აპრილი13 , 2024
ბიზნესითანამედროვე ჩინეთის 4 საუკეთესო გამოგონება

[:ka]თანამედროვე ჩინეთის 4 საუკეთესო გამოგონება[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ბოლო წლებში ჩინეთში წარმატებული ტექნოლოგიური ინოვაციების რიცხვი გაიზარდა. მათ შორის 4 საუკეთესო და საოცარი გამოგონებაა, რომლებმაც საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრება უფრო გაამარტივა.

თანამედროვე ჩინეთის 4 საუკეთესო გამოგონება შემდეგია:

  1. საზიარო ველოსიპედები

10 მილიონ ველოსიპედს ჩინეთში არსებული 30 საზიარო ველოსიპედის კომპანია კურირებს.

ტრადიციულ საზიარო ველოსიპედებთან შედარბით, რომლის ფესვებიც დასავლური ქვეყნებიდან მოდის, ჩინურმა ინოვაციამ, აღნიშნული მეთოდი უფრო გაამარტივა, რაც ველოსიპედის ქუჩის ნებისმიერ ადგილას დაყენებას გულისხმობს.

სმარტფონის აპლიკაციებით, ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი გლობალური სისტემით (GPS), მობილურით გადახდების და სხვადასხვა ონლაინ ტექნოლოგიური მომსახურებების გმოყენების კომბინირება, მოხერხებული და ხელმისაწვდომი ტრანსპორტის ალტერნატივას გვთავაზობს.

ველოსიპედის წასაყვანად (მოსახსნელად), აუცილებელია შესაბამისი QR ( სწრაფი რეაქციის) კოდის სკანირება, სმარტფონის აპლიკაციის დახმარებით. სეირნობის დასრულების შემდეგ, ველოსიპედი ავტომატურად ჩაიკეტება და თქვენი სეირნობის საფასურს გადაიხდით მობილური გადახდის სერვისით, რომელიც დაკავშირებულია ველოსიპედის აპლიკაციასთან, როგორიცაა “AliPay” -სა და “WeChat” – ის ონლაინ გადახდების პლატფორმა.

ჩინეთში ორი უძლიერესი საზიარო ველოსიპედების კომპანიაა: “Mobike” და “Ofo”, მსოფლიოში გაფართოებისკენ მიისწრაფვიან. მათი ფილიალები ევროპის არაერთ ქვეყანაშია გახსნილი, სინგაპურში კი ორივე კომპანიას უკვე აქვს ფილიალი.

2. სწრაფმავალი მატარებელი

მონღოლეთის ავტონომიური რეგიონი. [ფოტო:WU YUNSHENG/Chinadaily]

დაბალი საფასური და სწრაფი გადაადგილება, ჩინეთმა მსოფლიოს ყველაზე გრძელი სწრაფმავალი მატარებელის ქსელი შექმნა.

სახელწოდებით HSR – ის  სიჩქარე 250-350 კილომეტრია საათში.

2016 წლის დასასრულს, ჩინეთს 124,000 კილომეტრი, რკინიგზის ქსელი ჰქონდა, ამავე წლისთვის ქსელი 2,595 სწაფმავალ მატარებელს კურირებდა, რომელიც მსოფლიოს სწაფმავალი მატარებლების 60% – ს  შეადგენს.

HSR სერვისის დებიუტი 2008 წელს შედგა ჩინეთში, სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ჩინეთის რკინიგზის კორპორაციამ გამოაქვეყნა, წლიური მგზავრობის რიცხვი საშუალოდ 30% – ით გაიზარდა.  2016 წლის დასასულს, 5 მილიარდით მეტი მგზავრობა დაფიქსირდა,  ბოლო 8 წლის განმავლობაში.

ახლა, ჩინეთი მუშაობს ახალი თაობის სწრაფმავალ მატარებელზე, რომლის სიჩქარეც სავარაუდოდ 400 კილომეტრი საათში იქნება. 2014 წელს HSR მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც გაეცნო, ჩინეთმა პირველი, უცხოური, სწრაფმავალი მატარებლის კონსტრუქცია დაასრულა და თურქეთში განათავსა. 2015 წლის ივნისს, ჩინეთმა რუსეთთან დადო ხელშეკრულება, რომელიც 770 კილომეტრიან გზას გულისხმობდა, მოსკოვსა და კაზანს შორის.

2015 წლის ოქტომბერში, ჩინეთმა და ინდონეზიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, ჯაკარტასა და ბანდგუნს შორის სწრაფმავალი მატარებლის შექმნაზე. ახლა  ჩინეთ-ტაილანდის რკინიგზა მშენებლობას ექვემდებარება.

3.AliPay

Alipay – სა და WeChat – ის გადახდის სისტემები, უნაღდო ანგარიშსწორების საზოგადოებას ჩამოაყალიბებს ჩინეთში,
სკანირება შეძენისთვის [ფოტო: FENG YONGBIN/ Chinadaily]

ალიფეი (AliPay) იგივე ჭ’ფვუპაო- ჩინეთის წამყვანი ონლაინ გადახდების სერვისი 2004 წელს “Alibaba” ჯგუფის მიერ დაარსდა. “Alipay” – ს მოხმარება ელექტრონულად არის შესაძლებელი, მისი აპლიკაცია მობილურებშიც იწერება, დღეს ალიფეი მსოფლიოში მესამე, ონლაინ გადახდების კომპანიაა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები ელექტრონულად ყიდულობენ სხვადასხვა სასურველ ნივთს. ამისთვის აპლიკაცია, სკანირების კოდი ან პაროლია საჭირო. Alipay შეიძლება გამოიყენოთ თანხის ერთი Alipay – ს ანგარიშიდან მეორეზე გადატანის დროს  ან ბანკის ანგარიშზე შეტანისას. ეს მოწყობილობა ჩინეთს შესაძლებლობა აძლევს, გახდეს უნაღდო ანგარიშსწორების საზოგადოება.

ასევე მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ საოჯახო ან პირადი გადასახადები Alipay – ს საშუალებით, როგორიცაა წყლისა და დენის ხარჯები და ა.შ

ეს სისტემა მომხმარებლებს, ონლაინ გაყიდვების ვებ-გვერდებიდან შეძენისას ეხმარება.

Alipay –  2013 წელს PayPal – ს აჯობა, როგორც მსოფლიოს უდიდესმა სატელეფონო გადახდების ფლატფორმამ, ბევრი მომხმარებლის წყალობით, ამ სისტემამ ჩინეთში უპირატესობა მოიპოვა.

2017 წლის პირველ ნახევარში, ჩინეთის ბაზრისა და საკონსულტაციო კომპანიის iResearch კვლევების მიხედვით, ონლაინ გადახდების ბაზარმა Alipay 54% – ს მიაღწია.

4.ელექტრონული კომერცია E-commerce

JD.com – ის თანამშრომელი.
ცენტრი ლანგფვანგში. ხეპეის პროვინცია. 2015 წლის 10 ნოემბერი [ფოტო:Agencies]

731 მილიონი ინტერნეტ მომხმარებლისგან, ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ელექტრონული კომერციის ბაზარი აქვს. 2016 წელს, ონლაინ გადახდები  26.2% –  ით გაიზარდა  და ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით 5.16  ტრილიონი იუენი ($767 მილიარდი) შეადგინა.

გასულ წელს, ჩინელების მიერ ონლაინ შეძენილი საკვების რაოდენობა 28.5 % – ით გაიზარდა, ტანისამოსის გაყიდვები – 18.1% – ით, ელექტრონული საქონელი კი 12 %- ით.

ელექტრონული კომერციის ანგარიში ქვეყნის გაყიდვების 15.5% მოიცავს. დაბალი ხარჯებისა და ნაკლები ლიცენზირებული საჭიროებების მეშვეობით, ინდივიდუალური მოვაჭრეებისთვის, ონლაინ მაღაზიის გახნა უფრო დაბალ ხარჯებთან არის დაკავშიებული ვიდრე ფიზიკურის.

2016 წელს ელექტრონულმა კომერციამ 20 მილიონ სამუშაო ადგილზე მეტი შექმნა სასოფლო-სამეურნეო სოფლებში. 8.1 მილიონი ონლაინ ბიზნესის მფლობელით, რომლის გაყიდვებმაც 894 მილიარდი იუენი ($131 მილიარდი)  შეადგინდა.

ელქტრონული კომერციის ბაზრის, წამყვანი კომპანიები არიან “JD.com” “Alibaba” ჯგუფის “Tmall” და “Taobao”.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები