მარტი18 , 2023
Projects"სარტყელი და გზა"ესტონეთი, ლიტვა და სლოვენია - "სარტყელი და გზის"...

[:ka]ესტონეთი, ლიტვა და სლოვენია – “სარტყელი და გზის” ინიციატივის ახალი წევრი ქვეყნები[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბოლო 3 ქვეყანასთან: ესტონეთთან, ლიტვასთან და სლოვენიასთან “სარტყელისა და გზის” ინიციატივის მხარდასაჭერად ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნულ ქვეყნებთან დადებული ხელშეკრულება გულისხმობს, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უკვე 16 ქვეყანა იქნება ჩართული “სარტყელი და გზის” ინიციატივაში.

ჩინეთსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის 3 ქვეყანასთან მემორანდუმის გაფორმებას 10-ზე მეტი თანხმობა უძღოდა წინ. შეთანხმებას ხელი 27 ნოემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მოეწერა. შეთანხმების ხელმომწერნი იყვნენ ჩინეთის პრემიერი ლი ქეციანგი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობის სხვა ლიდერები. დოკუმენტი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა კავშირები, წარმოება, ინფრასტრუქტურა და ფინანსები.

აღნიშნულ შეხვედრაზე ჩინეთის პრემიერმა ქვეყნების ორმხრივი ვაჭრობის, კავშირების გაღრმავების, ინოვაციური და ფინანსური თანამშრომლობისა და ხალხთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობისაკენ მოუწოდა. ლიმ ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებმა ძირითადი პროექტების დაკავშირების პროცესი დააჩქაროს, ხელი შეუწყოს კავშირების გაღრმავებას როგორც ხმელეთზე, ასევე წყალსა და ჰაერში. “ჩინეთის სურვილია შეიქმნას მეტი სარკინიგზი და საჰაერო გზები ჩინეთისა და ევროპის დასაკავშირებლად”- განაცხადა პრემიერმა.

საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით, ჩინეთსა და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობა გასულ წელს 58.6 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც გულისხმობს წელიწადში 4.3%-ით მატებას.

გასული წლის ნოემბერში, ჩინეთსა და აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ლიდერთა რიგით მე-5 შეხვედრაზე, ლატვიამ ხელი მოაწერა ინიციატივაში ჩართვის მემორანდუმს. ხოლო, 2015 წლის ივნისში, უნგრეთი იყო ევროპიდან პირველი ქვეყანა, ვინც თანხმობა განაცხადა “სარტყელი და გზის” ინიციატივაში ჩართვაზე.

2013 წელს პრეზიდენტი სი ძინფინგის მიერ ინიცირებული ინიციატივა ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელსა და 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის მონაკვეთს მოიცავს. მისი მიზანია უძველესი აბრეშუმის გზის მარშრუტების გასწვრივ სავაჭრო და ინფრასტრუქტურის დიდი ქსელის შექმნა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ – ჩინეთი მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე

უკვე წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის კრიზისმა არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოახდინა გავლენა, არამედ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები