ნოემბერი16 , 2025
პოლიტიკაკახაბერ კუჭავა ჩინეთის ნაციონალური კონგრესის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს...

[:ka]კახაბერ კუჭავა ჩინეთის ნაციონალური კონგრესის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა და კომიტეტის წევრი ირაკლი ხახუბია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაციონალური კონგრესის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლუ ჰაოს შეხვდნენ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის გარემოსდაცვით და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ისაუბრეს და ამ კუთხით ურთიერთთანამშრომლობასა და კავშირების კიდევ უფრო გამყარებაზე შეთანხმდნენ.

„ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ურთიერთობა საქართველომ განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში გაააქტიურა. ჩინეთს დიდი გამოცდილება აქვს ბუნებრივი რესურსების მართვის და გარემოსდაცვითი ღონისძიებების კუთხით. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთგამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზეც ვისაუბრეთ. ჩვენ კოლეგას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით საქართველოში მიმდინარე რეფორმები გავაცანით. შევთანხმდით, რომ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახაბერ კუჭავამ.

[:]

SourceIPN.GE

უახლესი სტატიები

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

   26 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო...

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები