მარტი24 , 2023
Projects"სარტყელი და გზა"„ერთი სარტყელი ერთი გზა“ სავარაუდოდ, სამხრეთ აზიის ტექნიკურ...

[:ka]„ერთი სარტყელი ერთი გზა“ სავარაუდოდ, სამხრეთ აზიის ტექნიკურ სექტორს მისცემს ბიძგს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

Belt and Road expected to propel Southeast Asia tech sector

ლიუ ვეი ხანი Mainspring Technology Ltd- ის აღმასრულებელი დირექტორი

„ერთი სარტყელი ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში, ტექნოლოგიებითა და კაპიტალით, ჩინეთი დაეხმარება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას განავითაროს საკუთარი მობილური ინტერნეტის სექტორი- განაცხადა, ინდონეზიაში ინდური მედიის კომპანია Mainspring Technology Ltd- ის აღმასრულებელი დირექტორი ლიუ ვეიხანი.

“მომავალი ათწლეული იქნება ინტერნეტის ოქროს ეპოქა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისათვის, განსაკუთრებით კი, ინდონეზიისათვის, მალაიზიისათვის, ვიეტნამისთვის და ფილიპინებისათვის”

მისივე განმარტებით, მობილური ინტერნეტის გავრცელება და მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გაზრდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, ჩინეთის მსგავსად დაინახავს ინტერნეტ-სერვისების გავრცელებას, რომლიც ხელს უწყობს სამომხმარებლო მრეწველობას, როგორც ფინანსურ  ასევე, სავაჭრო, საავტომობილო აგრეთვე,  მედიასა და გართობას.

ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვმა 2017 წელს, ინდონეზიაში 100 მილიონს გადააჭარბა. ეს რიცხვი მომავალ 5-10 წლის განმავლობაში კი სავარაუდოდ ორჯერ მოიმატებს.

„ერთი სარტყელი ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში ჩვენი პირდაპირი ბენეფიციარი ტექნოლოგიები, კაპიტალი და გამოცდილებაა ჩინეთიდან“- ლიუმ განაცხადა chinadaily-სთან საუბრისას.

აქედან გამომდინარე, ინიციატივა ხელს შეუწყობს ინტერნეტ სექტორის გაზრდას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში- განაცხადა მან.

ინიციატივა დაეხმარება იმათ ვინც ამას საჭიროებს, კონკრეტულად რა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ფონდებს, როგორიცაა აბრეშუმის გზის ფონდი, არამედ უფრო სწრაფად მზარდ სამხრეთ აზიისა და  აზიის ინვესტორებს და გლობალურ ინვესტორებს. ბევრი სამხრეთ აზიური ქვეყანა მუდმივად ცდილობს წვდომას  ძირითად ინტერნეტ ინფრასტრუქტურასთან, რადგან პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დიდი არქიპელაგის ქვეყნებში, ფართოდ გავრცელებული დასახლებებით, რომლებთანაც წვდომა ხმელეთით არ გვაქვს. ინიციატივა ხელს შეუწყობს ისეთი ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ინტერნეტის ხელმისაწვდომობას მცირე ქალაქებსა და სოფლებში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს, განაცხადა მან.

“ერთი სარტყელი ერთი გზა“ ინიციატივა მიზნად ისახავს 5000 უცხოელი მეცნიერისა და მენეჯერის მომზადებას, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების, გამოცდილებისა და ნიჭის დამუშავების პროცესს“-განაცხადა ლიუ ვეიხანმა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები