[:ka]ინფორმაცია  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიზის  შესახებ[:]

[:ka]

საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების გააქტიურებისა და თანამშრომლობის გაღრმავების კვალდაკვალ, ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო იზრდება დაინტერესება ამ მეგობარი ქვეყნისადმი. ამიტომაც გთავაზობთ ინფორმაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიზის შესახებ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს  საკონსულო განყოფილების მისამართია ბარნოვის 52, ტელეფონის ნომერი არის  2 25-90-00,  ხოლო ვებ-გვერდის მისამართი – http://ge.china-embassy.org/eng/lsyw/ .  განაცხადის მიღების დღეებია:  ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი  9:30-დან  11:30-მდე, დოკუმენტების  ჩაბარების დროის შეთანხმება წინასწარ არ არის საჭირო.

განაცხადის შეტანისას პირველი მოთხოვნა არის ის, რომ პასპორტს  სულ მცირე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უნდა ჰქონდეს ვადა და ერთმანეთის მიყოლებით სულ მცირე  3 გვერდი უნდა იყოს ცარიელი. გარდა ამისა, არ შეიძლება, პასპორტის მთავარი გვერდი იყოს დაზიანებული.   სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა პასპორტთან ერთად  უნდა წარმოადგინონ საქართველოს ბინადრობის მოწმობა.

ქვემოთ გთავაზობთ ვიზის ტიპებისა და კონკრეტული ვიზის მისაღებად წარსადგენი   დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას:

L –   ტურისტული ვიზა.  ტურისტული ვიზისათვის წარსადგენი დოკუმენტები გახლავთ: 1)  შევსებული ფორმა , რომლის გადმოწერაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ვებ-გვერდიდან  არის შესაძლებელი . 2) 1 ფორმაში ჩაკრული  ფოტო  (3X4) .              3) თვითმფრინავის ბილეთებისა და სასტუმროს ჯავშანი. სასტუმროს ჯავშნის ნაცვლად შესაძლებელია იმ პიროვნების წერილის წარდგენა, ვისთანაც იცხოვრებს ვიზის მიმღები. წერილში უნდა იყოს მითითებული დაწვრილებითი ინფორმაცია თავად მომწვევის და მიწვეულის შესახებ (სახელი და გვარი, პასპორტის მონაცემები, ჩინეთში ცხოვრების მიზეზი და ა.შ), ასევე უნდა იყოს ახსნილი ჩინეთში გამგზავრების მიზანი და იქ ყოფნის პერიოდი. წერილი  უნდა იყოს ჩინურ ან ინგლისურ ენაზე.   4) თუ მომწვევი ჩინეთის მოქალაქეა,  პირადობის მოწმობის ასლი უნდა ერთვოდეს მოწვევას.  ხოლო თუ მომწვევი  ჩინეთში მცხოვრები უცხოელია – პასპორტისა და ბინადრობის მოწმობის ასლი. 5) პასპორტის ასლი.

M –  ბიზნეს ვიზა. ამ ტიპის ვიზა გაიცემა მათთვის, ვინც ბიზნეს მოლაპარაკებებისათვის ან სხვა ბიზნესთან დაკავშირებული საქმიანობისათვის მიემგზავრება ჩინეთში. საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალია: 1) შევსებული ფორმა და მასში ჩაკრული ფოტო. 2) პასპორტის ასლი.  3) მოწვევა ჩინეთის კომპანიიდან, რომელთანაც აპირებს ვიზის მიღების მსურველი  თანამშრომლობას ან უკვე თანამშრომლობს. მოწვევაში უნდა იყოს დაკონკრეტებული მიწვეული პიროვნების სახელი და პასპორტის ინფორმაცია, ჩინეთში ყოფნის პერიოდი და საკონტაქტო ინფორმაცია მომწვევი კომპანიის შესახებ.

F – ამ ტიპის ვიზა გაიცემა მათთვის, ვინც ჩინეთში აპირებს მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებებში, კონფერენციებში  ან  დაესწროს ხანმოკლე სასწავლო კურსებს და ა.შ. წარსადგენი დოკუმენტების სია არის: 1) შევსებული ფორმა და მასში ჩაკრული ფოტო. 2) პასპორტის ასლი.  3) მოწვევა ჩინეთიდან. 4) პასპორტის ასლი.

C – ვიზა  ეკიპაჟის წევრისთვის. გაიცემა მეზღვაურებისათვის, მძღოლებისათვის და ა.შ. წარსადგენი დოკუმენტებია:  1) შევსებული ფორმა და მასში ჩაკრული ფოტო. 2) პასპორტის ასლი  3) პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4) მოწვევა.

G – ტრანზიტული ვიზა. გაიცემა მათთვის, ვისაც ჩინეთში უწევს სხვა რეისზე გადაჯდომა. წარსადგენი დოკუმენტებია: 1) შევსებული ფორმა და მასში ჩაკრული ფოტო.       2) თვითმფრინავის ბილეთი. 3) პასპორტის ასლი.

