[:ka]

ჩინეთი – ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა მსოფლიოში. თუმცა, წინასწარ ინფორმირება აუცილებელია, იმისთვის რომ თქვენი მოგზაურობა დაუვიწყარი იყოს.

ის, რაც უნდა იცოდეთ ჩინეთში გამგზავრებამდე:

  1. ნაღდი ფულით გადახდა პრივილეგირებულია

Image result for YUAN

უფრო მეტ სასტუმროსა და კაფე-რესტორნებს იღებენ ვიზა და მასტერკარდის ბარათებს, უფრო ფართოდ კი უნიონფეის იყენებენ, მაგრამ ქვეყნის უფრო დიდ ნაწილში, გადახდა მაინც ნაღდი ანგარიშსწორებით მოგიწევთ.

2. ჩინეთი მხოლოდ საკუთარ ვალუტას ცნობს

Image result for YUAN logo

ჩინეთში ოფიციალური ვალუტა-იუანია”Yuan”, ცნობილი როგორც RMB.”Ren-min-bi” “ჟენ-მინ-პი”

ჩინეთში მხოლოდ მათი ფულით შეგიძლიათ გადახდა, ისინი არც ამერიკულ და არც ჰონგ-კონგის დოლარს არ იღებენ.

3. ჩინეთის ვიზა

Image result for chinese visa

აუცილებელია ვიზის აღება ჩინეთში გამგზავრებამდე, ამისთვის საჭიროა მეგობრის ან ნათესავის მოწვევა ან დეტალური აღწერა ჩინეთში გამგზავრების მიზეზის, რომელიც ფრენების განრიგს (უკან დაბრუნებას) და სასტუმროს ჯავშნის საბუთებს მოიცავს.

4. სასტუმროს დაჯავშნა

ჩინური ვებგვერდი www.ctrip.comგთავაზობთ სასტუმროს დაჯავშნის შესაძლებლობას წინასწარი გადახდის გარეშე, რომლის გაუქმებაც ჯარიმების გარეშეა შესაძლებელი, ეს შემოთავაზება ძალიან კარგია ვიზისთვის, ვიზის დამტკიცების შემთხვევაში თქვენ თავისუფლად შეძლებთ სხვა სასტუმროს შერჩევას.

ასევე www.booking.com – ვებ-გვერდი,რომელიც უმეტეს შემთხვევაში უფასო გაუქმებას გთავაზობთ.

თუმცა უმჯობესია თუ ლოკალურ ვებ-გვერდებს გამოიყენებთ, რადგან ხშირ შემთხვევაში მათი შემოთავაზებები უფრო მისაღებია. ( www.ctrip.com www.elong.com )

5. წყალი ჩინეთში

Image result for china water bottles

უმჯობესია თუ სასმელ წყალს მაღაზიებსა და რესტორნებში შეიძენთ, რაც საკმაოდ იაფია.

6. აფთიაქები ჩინეთში

ჩინური აფთიაქები ყველა ტიპის მედიკამენტებს გთავაზობენ მისაღებ ფასად, რეცეპტის მისაღებად აუცილებელია ფარმაცევტთან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა ან პასპორტის.

7. როგორ მოიძიოთ ექიმი ჩინეთში

Image result for chinese hospital

ჩინეთში, საავადმყოფოები ყოველთვის სავსეა ხალხით, რაც დიდ რიგებთან არის დაკავშირებული, ტურისტებს უმეტეს შემთხვევაში არ ეძლევათ საშუალება ისეთი შემოთავაზების გამოყენებისა როგორიცაა ექიმთან წინასწარ ჩაწერა, თუ ვიზიტი სპონტანურია, ამიტომ უმეტეს ქალაქში არსებობს სამედიცინო დაწესებულებები, სპეციალურად უცხოელი მომხმარებლისთვის, რომლებიც მუშაობენ, ცხოვრობენ ან უბრალოდ სტუმრობენ ქალაქს.

ნებისმიერ საავადმყოფოში, ექიმების უმრავლესობას შეუძლია ინგლისურ ენაზე საუბარი.

