[:ka]

ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ველოსიპედების გაზიარებას, ქალაქის მცხოვრებლებს სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს ხანმოკლე მოგზაურობისათვის, ქალაქებს შორის.  პროექტის მიზანია მეტად ჯანსაღი  ურბანული განვითარება.

როგორც იუწყება, პეკინის  Mobike Technology Co Ltd და Tsinghua Tongheng-ის ურბანული დაგეგმვარებისა და დიზაინის ინსტიტუტი, საზიარო ველოსიპედების პროგრამა გაზრდის ხალხის სიყვარულს ველოსიპედებისადმი, რაც მომავალში ჩაანაცვლებს ავტომანქანებს ხანმოკლე მოგზაურობისას.

კვლევის შედეგებმა, რომელიც ჩატარდა 36 ქალაქში და გამოიკითხა 100,000-ზე მეტი მოსახლე, აჩვენა, რომ 55%-ით შემცირდა მანქანით ახლო მანძილზე მოგზაურობის მაჩვენებელი, ხოლო ულიცენზიო მოტოციკლეტებით გადაადგილების რიცხვმა 53%-ით მოიკლო. ტექნოლოგიათა ინოვაციური ცენტრის, Tsinghua Tongheng-ის მთავარი ინჟინრის მოადგილემ, ვანგ ფენგმა განაცხადა, რომ საზიარო ველოსიპედების „დებიუტამდე“ ხალხის საკმაო ნაწილი იყენებდა ველოსიპედებს გადასაადგილებლად. ახალი პროგრამის მეშვეობით კი, მათი რიცხვი საგრძნობლად მოიმატებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ  საზიარო ველოსიპედები და საერთოდ ველოსიპედებით გადაადგილება არა მხოლოდ ახალგაზრდებშია პოპულარული, არამედ მამაკაცებშიც 60 წელს ზემოთ. მოხალისეები არა მხოლოდ პატარა მანძილებს ლაშქრავენ, არამედ შორ დისტანციაზეც გადაადგილდებიან გარემოსთვის უსაფრთხო და ჯანსაღი სატრანსპორტო სახეობით.

შანხაი არის დღეისათვის მოწინავე ქალაქი ჩინეთში, სადაც მოსახლეობათა ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყენებს ველოსიპედს სამსახურში წასასვლელად.

ექსპერტთა თქმით, საზიარო ველოსიპედები საერთო ურბანული გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. „ამით ქალაქში შემცირდება დაუსრულებელი საცობები, ჰაერი გახდება მეტად სუფთა და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ურბანული სივრცის ეფექტურ გამოყენებას“ – განაცხადა, ვანგმა.

[:]