Q – ოჯახის წევრის მონახულება. ამ ტიპის ვიზის მისაღებად ოჯახის წევრი უნდა იყოს  ჩინეთის მოქალაქე ან უნდა ფლობდეს  მუდმივი ბინადრობის მოწმობას. ოჯახის წევრში შეიძლება იგულისხმებოდნენ მეუღლე, მშობლები, შვილები, დედმამიშვილები, შვილების მეუღლეები, ბაბუა და ბებია, შვილიშვილები, მეუღლის მშობლები.  წარსადგენი დოკუმენტებია: 1) შევსებული ფორმა  და მასში ჩაკრული ფოტო. 2) მოწვევა, რომელშიც უნდა იყოს მოცემული შემდეგი ინფორმაცია: მიწვეულის ვინაობა (სახელი და გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, პასპორტის ნომერი და ა.შ); ჩინეთში გამგზავრების მიზეზი ( ადგილი, ჩინეთში ყოფნის პერიოდი,ჩასვლისა და დაბრუნების თარიღი და ა. შ);  მომწვევის ვინაობა (სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი და ა.შ). მოწვევას უნდა ერთვოდეს თან ხელმოწერა. 3)  თუ მომწვევი ჩინეთის მოქალაქეა, მოწვევას თან უნდა ერთვოდეს პირადობის მოწმობა. ხოლო თუ მომწვევი ჩინეთის მუდმივი ბინადრობის მქონეა – პასპორტისა და მუდმივი  ბინადრობის მოწმობის ასლი.  4) ნათესაობის დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტი და ასლი. (ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა ან სხვა ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი). 5)პასპორტის ასლი.

S –   ოჯახის წევრის მონახულება, რომელიც სწავლობს ან მუშაობს ჩინეთში. ოჯახის წევრში იგულისხმებიან მეუღლეები, მშობლები, შვილები, დედმამიშვილები, შვილების მეუღლეები, ბაბუა და ბებია, შვილიშვილები, მეუღლის მშობლები.  წარსადგენი დოკუმენტებია: 1) შევსებული ფორმა  და მასში ჩაკრული ფოტო. 2) მოწვევა, რომელშიც უნდა იყოს მოცემული შემდეგი ინფორმაცია: მიწვეულის ვინაობა (სახელი და გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, პასპორტის ნომერი და ა.შ); ჩინეთში გამგზავრების მიზეზი ( ადგილი, ჩინეთში ყოფნის პერიოდი,ჩასვლისა და დაბრუნების თარიღი და .ა შ.); მომწვევის ვინაობა (სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი და ა.შ). მოწვევას უნდა ერთვოდეს თან ხელმოწერა. 3) მომწვევის პასპორტისა და ბინადრობის მოწმობის ასლი.  4) ნათესაობის დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტი და ასლი. (ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა ან სხვა ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი). 5) პასპორტის ასლი.

X – სასწავლო ვიზისათვის  წარსადგენი დოკუმენტებია: 1) შევსებული ფორმა  და მასში ჩაკრული ფოტო. 2) პასპორტის ასლი 3) უნივერსიტეტის მიერ გამოგზავნილი მიღების წერილი და სპეციალური ფორმა, რომელთაც თან უნდა ერთვოდეს ასლებიც.

Z – სამუშაო ვიზისთვის  წარსადგენი დოკუმენტებია: 1)შევსებული ფორმა  და მასში ჩაკრული ფოტო. 2) პასპორტის ასლი 3) სპეციალური დოკუმენტები, რომლებიც იგზავნება დამსაქმებელი კომპანიის მიერ.

R – გაიცემა მათთვის, ვინც მეტად განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული და მათი შესაძლებლობები მეტად მნიშვნელოვანია ჩინეთისათვის. წარსადგენი დოკუმენტებია: 1) შევსებული ფორმა და მასში ჩაკრული ფოტო. 2) პასორტის ასლი 3) ჩინეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ მინიჭებული სპეციალური დოკუმენტი.

J – ჟურნალისტის ვიზისათვის წარსადგენი დოკუმენტებია: 1) ფორმა და მასში ჩაკრული ფოტო. 2) პასპორტის ასლი 3) ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის  მიერ გაცემული წერილი და ოფიციალური წერილი მედია ორგანიზაციისგან, რომელთანაც იმუშავებს ვიზის მიმღები. ჟურნალისტის ვიზის გაფორმებამდე საჭიროა, ჩინეთის საელჩოსთან წინასწარ დაკავშირება შესაბამისი ფორმალობების მოსაგვარებლად.

S, X, Q, J ვიზები იყოფა ხანმოკლე და გრძელვადიან ვიზებად. ხანმოკლე ვიზა გულისხმობს ჩინეთში მაქსიმუმ 180 დღემდე დარჩენის უფლებას, ხოლო გრძელვადიანი ვიზა – 180 დღეზე მეტი დროით დარჩენას. აღსანიშნავია, რომ გრძელვადიანი ვიზის მფლობელებმა ჩინეთში ჩასვლიდან 30 დღის განმავლობაში  უნდა გააფორმონ ბინადრობის მოწმობა.

ჰონგ-კონგში გამგზავრების მსურველებმა საჭიროა, წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები: 1) სპეციალური ფორმა, რომელიც საელჩოს საიტზე არის ატვირთული. 2) ფოტო (3X4)  3) ცნობა სამსახურიდან ინგლისურ ან ჩინურ ენაზე. 4) ბოლო 3 თვის საბანკო ამონაწერი. 5) მოწვევა ჰონგ-კონგის კომპანიიდან. 6) თვითმფრინავის ბილეთებისა და სასტუმროს ჯავშნები; 7)პასპორტის ასლი.

მათ, ვისაც მხოლოდ სხვა რეისზე გადაჯდომა უწევს ჰონგ-კონგში, შევსებული ფორმის, ფოტოს,  პასპორტის ასლისა და თვითმფრინავის ბილეთების  წარდგენა საკმარისია.

ვიზის დამზადების პერიოდი არის 4 დღე. ვიზის მისაღებად მინიმალური გადასახდი 60 ლარია. გადასახადი იზრდება  ვიზის ვადის ხანგრძლივობისა და დამზადების დროის მიხედვით. ვიზის ვადის მინიმალური ხანგრძლივობაა განაცხადის შეტანის დღიდან 3 თვე.

ვიზის დამზადების პროცედურებში შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, ამიტომ უმჯობესია, თუ წინასწარ დაუკავშირდებით საკონსულო განყოფილებას.

 [:]

Comments

კომენტარის დატოვება