8. გადაადგილება ჩინეთში

Image result for chinese high speed train

ჩინეთს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი საუკეთესო მომსახურება აქვს, მანქანის ქირაობა მითუმეტეს პეკინში არც ისეთი კარგი იდეაა, რადგან გზები ყოველთვის გადატვირთულია. თუ თქვენ არ გსურთ დაკარგოთ დიდი დრო გზაში – ჯობს ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ავტობუსი,ჩქაროსნული მატარებელი  G-train) რაც ძალიან კომფორტულია და თქვენს უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ტაქსები ჩინეთში არც ისეთი ძვირია როგორც სხვა ქვეყნებში, უბრალოდ მძღოლების 90 % არ საუბრობს ინგლისურ ენაზე, ამიტომ ასეთ შემთხვევაშ უმჯობესია სასტუმროს მომსახურება გამოიყენოთ.

9. ქუჩის კვება

Image result for china street food

ქუჩებში ძალიან გემრიელი ჩინური საჭმლის დაგემოვნების საშუალება გაქვთ, ასეთი ტიპის დაწესებულებები თითქმის ჩინეთის ყველა ქუჩაზეა განთავსებული, უმჯობესია თუ დააკვირდებით რომელ ადგილს ირჩევენ ადგილობრივი მცხოვრებლები, რათა უფრო გემრიელად მიირთვათ.

10. პერსონალური სივრცე

Image result for china street full of people

ჩინეთის ქუჩები ყოველთვის ძალიან გადატვირთულია, უამრავი ადამიანი მოძრაობს, ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ თქვენ მოგიწევთ კილომეტრების გავლა სხვა ადამიანებთან “ჩახუტებულ” მდგომარეობაში – ეს ჩინეთში ჩვეულებრივი მოვლენაა, რასაც დროთა განმავლობაში ტურისტებიც ეჩვევიან.

11. სურათების გადაღება ჩინეთში

Image result for chinese taking selfies foreigners

ჩინელებს ძალიან უყვართ სურათების გადაღება, განსაკუთრებით უცხოელებთან, ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ ქუჩაში უბრალოდ გთხოვენ, რომ მათთან ერთად გადაიღოთ სურათი, ან უბრალოდ ისე გადაგიღონ ისე რომ ამის შესახებ არც გკითხონ.

12. მობილურის სიმ-ბარათი

Image result for china telecom

სასურველია ჩინური სიმ-ბარათის აღება, რომლის აღებაც, როგორც აეროპორტში, ისე მაღაზიებშიც შეგიძლიათ. (China Telecom; China Unicom; China mobile) მიუხედავად დამატებითი გადასახადებისა, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებების, ზარების განხორციელების დროს ჩამოგეჭრებათ, მაინც უფრო იაფი გამოდის ვიდრე საერთაშორისო როუმინგი.

13. ვირტუალური პირადი ქსელი

ჩინეთში დაბლოკილია ისეთი საიტები როგორებიცაა Facebook, Twitter, YOUTUBE, Instagram

თუ გსურთ, რომ ამ ვებ-გვერდებთან კავშირი არ გაწყვიტოთ აუცილებელია გააქტიუროთ ვირტუალური პირადი ქსელი იგივე VPN და აუცილებლად შეამოწმეთ ხელმისაწვდომია თუ არა თქვენი პირადი ქსელი ჩინეთში.

14. სოციალური კონტაქტი ჩინეთში

ადგილობრივ მცხოვრებლებს არ ექნებათ ისეთ პირადი ვებ-გვერდები სოციალურ ქსელში, როგორსაც ნახევარი მსოფლიო იყენებს, ამიტომ მათთან კონტაქტის მარტივად დამყარებისთვის გადმოწერეთ უფასო აპლიკაცია Weixin-ინგლისურად (We Chat), ეს აპლიკაცია ჩინეთს ყველა მცხოვრებს ექნება.

ჩინეთში Facebook, Twitter-ის მსგავს ვებ-გვერდს, ვეიპოს (Weibo)-ს იყენებენ.

[:]