ვანგ ი დიპლომატიური ვიზიტით ევროპაში იმყოფება

ჩინელი დიპლომატი ვანგ ი 14-22 თებერვალს ეწვევა საფრანგეთს, იტალიას, უნგრეთსა და რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციას დაესწრება.

0
66
საფრანგეთის, იტალიის, უნგრეთის და რუსეთის მთავრობების მოწვევით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს წევრი და საგარეო ურთიერთობათა ცენტრალური კომისიის ოფისის თავმჯდომარე, ვანგ ი, ზემოხსენებულ ქვეყნებს 14-დან 22 თებერვლამდე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ვანგ ი ასევე დაესწრება მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციას და სიტყვით გამოვა ჩინეთის სესიაზე, რათა გადმოსცეს საერთო, ყოვლისმომცველი, თანამშრომლობითი და მდგრადი უსაფრთხოების ხედვა, რომელსაც მხარს უჭერს პრეზიდენტი სი ძინფინგი. იგი გააჟღერებს ჩინეთის პოზიციას მთავარ გლობალურ საკითხებზე.