მარტი23 , 2023
ბიზნესითბილისი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს

[:ka]თბილისი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT) ორგანიზებით საქართველოში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ჩატარდება.

1980 წელს, კანსუს პროვინციაში მრეწველობისა და ვაჭრობის სრულუფლებიანი წარმომადგენლების ინიციატივით შეიქმნა ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო, კანსუს პროვინციული კომიტეტი (CCPIT Gansu).  ამჟამად, კომიტეტს აქვს 15 ადგილობრივი ფილიალი 14 ქალაქსა და ავტონომიურ პრეფექტურაში, ასევე საერთაშორისო სამრეწველო პალატის 3 იურიდიული ფირმა. იგი შედგება 5 სექტორისაგან, რომელიც ეხება ზოგად საქმიან ურთიერთობებს, კერძოდ, საერთაშორისო ურთიერთობებს, ეკონომიკურსა და იურიდიულ საკითხებს.

კანსუს პროვინციული კომიტეტის მიერ შემოთავაზებული სერვისები მჭიდროდ თანამშრომლობს  პროვინციულ ეკონომიკურ სტრატეგიაზე ორიენტირებულ ფილიალებთან, რათა უზრუნველყოს საწარმოები და ორგანიზაციები, როგორც ჩინეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.  CCPIT Gansu-ის მიერ შემოთავაზებული სერვისები ასევე იწვევს და მასპინძლობს დელეგატებს საზღვარგარეთიდან.

გვსურს შეგატყობინოთ, რომ 21 აგვისტოს შეგიძლიათ მობრძანდეთ “თბილისი მარიოტ“-ში (Tbilisi Marriott) და დაესწროთ ჩინეთის კანსუს პროვინციის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ფორუმს, რომლის მთავარი მიზანია ქართულ-ჩინური კომპანიების დაკავშირება, თამანშრომლობა, ინვესტირება და ვაჭრობის ხელშეწყობა. მსგავსი ფორუმი დიდი ხანია იმართება გერმანიაში, უნგრეთში, ირანსა და ყაზახეთში. ამჯერად კი ფორუმი სტარტს იღებს საქართველოშიც.

ფორუმს დაესწრება 28 ჩინური კომპანიის 80-მდე წარმომადგენელი და ასევე კანსუს პროვინციის სავაჭრო პალატის დირექტორი და მისი წევრები. აღნიშნულ ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იქნებიან კომპანიები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტექსტილის, მშენებლობის, საინვესტიციო, სავაჭრო და სხვა დარგებიდან.

თარიღი: 21 აგვისტო, 2017 წელი

ადგილი: თბილისი მარიოტი (Tbilisi Marriott), შოთა რუსთაველის გამზირი  #13.

დრო: 08:30 – 10:00

სამუშაო ენები: ქართული და ჩინური

დასწრება თავისუფალია.[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ – ჩინეთი მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე

უკვე წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის კრიზისმა არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოახდინა გავლენა, არამედ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები