ნოემბერი30 , 2023
ბიზნესიდიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინური ბანკი 100%-ით კომერციული იქნება

[:ka]დიმიტრი ქუმსიშვილი – ჩინური ბანკი 100%-ით კომერციული იქნება[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]ეროვნულ ბანკთან მიდის ძალიან აქტიური მუშაობა და თანამშრომლობა საქართველოში ჩინური ბანკის შემოსვლასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოში ჩინური ბანკის შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ბანკი 100%-ით კომერციული იქნება.

”ეროვნულ ბანკთან მიდის ძალიან აქტიური მუშაობა და თანამშრომლობა. ჩინეთში ჩვენ მოვაწერეთ დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტს ხელი, რომლის მიხედვითაც კომპანიამ აიღო ის ვალდებულებები, რომელიც უკვე გაჟღერებულია. ეს არის 300 მილიონი დოლარის პირველადი შენატანი საწესდებო კაპიტალში, შემდგომ უკვე ერთ მილიარდამდე გაზრდის შესაძლებლობებს”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ჩინეთის მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საქართველოში აღნიშნული ბანკის დაფუძნებას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ბანკის გაცხადებული კაპიტალი 1 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო შევსებული კაპიტალი – 300 მლნ აშშ დოლარი იქნება. ბანკის დამფუძნებლები არიან ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ი და კომპანია „Eurasian Invest LLC”.[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

პეკინში ქართული კინემატოგრაფიის 115 წლისთავთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება გაიმართა

14 ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და “Truly Sense (Beijing) Media Consulting” Group"-ის მხარდაჭერით, პეკინის "Solana Cinema"-...

წელს აღინიშნება ინიციატივა „სარტყელი და გზა“ 10 წლის იუბილე

წელს 10 წელი უსრულდება ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას „სარტყელი და გზა“ (BRI).პროექტი „სარტყელი და გზა“ არის თანამშრომლობის გზა, რომელიც...

თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 74 წლისთავი აღინიშნა

26 სექტემბერს, თბილისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 74 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებაზე, რომელსაც 600-მდე ადამიანი დაესწრო, სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის სახალხო...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები