[:ka]
დრაკონის ნავების ფესტივალი, ასევე ცნობილი როგორც ”ტუან’უ ძიე”, ტრადიციული და მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩინეთში. დრაკონის ნავების ფესტივალი წელს 30 მაისს ჩატარდება. ფესტივალის დროს ჩინეთში ოფიციალურად ისვენებენ.
დღესასწაული, რომელიც არსებობის 2,000 წელზე მეტს ითვლის, ჩინური მთვარის კალენდრის მე-5 თვის მე-5 დღეს აღინიშნება და გამოითქმის ასე: 端午节 ტუან’უ ძიე. ამ დღის საპატივსაცემოდ, რეგიონებში ეწყობა სხვადასხვა სახის აქტივობები, რომელთა შორისაა ნაოსონობა, ციუ იუენ-ის საპატივსაცემოდ გამართული აქტივობები და სხვა. ფესტივალის ძირითად კერძს კი, ”წუნგ წ’”(粽子) – ლერწმის ფოთოლში შეხვეული, ორთქლზე მოხარშული წებოვანი ბრინჯია, ლობიოს, ფინიკის ან სხვა შიგთავსით.
დრაკონის ნავის ფესტივალის თარიღი განისაზღვრება მთვარის კალენდრის მიხედვით, ამიტომ თარიღი წლიდან წლამდე იცვლება.
წელი | დღე |
2017 | 30 მაისი |
2018 | 18 ივნისი |
2019 | 7 ივნისი |
2020 | 25 ივნისი |
2021 | 14 ივნისი |
დრაკონის ნავის ფესტივალი არის საყოველთაო ხალხური დღესასწაული, რომელიც სავსეა ტრადიციებითა და ცრურწმენები, რომელიც, შესაძლოა, წარმოიშვა დრაკონის თაყვანისცემიდან, ციუ იუენის მოხსენიებისა და თაყვანისცემის დღიდან. ფესტივალი არსებობის საკმაო დროს ითვლის და ის დიდი ხანია აღიარებულია ტრადიციულ დღესასწაულად ჩინეთში. პირველად ის, როგორც სახალხო დღესასწაული ჩინეთში, აღინიშნა 2008 წელს. ხოლო, 2009 წლის 30 ოქტომბერს, იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა.
დრაკონის ნავების ფესტივალი – ლეგენდიდან სპორტულ ღონისძიებამდე
ნაოსნობა, როგორც უკვე ვთქვით, მომდინარეობს ხალხური ლეგენდიდან. ლეგენდის თანახმად, ქალაქის მცხოვრებლები სხდებოდნენ ნავებში და ეძებდნენ მდინარეში დამხრჩვალი პოეტის, ციუ იუენის (ძვ.წ 343–278) სხეულს. ამიტომაც, ნაოსნობა ამ დღესასწაულის უმთავრესი ღონისძიებაა. საგანგებოდ მზადდება ხის ნავები, რომლებიც მორთული და დახატულია დრაკონის მსგავსად. საერთოდ, მათი სიგრძე 20-35მ-ს შეადგენს და მის შესავსებად 30-60 ადამიანია საჭირო. ნაოსნობის დროს, მენავეები უსვამენ ნიჩბებს ჰარმონიულად და სწრაფად. ეს ხდება დასარტყამ ინსტრუმენტთა აკომპანიმენტის თანხლებით. მიჩნეულია, რომ გამარჯვებულ გუნდს მთელი წლის მანძილზე წარმატება ელის.
ორი ათას წლიანი უწყვეტი განვითარებით, დრაკონის ნავის შეჯიბრი, გახდა სპორტის მნიშვნელოვანი და საკმაოდ კონკურენტუნარიანი სახეობა. ჩინეთში ფესტივალის დროს არაერთ ადგილას ეწყობა შეჯიბრების ეს სახეობა. მათგან ყველაზე პოპულარული კი ოთხია.
- ჰონგ კონგის დრაკონის ნავების ფესტივალი: ვიქტორიას პიკი, კოვლუნი, ჰონგ კონგი
- იუეიანგის საერთაშორისო ნაოსნობის ფესტივალი: მდინარე მილუო, საერთაშორისო დრაკონის ნავის შეჯიბრის ცენტრი, იუეიანგი, ხუნანის პროვინცია
- კუეიჭოუსს დრაკონის ნავების ფესტივალი მიაოს ხალხისათვის: მდინარე ცინგშუეი, სოფელი თაიძიანგი, ციენტუნგნან მიაო და ტუნგი, კუეიჭოუს პროვინცია
- ხანგჭოუს დრაკონის ნავების ფესტივალი: სისის ეროვნული პარკი, თიენმუშანი, ქალაქი ხანგჭოუ, ჭეძიანგის პროვინცია
დიდი ხნის განმავლობაში, ფესტივალის დროს არაერთი ღონისძიება და წესჩვეულება დამკვიდრდა, როგორც ადგილობრივების, ასევე უცხოელი ხალხის გავლენით. ყველაზე ტრადიციულ წესად კი მიიჩნევა: ნაოსნობა, წებოვანი ბრინჯის ”წუნგ წ’ -სს” ჭამა, ღვინის დალევა და პატარა სურნელოვანი ჩანთების ტარება. დღეს, ზოგიერთი მათგანი უბრალოდ გაქრა.
როგორც უკვე ვთქვით, წებოვანი ბრინჯის ”წუნგ წ’ ს” ჭამა, დღესასწაულის მთავარი შემადგენელი ნაწილია. ნაოსნობის მსგავსად, ეს კერძიც ციუ იუენის ხსოვნას უკავშირდება. როგორც ლეგენდა ამბობს, წებოვანი ბრინჯის ბურთულებს ყრიდნენ მდინარეში, რათა თევზებს შეეწყვიტათ პოეტის ჩაძირული სხეულის ჭამა. წებოვანი ბრინჯის ბურთულების არაერთი სახეობა არსებობს, რომელიც მზადდება წებოვანი ბრინჯისა და ხორცისაგან, ბრინჯისა და მარცვლებისაგან ან სხვა ბოსტნეულისაგან, რომელიც გახვეულია ლერწმის ან ბამბუკის ფოთლებში.
დღესასწაულის დადგომამდე, მშობლები როგორც წესი ამზადებენ, პატარა სურნელოვან ჩანთებს თავიანთი შვილებისათვის. ისინი ქსოვენ პატარა ჩანთებს სხვადასხვა ფერის აბრეშუმისგან. ისინი ჩანთებს ავსებენ სუნამოებით ან მცენარეული მედიკამენტებით და შემდეგ, კრავენ აბრეშუმის ძაფებით. ღონისძიების დროს, ბავშვებს ის ან გულზე უკიდიათ, ყელსაბამის მსგავსად ან ამაგრებენ ტანსაცმელზე, როგორც ერთგვარი აქსესუარი. ერთ-ერთი ხალხური ლეგენდის მიხედვით, რომ პატარა სურნელოვანი ჩანთები მათ იცავს ბოროტებისაგან.
[:]