმიამ კიდევ ერთხელ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდათ “სახალხო განმათავისუფლებელი არმია”. 1949 წელს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაფუძნებასთან ერთად, სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ (PLA) საზღვაო და საჰაერო ძალები შექმნა. 1950-იან წლებში, კონტინენტური ჩინეთის სრულად გათავისუფლების შემდეგ, არმიამ ჯარების შემცირება დაიწყო. ჩინურმა სამხედროებმა 1960 წლამდე ოთხი შემცირება განახორციელეს, რის საფუძველზეც სამხედრო ძალის რაოდენობა 6.3 მილიონიდან 2,4 მილიონამდე შემცირდა. არმიამ შესანიშნავ პროგრესს 1960-იანი წლების შუა რიცხვებში მიაღწია, როდესაც სახალხო განმათავისუფლებელი არმია გახდა რიგით მეხუთე სამხედრო ძალა, რომელიც ფლობდა ბირთვულ იარაღს. 1970-იან და 80-იან წლებში ბევრი ძალისხმევის მიუხედავად, არმიამ, სხვა კოლეგებთან შედარებით, ოპერატიულად უკან დაიხია, ვინაიდან იმ დროისათვის, ჩინეთისთვის ხალხის კეთილდღეობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება წარმოადგენდა პრიორიტეტს. არსებული სიტუაციის ცვლილება 1990-იან წლებში დაიწყო, როდესაც ჩინეთის ლიდერებმა აღიარეს, რომ მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე სამხედრო წინსვლის მსგავსად, საჭირო იყო სახალხო განმათავისუფლებელი არმიის (PLA)  ფორმირებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, არმია ვერ შეძლებდა ჩინეთისა და მისი ინტერესების დაცვას. თანამედროვე იარაღი, აღჭურვილობა და ახალი მისიები არმიას ძიანგ წენმინისა და ხუ ძინთაოს პრეზიდენტობის პერიოდში გადაეცა.

2012 წლის შემდეგ, რაც პრეზიდენტი სი ძინფინგი გახდა სახალხო განმათავისუფლებელი არმიის (PLA)  მეთაური, ჩინური სამხედროების ისტორიაში ახალი თავი დაიწერა. თანამედროვე და რაციონალური ძალის შექმნისათვის, არმიის შტაბი, მართვის სისტემები და ინდივიდუალური ფილიალები განახლდა.

დღეს, სახალხო განმათავისუფლებელი არმიის (PLA)  შემადგენლობაშია თვითმფრინავის გადამზიდი, საიდუმლო გამანადგურებელი თვითმფრინავი და ძლიერი რაკეტები. არმიის წევრი ჯარისკაცები კი კარგად მომზადებულნი და თავდადებულნი არიან. სახალხო განმათავისუფლებელი არმიის (PLA) კი შეუჩერებლად განაგრძობს წინსვლას.

Army of farmers grows into a formidable modern force

საზღვაო ძალების კორპუსის წევრი ქალი ჯარისკაცები. [ფოტო/ Feng Yongbin / China Daily]

[:]

უახლესი სტატიები

სინგი, კუეიჭოუ: სპორტის მოყვარულთა სამოთხე

10 სექტემბერს გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე, ვანფენგლინის ნახევარმარათონით გაიხსნა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჩინეთის Storyteller Partnerships Tour-ის ჯგუფის წევრები კუეიჭოუდან. მათ...

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები