მარტი18 , 2023
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთ-საქართველოს შორის

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთ-საქართველოს შორის

თეონა გელაშვილი

-

- Advertisment -spot_img

2017 წლის 13 მაისს, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ჩინეთის კომერციის მინისტრებმა. 
შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, მეწარმეობის განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით, რაც თავისთავად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესა და უმუშევრობის შემცირების მაჩვენებელზე. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას  მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარს გაუხსნის, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ხელშეკრულების მიხედვით საქართველო ტარიფებს გააუქმებს ჩინეთის საექსპორტო კატეგორიის 95.6%-ზე, ხოლო ჩინეთში საქართველოს საექსპორტო კატეგორიის 91% გათავისუფლდება გადასახადისგან. ამასთანავე, საქართველოს საექსპორტო კატეგორიის დამატებით 3%გათავისუფლდება ტარიფებისგან, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან დაახლოებით ხუთი წლი განმავლობაში.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტია ვაჭრობაზე ბარიერების მოსახსნელად, პროდუქციისა და სერვისებზე თავისუფალი წვდომისა და ეკონომიკური სტრუქტურების ოპტიმიზაციისათვის და სრულად შეესაბამება ეკონომიკური გლობალიზაციის განვითარების დღევანდელ შეუქცევად ტენდენციას. ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარების საჭიროებიდან გამომდინარე, ჩინეთმა და საქართველომ 2015 წლის დეკემბერში დაიწყეს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ერთობლივი მუშაობის შედეგად, სულ რაღაც ორწლიან პერიოდში დასრულდა მოლაპარაკებებთან, ხელმოწერასა და ძალაში შესვლასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ევრაზიის რეგიონში პირველად სწორედ საქართველოსთან გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ამასთანავე, 2013 წელს პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელთანაც ჩინეთმა მსგავს შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამიტომ ეს შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ჩინეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის, ასევე „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მონაწილე ქვეყნებს შორის კავშირების გასამყარებლად.

უახლესი სტატიები

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ – ჩინეთი მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე

უკვე წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის კრიზისმა არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოახდინა გავლენა, არამედ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები