ნოემბერი30 , 2023
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019დრაკონი ჩინურ კულტურაში

დრაკონი ჩინურ კულტურაში

ოთარ ჭიღლაძე

-

- Advertisment -spot_img

დრაკონი აღმოსავლეთ აზიისა და განსაკუთრებით ჩინური კულტურის განუყოფელი ნაწილია. ისინი ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან გამოჩნდნენ ხალხის რწმენა-წარმოდგენებში და დღემდე პოპულარული მისტიური ქმნილების იმიჯს იტოვებენ. ანტიკური დროიდან დღემდე დრაკონი აერთიანებდა საზოგადოების ყველა კლასს, რამეთუ თითოეული მათგანი პოულობდა დრაკონის თვისებებთან კავშირს.

დრაკონის კულტის უძველესი კვალი ჩინეთში ჯერ კიდევ იანგშაოს კულტურის ( ძვ.წ. 5000- 3000 ) სამარხებში ჩანს. მოგვიანებით ეპოქაში ხშირად ვხვდებით დრაკონის მოტივების ნეფრიტის ნაკეთობებს. ხანის დინასტიიდან ( ძვ.წ. 202-ახ.წ. 206 ) დაიწყო დრაკონის შესახებ არსებული მითების სისტემატიზირება და მისი დაკავშირება იმპერატორთან. უკვე თანგის დინასტიიდან ( 618-907 ) დრაკონი გამოისახებოდა იმპერატორის სამოსზე. იუენის დინასტიის დროს ( 1271-1368 ) ხუთ ბრჭყალიანი დრაკონი იმპერატორის პრივილეგია გახდა და ყველა სხვა ვინც მის გამოყენებას გაბედავდა სახელმწიფო ღალატად ეთვლებოდა. განსაკუთრებით გაძლიერდა დრაკონის კულტი ცინგის დინასტიის ( 1644-1911 ) ფარგლებში- დრაკონი სახელმწიფო დროშაზე გამოისახა.

განსხვავებით დასავლური მითოლოგიის ბოროტი და დამანგრეველი დრაკონისაგან, ჩინური დრაკონი გამოირჩევა სიბრძნითა და სიკეთით. იგი განასახიერებს უკვდავ ქმნილებას, რომელიც ინახავს საუკუნეების ცოდნას. ის ასევე არის სიძლიერისა და ძალაუფლების სიმბოლო, თუმცა არასოდეს არ იყენებს თავის შესაძლებლობებს უბრალო სურვილების გამო.  ჩინური და დასავლური დრაკონი ერთმანეთისაგან არამარტო შინაარსით, ასევე გარეგნობითაც განსხვავდებიან. დასავლური მითოლოგიის დრაკონის განუყოფელი ატრიბუტია ცეცხლი და ფრთები. ჩინური დრაკონი ამ ორივე მოტივს მოკლებულია. როგორც წესი, ჩინური დრაკონი წარმოდგენილია, როგორც ამინდის მმართველი და წვიმის მომყვანი არსება. რამდენადაც წვიმა აუცილებელია სოფლის მეურნეობისათვის, დრაკონის კულტი უბრალო ხალხში ძალიან პოპულარული იყო. გარდა ამისა, ჩინურ დრაკონს არც ფრთები გააჩნია. ჩინურ კულტურაში დრაკონის სხეულის ნაწილები დეტალურადაა აღწერილი. ის წარმოდგენილია სხვადასხვა ცხოველის სხეულის ნაწილებით- ირმის რქები, ნიანგის თავი, დემონის თვალები, გველის კისერი, ვეფხვის ტორები, არწივის ბრჭყალები, კუს მუცელი, საქონლის ყურები.

იმდენად დიდია დრაკონის მნიშვნელობა ჩინურ კულტურაში, რომ ჩინელები ხშირად საკუთარ ერს „დრაკონის შთამომავლებად“ მოიხსენიებენ. გარდა კინოფილმებისა და ანიმაციებისა, დრაკონის სახე კიდევ შემორჩა რიგ ტრადიციულ დღესასწაულებში. უპირველეს ყოვლისა ესაა დრაკონის ცეკვა, რომელიც ჩინური ახალი წლის პერიოდში იმართება. ასევე აღსანიშნავია „დრაკონის ნავების ფესტივალი“ ჩინური მთვარის კალენდრის მეხუთე თვის მეხუთე დღეს. დრაკონის არის ჩინური ზოდიაქოს ერთ-ერთი ცხოველი. რამდენადაც დრაკონი ბედნიერების, სიძლიერისა და სიბრძნის სიმბოლოა, მიაჩნიათ, რომ ეს თვისებები მის წელში დაბადებულ ბავშვებზე გადავა. ამიტომაც, ჩინეთში დრაკონის წელში უფრო მეტი ბავშვი იბადება ხოლმე, ვიდრე სხვა წლებში.

უახლესი სტატიები

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

პეკინში ქართული კინემატოგრაფიის 115 წლისთავთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება გაიმართა

14 ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და “Truly Sense (Beijing) Media Consulting” Group"-ის მხარდაჭერით, პეკინის "Solana Cinema"-...

წელს აღინიშნება ინიციატივა „სარტყელი და გზა“ 10 წლის იუბილე

წელს 10 წელი უსრულდება ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას „სარტყელი და გზა“ (BRI).პროექტი „სარტყელი და გზა“ არის თანამშრომლობის გზა, რომელიც...

თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 74 წლისთავი აღინიშნა

26 სექტემბერს, თბილისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 74 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებაზე, რომელსაც 600-მდე ადამიანი დაესწრო, სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის სახალხო...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები