[:ka]დიდი ყურე, როგორც ჩინეთის ამბიციური ეკონომიკური გეგმის ნაწილი[:en]დიდი ყურე, როგ[:zh]დიდი ყურე, როგ[:]

[:ka]

ჩინეთის ამბიციური გეგმის მიხედვით, ე.წ. დიდი ყურეს ტერიტორიის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, თუმცა საბოლოო დასკვნების გამოტანამდე, რეგიონს, რომელიც აერთიანებს კუანგტუნგს, ჰონგ-კონგს, მაკაოს და 9 სხვა მსხვილ ქალაქს, შორი გზა აქვს გასავლელი.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის ზრდას, რაც, ადგილობრივი ეკონომისტების აზრით, მიიღწევა დიდი ყურეს ტერიტორიაზე კიდევ უფრო სწრაფი ტექნოლოგიური განვითარებით, ინოვაციებით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით და, რაც მთავარი, ქალაქებს შორის ფინანსური კავშირების გაძლიერებით.

ჩინეთი ცდილობს ერთგვარი ალტერნატიული სილიკონის ველის შექმნას. დიდი ყურეს ტერიტორია უკვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩინეთის ეკონომიკაში. კერძოდ, იქ 70 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, იწარმოება ქვეყნის ექსპორტის 37% და ჩინეთის მთლიანი ეროვნული პროდუქტის 12 % HSBC-ს მიხედვით. ამასთან, ჩინეთი გეგმავს, სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებასაც, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჯამურ წარმოებას.

რას გულისხმობს გეგმა?

გეგმა გულისხმობს ტექნოლოგიურ განვითარებას, ფინანსურ სისტემებს შორის კავშირების გაძლეირებას და საშუალო ცხოვრების დონის ზრდას. ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი უკვე ჩაშვებულია. ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა გასული წელს ოფიციალურად გახსნა ხიდი, რომელიც ჰონგ-კონგს და მაკაოს აკავშირებს ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ჭუჰაისთან. ამასთან, ეს ხიდი მსოფლიოს ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდია და იგი დიდი ყურეს ტერიტორიის გეგმის ნაწილია.

55 კილომეტრის სიგრძის ხიდი აკავშირებს ჰონგ-კონგს, ჭუჰაის და მაკაოს.

გეგმის მიხედვით, თითოეული მსხვილი ქალაქი უნდა გახდეს სტრატეგიული ჰაბი სხვადასხვა სექტორში. ჰონგ-კონგი გააძლიერებს საკუთარ პოზიციას როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ჰაბი, შენჭენი, რომელიც ჩინური გიგანტი ჰუავეის სამშობლოა, წარმოადგენს ტექნოლოგიურ ჰაბს, მაკაო ფოკუსირებული იქნება ტურიზმსა და ვაჭრობაზე, განსაკუთრებით კი მსოფლიოს პორტუგალიურად მოლაპარაკე ნაწილთან.

“თუ ნახავთ ქალაქებს, რომლებიც ამ გეგმაშია ჩართული, მიხვდებით, რომ ისინი ავსებენ ერთმანეთს”, განაცხადა ალბერთ ჰუ-მ, სინგაპური ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა.

პროფესორი ჰუს თქმით “ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან სწორი ნაბიჯია ქალაქებს შორის როგორც ფინანსური ასევე სატრანსპორტო კავშირების გამყარება. თუ გეგმის მიხედვით დასახული მიზნები მიიღწევა, მგონია, რომ მთელი ამ ტერიტორიის პროდუქტიულობა მეტი იქნება, ვიდრე ცალკეული ქალაქების პროდუქტიულობა ერთად შეკრებილი.”

Economist Intelligence Unit-ის ჩინელი ეკონომისტი იუე სუ-ს განცხადებით, “ცენტრალური მთავრობის მიზანია, გაზარდოს რეგიონის ინოვაციური ტევადობა, განავითაროს თანამედროვე სერვისები და ხელი შეუწყოს ოფშორულ ბიზნესებს.”

პოლიტიკური გამოწვევები

მთლიანი რეგიონი დგას ინტეგრირებული ბაზრისგან მიღებულ კეთილდღეობაზე, რაც გულისხმობს ხალხისა და რესურსების თავისუფალ გადაადგილებას. ჰონგ-კონგისთვის უფრო მეტი ინტეგრაცია გულისხმობს მისი, როგორც გლობალური სავაჭრო და ფინანსური ცენტრის როლის ზრდას. სავარაუდოა, რომ ეს შეამცირებს მოთხოვნას ჰონგ-კონგის სახლების ბაზარზე, ( რაც ჰონგ-კონგისთვის დღეს პრობლემას წარმოადგენს ) რადგან ადგილობრივ მოსახლეობას მეტი სტიმული და ნაკლები დაბრკოლება ექნებათ კონტინენტური ჩინეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად.

ამის მიუხედავად, უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირები შეიძლება დამატებით გამომწვევების მიზეზი გახდეს, რადგან რეგიონში სხვადასხვა ტიპის სასაზღვრო პოლიტიკა, ადგილობრივი სამართლებრივი სისტემები და საჯარო სერვისებია. “საჭირო იქნება უზარმაზარი წითელი ლენტის ჩაჭრა, რაც ეხება ტრანსპორტს, საბაჟოს, იმიგრაციას, რათა გამარტივდეს ხალხის, პროდუქტების და ფულის გადაადგილება ამ ტერიტორიაზე”,- აცხადებს მარტინ შორზემპა, ვაშინგტონში არსებული საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის ინსტიტუტის მკვლევარი.

დამატებითი რეგულაციები იქნება გადასახედი ჰონგ-კონგის შემთხვევაში, რომელიც დროებით სარგებლობს გარკვეული დოზის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავისუფლებით. საინტერესოა, როგორ აისახება ჰონგ-კონგის, როგორც საერთაშორისო ჰაბის, მიმზიდველობაზე ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების გავლენის გაძლიერება.

“ერთი ქვეყანა, ორი სისტემის” მიხედვით ჰონგ-კონგი სარგებლობს კონტინენტური ჩინეთისგან დამოუკიდებელი სამართლებრივი სისტემით

[:]

კომენტარის დატოვება