დუჩენის ფესტივალი

ტიბეტური კალენდრის მეცხრე თვეში, 22-ე დღეს, დუჩენის ფესტივალი აღინიშნება. წელს ფესტივალი 15 ნოემბერს ტარდება.

ამ ფესტივალს „ტიბეტურ დედის დღესა“ და „10 მილიონზე გამრავლების დღეს“ უწოდებენ, რადგან მიიჩნევა, რომ ნებისმიერი კარგი ან ცუდი საქმე, რომელიც ფესტივალის ფარგლებში კეთდება 10 მილიონჯერ მრავლდება. ამიტომ მნიშვნელოვანია პოზიტიური აქტივობების დაგეგმვა, რადგან ითვლება, რომ ამ დღეს ჩადენილი სიკეთე აუცილებლად უკანვე დაგიბრუნდება. წესისამებრ, ტიბეტელები ტაძრებში საკმევლის დასაწვავად და სალოცავად მიდიან და რაც შეიძლება მეტ კეთილ საქმეს აკეთებენ.

ისტორია

შაკიამუნი ბუდა, რომელიც ინდოეთში დაახლოებით 2500 წლის წინ ცხოვრობდა, მიხვდა, რომ მისი გარდაცვლილი დედა 33 სამოთხეში იყო ჩარჩენილი. ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანები ღმერთს ნატრულობდნენ. იგი დედის დასახმარებლად წავიდა იქ და სამი თვის განმავლობაში გაანათლებდა ღვთაებებს, ხალხსა და დედას. შემდეგ მისი ახლო სტუდენტის მოწოდებით, ხანგრძლივი დებატების შემდეგ, 41 წლის ბუდა კვლავ დედამიწაზე დაბრუნდა.

ამბობენ, რომ ღმერთებმა შექმნეს ბივრილის, ოქროსა და ვერცხლის კიბე, რომლის საშუალებითაც ბუდა ჩამოვიდა ქალაქ კაშიში (დღევანდელი ვარანასი). ეს მოვლენა ითვლება ბუდას რვა დიდებული საქმიდან ერთ-ერთად, დუჩენის დღესასწაული კი სწორედ აღნიშნულს ეძღვნება.