[:ka]ისარგებლებენ თუ არა უცხოელი თანამშრომლები ჩინეთში სოციალური უზრუნველყოფის უფლებებით? [:]

0
5091

[:ka]

ყოველწლიური სესიებზე, ჩინური სააგენტო China Daily აგროვებდა კითხვებს უცხოელებისგან, თუ რისი შეცვლა სურთ მათ ყველაზე მეტად, რომლებსაც პასუხობენ ექსპერტები, CPPCC (ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის) ეროვნული კომიტეტის წევრები და ეროვნული სახალხო კონგრესის მოადგილეები.

სამუშაო ადგილების გაზრდასთან და გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად, ჩინეთში უფრო და უფრო მეტი უცხოელი ირჩევს დასახლებას და ცხოვრებას. ამჟამად, უცხოელ თანამშრომლებს ეკისრებათ მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის გადახდა. მოუწევთ თუ არა უცხოელ თანამშრომლებს სადაზღვევო წვლილი გადახდა და ისარგებლებენ თუ არა ერთნაირი სოციალური უსაფრთხოების უფლებით, როგორც მათი ჩინელ კოლეგები? Q&A: Will foreign employees enjoy the social security rights in China?                                    კითხვაზე ჩინეთის უმსხვილესი დამოუკიდებელი ცენტრის “ჩინეთი და გლობალიზაციის” პრეზიდენტმა, ვანგ ხუეი’იაომ უპასუხა.

სოციალური უსაფრთხოების საკითხები, ჩინეთში  საერთაშორისო დონეზე გაცილებით დაბალია.  ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობს ჩინეთში და იხდის საფასურს სოციალური უსაფრთხოებისთვის, მაგრამ თუ ისინი გადაწყვეტენ დატოვონ ქვეყანა, შეღავათებით ვეღარ ისარგებლებენ  და ვერც  პენსიას მიიღებენ. ასეთ შემთხვევებში, მათ შეუძლიათ მიიღონ დახმარება საპენსიო ფონდებისგან ყოველი თვე, თუმცა არა ნაწილი დაფარული მთავრობისა და დამსაქმებლებისაგან.

ჩინეთმა უნდა გაატაროს ახალი რეგულაციები სამომხმარებლო სერვისებზე, გადახდის სტანდარტებზე, უსაფრთხოების შინაარსსა და გარდამავალ საპენსიო საკითხებზე, უცხოელი თანამშრომლებისათვის, დააჩქაროს მექანიზმი სოციალური დაზღვევის ხელშეკრულებების ხელმოწერის  სხვა ქვეყნებთან და შექმნას მოქნილი სოციალური უსაფრთხოების გადახდის რაციონი.

დღეისათვის, სამხრეთ კორეას და გერმანიას, გამოფორმებული აქვს ორმხრივი სოციალური დაზღვევის ხელშეკრულებები ჩინეთთან. თუმცა საჭიროა ეს სია კვლავ გაგრძელდეს და მეტმა ქვეყანამ მოაწეროს ხელი.

ამავდროულად, ჩინეთმა დროებით ყნდა შეაჩეროს მოთხოვნები და მიიღოს სოციალური დაცვის გადასახადები.  თუ საზღვარგარეთის მოქალაქეები, გადაიხდიან დაზღვევის საფასურს გარკვეულ დროში  და სამშობლოში დაბრუნდებიან საპენსიო ასაკამდე, მათ უფლება უნდა მიეცეთ მიიღონ საკუთარი საპენსიო კონპენსაცია, ნაცვლად მხოლოდ მათი საპენსიო წვლილისა.

[:]