მარტი22 , 2023
კულტურათავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტმა კონკურსების მონაწილეები დააჯილდოვა

[:ka]თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტმა კონკურსების მონაწილეები დააჯილდოვა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

21 აპრილს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის კონკურსების “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?” და “ჩემი თვალით დანახული ჩინეთის” დაჯილდოების ცერემონია. კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ძი იენჩი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი ბატონი ვატო ლეჟავა, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორები ქართული და ჩინური მხრიდან, სკოლების დირექტორები და წარმომადგენლები, მონაწილე მოსწავლეები და სტუდენტები.

.

დაჯილდოების ცერემონიამდე ჩინეთის ელჩმა და რექტორმა სიტყვით მიმართეს აუდიტორიას. ჩინეთის ელჩმა, ბატონმა ძი იენჩიმ  თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტს დაარსების 8 წლისთავი მიულოცა და მადლობა გადაუხადა  კონკურსების ორგანიზებისათვის, ჩინური ენისა და კულტურის სწავლების მხრივ აქტიური მუშაობისათვის. ასევე აღნიშნა, რომ თავისუფალი უნივერსიტეტი ჩინური ენის ცოდნის მხრივ მაღალი დონით გამოირჩევა. ელჩმა მადლობა გადაუხადა სკოლის მოსწავლეებსა და სკოლების წარმომადგენლებს მონაწილეობისათვის და ჩინეთით დაინტერესებისათვის. მან აღნიშნა, რომ“ერთი სარტყელი, ერთი გზის” ინიციატივის განხორციელებისათვის საქართველოსა და ჩინეთს აუცილებლად სჭირდება ბევრი ჩინური ენის მცოდნე ადამიანი.

ბატონმა ვატო ლეჟავამ მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერისათვის  და კონფუცის ინსტიტუტს მიულოცა დაარსებიდან 8 წლის შესრულება. ასევე მადლობა გადაუხადა კონფუცის ინსტიტუტს გაწეული შრომისა და მონდომებისათვის.

სასკოლო კონკურსი “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?” წელს მეხუთედ ჩატარდა. მისი მიზანი იყო, მოსწავლეებს ჩინეთის შესახებ ცოდნა გამოევლინათ. რიგით მესამე ესეების კონკურსში “ჩემი თვალით დანახული ჩინეთი”  სტუდენტებსა და მოსწავლეებს ქართულ ენაზე უნდა გაეზიარებინათ საკუთარი დამოკიდებულება შორეული და საინტერესო ქვეყნისადმი. წარმატებული მონაწილეები და სკოლები დაჯილდოვდნენ საჩუქრებით, სერტიფიკატებითა და მადლობის სიგელებით.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ – ჩინეთი მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე

უკვე წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის კრიზისმა არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოახდინა გავლენა, არამედ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები