სექტემბერი21 , 2023
Projects"სარტყელი და გზა" "ერთი სარტყელი ერთი გზა" ინიციატივის ფარგლებში სი ძინფინგი...

[:ka] “ერთი სარტყელი ერთი გზა” ინიციატივის ფარგლებში სი ძინფინგი ყაზახეთს ეწვევა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი, მისივე ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში, ყაზახეთს ეწვევა. როგორც ცნობილია, ვიზიტი ოთხშაბათს დაიწყება. ანალიტიკოსების თქმით, ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება, რომელიც უფრო მეტ შედეგს გამოიღებს „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ინიციატივის მშენებლობაში.

ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მოწვევით, სი ძინფინგი ყაზახეთს სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ეწვევა. როგორც, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, ლუ ქანგი  განცხადებით გახდა ცნობილი, ჩინეთის პრეზიდენტი ოთხდღიანი ვიზიტის დროს,  ასევე დაესწრება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს 17-ე შეხვედრას და ასტანა ექსპო 2017-ის გახსნის ცერემონიას.

ყაზახეთმა ინიციატივაში ჩართვის სურვილი გამოთქვა 2013 წელს, როდესაც პრეზიდენტმა სიმ, სექტემბერში, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, ნაზარბაევის უნივერსიტეტის გამოსვლაში, აბრეშუმის გზის ეკონომიკური მშენებლობის შესახებ ისაუბრა და მასპინძლებს მასში ჩართვა  შესთავაზა.

გასულ თვეს, ჩინეთისა და ყაზახეთის მეთაურები პეკინში, „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფორუმის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს.

აღნიშნული ვიზიტი, რომელიც ოფიციალურად ოთხშაბათს დაიწყება და ოთხი დღე გასტანს, იქნება სი ძინფინგის რიგით მესამე სახელმწიფო ვიზიტი დასავლეთ მეზობელთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნება. 2014 წელს, ქვეყნებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს აბრეშუმის გზის ეკონომიკური ქამრის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ორი ქვეყნის წარმომადგენელმა არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ინიციატივაში ჩართვაზე.

ყაზახეთის გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ქვეყანას უპირატესობა მიანიჭა და გახადა მნიშვნელოვანი პარტნიორი „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში- განაცხადა, ჩინეთის საკომუნიკაციო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა, ძინ იუნგმა.[:]

უახლესი სტატიები

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

ოთხშაბათს, 26 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სჩუანის...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები