[:ka]დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთში ვიზიტისას ახალი ტექნოლოგიების კორპორაცია „ჰუავეის“ სადემონსტრაციო ტექნოლოგიური ცენტრი მოინახულა[:]

0
3193

[:ka]საქართველოს დელეგაციამ პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის, ხელმძღვანელობით პეკინი ახალი ტექნოლოგიების კორპორაცია „ჰუავეის“ სადემონსტრაციო ტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერა. ამის შესახებ ქართულ მედიას ინფორმაცია ფინანსთა სამინისტოროდან აცნობეს.

ამავე ინფორმაციით, ვიცე-პრემიერთან ერთად დელეგაციის წევრები იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური. საქართველოდან ჩასულ სტუმრებს მეგზურობა კომპანია „ჰუავეის“ პრეზიდენტმა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ჯეიმს ჩენმა გაუწია.

საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს ყველა  სიახლე, რომლებიც ჩინური კორპორაციის მხრიდან ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ინერგება.

სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის დათვალიერების შემდეგ გაიმართა შეხვედრა, სადაც „ჰუავეის“ პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოში კორპორაციის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს კომპანია საქართველოში 2001 წლიდან საქმიანობს.[:]