მარტი24 , 2023

იუნგლეს ენციკლოპედია

ოთარ ჭიღლაძე

-

- Advertisment -spot_img

ჩინეთს 3 000 წლოვანი ლიტერატურული ტრადიცია აქვს. დროის ასეთი ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში რთულია ფურცელზე დაწერილი ნაწარმოებების შენახვა. შესაბამისად, ჯერ კიდევ უძველეს დროში მიხვდნენ ჩინელები თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენციკლოპედიების – ლიტერატურული ნაშრომების ნაკრების შედგენა და მომავალი თაობებისათვის გადაცემა. ჩინეთის ისტორიაში არაერთი ასეთი ენციკლოპედია შეიქმნა, მაგრამ, თავისი მოცულობით არამარტო ჩინეთის, არამედ მსოფლიო მასშტაბით პირველობას არავის უთმობს იუნგ ლეს ენციკლოპედია.

  იუნგ ლე ( 1402-1424 ) იყო მინგინს დინასტიის ( 1368-1644 ) რიგით მესამე იმპერატორი და ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონარქი. თავისი ზეობის ხანაში მან რამდენიმე გრანდიოზული პროექტი განახორციელა – ჭენგ ხეს მოგზაურობა, აკრძალული ქალაქის აგება და სხვა. მისი მიზანი იყო თავისი სახელი უკვდავეყო და თავი კანონიერ იმპერატორად წარმოეჩინა. საქმე ისაა, რომ იგი ხელისუფლებაში უზურპაციის გზით მოვიდა, რაც საზოგადოების ნაწილში მისდამი უარყოფით განწყობილებას ბადებდა. განსაკუთრებით კი კონფუციანელ სწავლულებში. სჭირდებოდა რა ამ სწავლულების მხარდაჭერა ხელისუფლების მუშაობისათვის, იონგ ლემ მოიფიქრა უპრეცენდენტო მასშტაბის ენციკლოპედიის შედგენის იდეა- 1403 წელს მან ბრძანა დაეწყოთ უძველესი დროიდან ვიდრე მის ხანამდე ყველა არსებული ხელნაწერისა და ნაწარმოების აღრიცხვა და შეგროვება. თემატიკა არ იყო შეზღუდული და მოიცავდა ყველა სახის ნაწარმოებს მუსიკითა და ხელოვნებით დაწყებული ტექნოლოგიითა და ასტრონომიით დამთავრებული. ბუნებრივია, ლიტერატურას შეყვარებული კონფუციანელი სწავლულები ასეთ უნიკალურ მოვლენას ვერ გამოაკლდებოდნენ და ისინიც ჩაებნენ პროექტში.

ენციკლოპედიის შედგენაში სულ მონაწილეობდა 2169 სწავლული. მათი საერთო ძალისხმევით 1408 წელს ენციკლოპედიაზე მუშაობა დასრულდა. შედეგი მართლაც წარმოუდგენელი იყო- ენციკლოპედია აერთიანებდა 23 000-მდე ხელნაწერს, 11 000-ზე მეტ ტომს, 370 მილიონ იეროგლიფს. მიუხედავად იმისა, რომ მინგის დინასტიის დროს ბეჭდვის ტექნიკა უკვე არსებობდა ჩინეთში, მთელი ენციკლოპედია ხელით გადაწერეს ორიგინალი ხელნაწერებიდან. ენციკლოპედია ყველაზე მოცულობითი იყო თავის თანამედროვე და შემდეგ ეპოქებშიც. მხოლოდ 2007 წელს გადაასწრო მას ვიკიპედიამ, თუმცა იონგ ლეს ენციკლოპედია დღემდე რჩება ადმიანის მიერ ქაღალდზე დაწერილ ყველაზე მოცულობით ნაწარმოებად. 

სამწუხაროა, რომ ენციკლოპედიამ დღემდე სრული სახით ვერ მოაღწია. მისი ერთადერთი ასლი 1562-1567 წლებში შეადგინეს. უკვე მინგის დინასტიის ბოლოს ორიგინალი დაკარგული იყო. რაც შეეხება ასლს, მე-18 საუკუნის ბოლოს 11 000 ტომიდან მხოლოდ 8 000-ღა იყო შემორჩენილი. მე-19 საუკუნეში უცხოური ძალების ინტერვენციისა და შიდა არეულობების გამო ენციკლოპედია ძლიერ დაზარალდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში პეკინში მხოლოდ 60 ტომი აღირიცხებოდა. დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით სულ 400-მდე ტომია შემორჩენილი, რაც თავდაპირველი მოცულობის 3.5% არის. 

უახლესი სტატიები

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ – ჩინეთი მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე

უკვე წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის კრიზისმა არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოახდინა გავლენა, არამედ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები