[:ka]დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა ჩინეთის ვიცე-პრემიერთან[:]

0
5175

[:ka]

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრას გამართავს ჩინეთის ვიცე-პრემიერთან, ვანგ იანგთან. შეხვედრა ჩინეთში, კერძოდ ანხუეის პროვინციაში შედგება- ამის შესახებ ქართულ მედიას ფინანსთა სამინისტრომ აცნობა.

„პირველი ვიცე-პრემიერი, ანხუეის პროვინციის ქალაქ ხპეიში მონაწილეობას მიიღებს „ექსპო ცენტრალური ჩინეთი 2017“-ის ოფიციალურ გახსნაში და მოხსენებას გააკეთებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ანხუეის პროვინციაში ვიზიტისას, პირველი ვიცე-პრემიერი რამდენიმე მსხვილ საწარმოს ეწვევა“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

[:]