ნოემბერი16 , 2025
ბიზნესიგლობალურ ინტერნეტ-ბაზარზე ჩინეთი ლიდერობს

[:ka]გლობალურ ინტერნეტ-ბაზარზე ჩინეთი ლიდერობს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]ჩინეთი გლობალურ ინტერნეტ-ინდუსტრიაში მოწინავე ადგილს იკავებს.

13 სექტემბერს, ოთხშაბათს, გამოქვეყნებულ ანგარიშში ბოსტონის კონსალტინგ ჯგუფმა (BCG), Baidu – ს განვითარებადი კვლევის ცენტრმა და Didi Policy Research – მა განაცხადეს, რომ ჩინეთის ინტერნეტ-ეკონომიკა მასშტაბური, უნიკალური, ძლიერი, სწრაფად მზარდი და განვითარებადი სფეროა, რაც ძირითადად, განპირობებულია ინტერნეტის მახასიათებლებით. ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩინეთის ინტერნეტ-მახასიათებლებმა გავლენა იქონია ჩინური კომპანიების საზღვარგარეთ გაფართოებაზე. ჩინეთის ინტერნეტ-გიგანტებმა და ახალბედა ინტერნეტ-კომპანიებმა მეტი გავლენა მოიპოვეს საერთაშორისო ინტერნეტ-ბაზარზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსოფლიოს unicorn-თა 29 პროცენტი ჩინეთშია დაფუძნებული, რაც გლობალური საბაზრო ღირებულების 41% – ს შეადგენს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 30 ივნისს ჩინეთმა მსოფლიოს 10 საუკეთესო კომპანიათა რეიტინგში მე-5 ადგილი დაიკავა და მეტად დაუახლოვდა Google – ს, Amazon – სა და Facebook – ს.

2016 წელს ინტერნეტ-მომხმარებელთა რიცხვის რაოდენობით ჩინეთმა მოწინავე პოზიცია დაიკავა. ინტერნეტ-ინდუსტრიის შემოსავალმა 967 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.  მეორე და მესამე ადგილი ჩინეთის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ დაიკავეს. გარდა ამისა, გასულ წელს ინტერნეტ-ინდუსტრიის მთლიანი შიდა პროდუქტის შემოსავალი 6,9% – ით გაიზარდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით, ჩინეთის ინტერნეტ-ეკონომიკა უფრო მეტად ელექტრონულ კომერციასა და ინტერნეტ-ფინანსებზეა კონცენტრირებული. ისეთ სფეროებს, როგორიცაა  საჯარო, ადგილობრივი სამსახური და ონლაინ-მოგზაურობა ნაკლები ყურადღება ექცევა. კიდევ ერთი განმასხვავებელი არის ის, რომ ჩინეთში ინტერნეტ-მომხმარებელთა საშუალო ასაკი 28 წელია, ამერიკაში კი _ 42 წელი.

 [:]

უახლესი სტატიები

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

   26 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო...

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები