თიეჩუანგხუა[1]

ჩუანგხუა (窗花), იგივე ფანჯრის დეკორაციები, გამოჭრილი ფურცლებია, რომლებსაც ფანჯრებზე აკრავენ. ისინი წარმოადგენენ ხანის ხალხის[2] ტრადიციული ხალხური ხელოვნების ნიმუშს. დეკორაციებს დიდი ისტორია და უნიკალური სტილი აქვს, ისინი უყვართ, როგორც ჩინეთში ასევე საზღვარგარეთაც. წარსულში, როგორც სამხრეთში, ასევე ჩრდილოეთში, ფანჯრის დეკორაციებს აკრავდნენ გაზაფხულის ფესტივლის პერიოდში, დღესდღეობით კი აღმოსავლეთში მათ აკრავენ მხოლოდ ქორწილის დროს და არა გაზაფხულის ფესტივლის პერიოდში. ჩრდილოეთში ფანჯრის დეკორაციები კვლავ დიდი პოპულარულობით სარგებლობს და ის გამოჭრილი ფურცლების ერთ-ერთი სახეობაა. არსებობს სხვადასხვა სტილისა და მრავალფეროვანი თემატიკის დეკორაცია, პოპულარული თემატიკაა ჩინური ზოდიაქოს ცხოველები.  სიმბოლოები შეიძლება ასახავდნენ გარკვეულ სცენას ან პერსონაჟს, ზოგი კი მითებსა და ლეგენდებს გამოხატავს. მათი ფანჯრებზე გაკვრის მთავარი მიზანი კი არის ის, რომ მომდევნი წელი იყოს ბედნიერების მომტანი. საინტერესოა ასევე ისიც, რომ მათ დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება წითელი ფერი, რადგანაც ის გამოხატავს იღბალსა და კეთილდღეობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფურცლის გამოგონებამდე ჩინელი ხალხი ფოთლების, ტყავისა და აბრეშუმის გამოყენებით ჭრიდა სხვადასხვა ფიგურას. ისინი ძველ პერიოდში პოპულარული იყო მხოლოდ სოფლებში და მათ ძირითადად ფერმერების ცოლები აკეთებდნენ. XVII საუკუნიდან კი იწყება უკვე მათი ფართოდ გავრცელება, უბრალო ხალხის გარდა, ასევე გამოიყენებდნენ სამეფო ოჯახშიც და ჩამოყალიბდა, როგორც ნაციონალური ხელოვნება.

ფანჯრის დეკორაციები ქმნიან სადღესასწაულო ატმოსფეროს და ასევე გამოხატავენ კეთილ სურვილებს.

 

 

[1] 贴窗花 – ფანჯრის დეკორაცია, რომელსაც აკრავენ ახალი წლის პერიოდში

[2] 汉族 -აღმოსავლეთ აზიის ეთნიკური ჯგუფი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი.