მარტი12 , 2026
"ჩინეთის ექსპერტი 2017"ზოგადი ცნობები ჩინეთის გეოგრაფიაზე

[:ka]ზოგადი ცნობები ჩინეთის გეოგრაფიაზე [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აზიის ქვეყნებს შორის უდიდესია. მოსახლეობის რაოდენობით (1.3 მილიარდზე მეტი) მსოფლიოში პირველია, ხოლო ფართობის სიდიდით მეოთხე ადგილზეა. იგი გადაჭიმულია დაახლოებით 5250 კმ-ზე აღმოსავლეთიდან დასავლეთით და 5500 კმ-ზე ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ჩინეთის იურისდიქცია ვრცელდება 22 პროვინციაზე, 5 ავტონომიურ რეგიონზე, 4 მუნიციპალიტეტზე (პეკინი, თიენძინი, შანხაი და ჩუნცინი) და 2 სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონზე (ჰონგ-კონგი და მაკაო).

პეკინი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქი, წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ,  ეკონომიკურ და საკომუნიკაციო ცენტრს. შანხაი ჩინეთის მთავარი ინდუსტრიული ქალაქია. ჰონგ-კონგი კი – წამყვანი კომერციული ცენტრი და პორტი. ქვეყანას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მონღოლეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა, აღმოსავლეთით აკრავს ყვითელი და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვები, სამხრეთ-აღმოსავლეთით – სამხრეთ ჩინეთის ზღვა, სამხრეთით ესაზღვრება ვიეტნამი, ლაოსი, მიანმარი, ინდოეთი, ბჰუტანი და ნეპალი, დასავლეთით კი –  პაკისტანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ავღანეთი. 14 პირდაპირ მოსაზღვრე ქვეყნის გარდა, ჩინეთს ყვითელი ზღვა აშორებს სამხრეთ კორეისა და იაპონიისგან, სამხრეთ ჩინეთის ზღვა კი – ფილიპინებისგან.

ჩინეთის უზარმაზარი ტერიტორია ბუნების მრავალფეროვნებით ხასიათდება, რაც უპირველესად განპირობებულია რელიეფისა და გეოლოგიური აგებულების თავისებურებებით. რელეიფში ჭარბობს მთები, პლატოები და მაღლობები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ტიბეტის მთიანეთი, რომელიც უმაღლესია მსოფლიოში. დაბლობებს უკავია ტერიტორიის მხოლოდ 12%. ისინი ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთშია წარმოდგენილი. ცნობილია ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ვაკე და ჩინეთის დიდი ვაკე, რომლებიც სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანეს რაიონებს წარმოადგენენ. აღნიშული რელიეფიდან გამომდინარე, მთავარი მდინარეების დინებაც აღმოსავლეთისკენაა მიმართული. ზედაპირი შეიძლება დავყოთ სამ დონედ. პირველი დონე წარმოდგენილია ტიბეტის მთიანეთით, რომელიც მდებარეობს როგორც ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში, ასევე ცინგხაის პროვინციაში და მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთიანეთია (ზღვის დონიდან 4000 მ-ზე მეტი). მეორე დონე მდებარეობს ქუნლუნის და ცილიენის მთების ჩრდილოეთით, სადაც მთათა სიმაღლე მკვეთრად იკლებს და მერყეობს 900-დან 1800 მეტრამდე. მესამე დონე კი გადაჭიმულია ტალოუს და თაიხანგის მთათა სისტემების აღმოსავლეთიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვამდე, სადაც გვხვდება 450 მ-ზე დაბალი მთები და ვაკე ადგილები.

[:]

უახლესი სტატიები

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

   26 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო...

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები