სექტემბერი19 , 2023
ახალი ამბებიმსოფლიო სუფთა ენერგიის წარმოების ახალი ეპოქის წინაშეა

მსოფლიო სუფთა ენერგიის წარმოების ახალი ეპოქის წინაშეა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, მსოფლიო სუფთა ენერგიის წარმოების ახალ ეტაპზე დგას.

-

- Advertisment -spot_img
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განხცადებით, მსოფლიო ენერგეტიკის წარმოების ახალი ინდუსტრიული ხანის წინაშე დგას, რომლის ღირებულება 2030 წლისთვის სამჯერ გაიზრდება და მილიონობით სამუშაო ადგილს შექმნის.
მასობრივი წარმოების ძირითადი ტექნოლოგიების გლობალური ბაზრის ღირებულება (მათ შორის მზის პანელები, ქარის ტურბინები, ელექტრო მანქანების ბატარეები, სითბოს ტუმბოები და წყალბადის ელექტროლიზატორები) საკმაოდ გაიზრდება და მისი ფასი ათწლეულის ბოლოს დაახლოებით $650 მილიარდი იქნება, ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.
ეს შესაძლო მაჩვენებელი სამჯერ აღემატება ამჟამინდელ დონეს. იგი ეყრდნობა მდგრადი განვითარების მიზნებსა და ქვეყნების ენერგეტიკულ და კლიმატთან დაკავშირებულ დაპირებებს.
2030 წლისთვის სუფთა ენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაო ადგილები გაორმაგდება ექვსი მილიონიდან თითქმის 14 მილიონამდე, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
„ენერგეტიკის ინდუსტრია ახალი – სუფთა ენერგიის საწარმოო ტექნოლოგიების ეპოქის გარიჟრაჟზეა”, – განაცხადა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ.
მაგრამ პარიზში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ რესურსების მოპოვებისა და წარმოების კონცენტრაცია საფრთხეს უქმნის მიწოდების ქსელებს.
მსოფლიოს მზის, ქარის, ბატარეის, ელექტროლიზატორისა და სითბური ტუმბოს ტექნოლოგიის წარმოების 70 პროცენტი სამ ქვეყანაზე მოდის, ხოლო ჩინეთი მათგან ყველაზე დომინანტია.
ასევე სამი ქვეყანა – ავსტრალია, ჩილე და ჩინეთი – ლითიუმის გლობალური წარმოების 90 პროცენტზე მეტს მოიცავს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კი აწარმოებს მსოფლიოში კობალტის 70 პროცენტზე მეტს. ეს ორი ელემენტი ელექტრო მანქანების ბატარეების ძირითადი საწარმოო რესურსია.
მოხსენების მიხედვით, მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული პრობლემები საფრთხეს უქმნის ენერგიის გადასვლას და ამ პროცესს უფრო რთულსა და ძვირს ხდის.
პირველ რიგში, კობალტის, ლითიუმის და ნიკელის ფასების ზრდამ 2022 წელს გამოიწვია ელექტრო ავტომობილების ბატარეების გლობალური ფასის ზრდა თითქმის 10 პროცენტით.
ასევე გაიზარდა ჩინეთის ფარგლებს გარეთ ქარის ტურბინების მშენებლობის ღირებულება, წლების განმავლობაში ფასების კლების მიუხედავად. განცხადების მიხედვით, მსგავსი ტენდენციები გავლენას ახდენს მზის პანელებზეც.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა მოუწოდა ქვეყნებს მომარაგების ჯაჭვების დივერსიფიკაციისკენ. მან ასევე ისაუბრა ევროპის დამოკიდებულებაზე რუსულ გაზზე და განაცხადა, რომ ეს იყო ერთადერთ სავაჭრო წყაროზე ზედმეტი დამოკიდებულებით გამოწვეული შეფერხებების ნათელი მაგალითი.
„როგორც ვნახეთ ევროპის დამოკიდებულებისას რუსულ გაზზე, როდესაც ხართ დამოკიდებული ერთ კომპანიაზე, ერთ ქვეყანაზე ან ერთ სავაჭრო მარშრუტზე – შეფერხებების შემთხვევაში თქვენ რისკავთ მძიმე ფასის გადახდას“, – თქვა ბიროლმა.
ბიროლმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, „რადგან არცერთი ქვეყანა არ არის ენერგეტიკული კუნძული და ენერგეტიკული გადასვლები უფრო ძვირი და ნელი იქნება, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები ერთად არ იმუშავებენ“.

უახლესი სტატიები

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

ოთხშაბათს, 26 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სჩუანის...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები

%d bloggers like this: