[:ka]

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ძი იენჩისთან ორ ქვეყანას შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებზე, აღნიშნული პროექტები გრანტებითა და ტექნიკური დახმარებებით ფინანსდება. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამთავრობო პროგრამაზე – „აწარმოე საქართველოში“. კერძოდ, ჩინური გრანტებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჩინეთის მთავრობის კიდევ ერთ პროგრამაზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში და ითვალისწინებს მზის ენერგიაზე მომუშავე სათბურების მშენებლობას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის ძი იენჩის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა დაეხმარება საქართველოს ბოსტნეულის იმპორტიორი ქვეყნიდან აღნიშნული პროდუქციის ექსპორტიორად გადაიქცეს.

[:]