იმის მიუხედავად, თუ რამდენი ხნით ესტუმრებით ჩინეთს, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომელია ტაქსის საუკეთესო სერვისი ქვეყანაში. ევროპის ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით, ტაქსი ჩინეთში საკმაოდ იაფიანი ტრანსპორტია. დიდ ქალაქებში გადაადგილებისთვის კი ის ხშირად საუკეთესო ალტერნატივაცაა. სტატიაში მოგიყვებით კომპანია Didi Chuxing Technology Co-ზე ( 滴滴出行 ), რომელმაც პოპულარობით ჩინეთში ისეთი გიგანტური კომპანიაც დაჩრდილა, როგორიცაა Uber-ი.
DiDi 2012 წელს შეიქმნა და მისი სათაო ოფისი პეკინში მდებარეობს. ის მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ ტაქსის, არამედ ავტომობილების ველოსიპედების გაქირავების, ასევე საჭმლსი მიტანის სერვისებსაც. 2017 წლიდან კომპანია გასცდა ჩინეთის საზღვრებსაც და აპლიკაციის ინგლისურენოვანი ვერსია ბრაზილიაში, მექსიკაში და ავსტრალიაში გაიტანა. კომპანია აქტიურადაა ჩართული უპილოტო ავტომობილების ტექნოლოგიის განვითარებაში.
2012 წლის შემდეგ ჩინეთში ორი უმსხვილესი კომპანია სთავაზობდა მომხმარებლების სმარტფონებით ტაქსის გამოძახების სერვისს. ესენი იყვნენ Didi Dache და Kuaidi Dache. 2015 წლის თებერვალში კი ეს კომპანიები გაერთიანდნენ და შექმნეს Didi Kuaidi. გაერთიანებამდე კერძო სპონსორებიდან კმპანიებმა ჯამში 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსები მოიძიეს, რათა ერთმანეთისთვის კონკურენცაი გაეწიათ.
რაც შეეხება უბერს, ის ჩინურ ბაზარზე 2013 წლის აგვისტოში შევიდა. მან დაახლოებით $2 მილიარდი დაკარგა Didi Dache-სთან და Kuaidi Dache-სთან კონკურენციაში. მნიშვნელოვანია, რომ სამივე კომპანიასთ ჩინეთში მხარს სამი ჩინური გიგანტი უჭერს. ესენია: Tencent, Alibaba და Baidu. ხანგრძლივი ჭიდილის მიუხედავად, 2016 წელს Didi-მ შეისყიდა Uber China.
დღეს არსებული სერვისები
Didi ჯამში 550 მილიონ მომხმარებელს ემსახურება 400-ზე მეტ ქალაქში. მათი პროდუქტები მოიცავს ტაქსის, Express, Premier, Luxe, ავტობუსებს, ველოსიპედებისა და მოტოციცკლების გაქირავებას, საკვების ადგილზე მიტანას და სხვა. ჯამში კომპანიის ბაზაში დარეგისტრირებულია 7,5 მილიონზე მეტი მძღოლი.
ტექნოლოგიები
ხელოვნური ინტელექტი: DiDi-მ შექმნა კვლევის ინსტიტუტი, რომელიც ძირითადად ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. კვლევების მთავარი მიზანია, ხელოვნურმა ინტელექტმა გააუმჯობესოს მგზავრობის დაგეგმვის პროცესი.
დიდი მონაცემთა ბაზა: DiDi-ს პლატფორმა ყოველდღიურა 70 ტერაბაიტის მცულობის მონაცემებს აგროვებს, გადაამუშავებს 20 მილიარდ მგზავრობის მოთხოვნას და აწარმოებს ლოკაციის 15 მილიარდ წერტილს.
ჭკვიანი ტრანსპორტირება: კომპანიამ მოხმარებაში ჩაუშვა ჭკვიანი შუქნიშნები, ტრანსპორტირების ეკრანები და სხვა ტექნოლოგიები, რომლებიც ქვეყანაში გადაადგილების პროცესს აუმჯობესებენ. კომპანია მართავს 1300 შუქნიშანს 20 დიდ ქალაქში, მათ შორის პეკინში, ძინანში უხანში და სხვა.
DiDi ტაქსის გამოყენების ინსტრუქცია
მას შემდეგ, რაც აპლიკაციას თქვენს სმარტფონში გადმოიწერთ და გახსნით, ის გიჩვენებთ თქვენს ირგვლივ არსებულ ტაქსებს და რამდენი ხანი დასჭირდება თითოეულ მათგანს თქვენამდე მოსასვლელად. ტაქსის არჩევის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ლაივ რეჟიმში დააკვირდეთ მის გადაადგილებას, ნახოთ, რამდენად გადატვირთულია გზები ქალაქში. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, ნახოთ მძღოლი, მისი შეფასებები, მანქანის ნომერი და ის, თუ რა დაგიჯდებათ მგზავრობა. ერთი შეხედვით, ეს პროცესი წააგავს ტაქსის სხვა სერვისებს, თუმცა საგრძნობი განსხვავებაა ფასში. სწორედ ამიტომ გაუჭირდათ სხვა კომპანიებს DiDi-სთვის კონკურენციის გაწევა.
DiDi-ს გააჩნია კიდევ ერთი ინოვაციურ სერვისი, რომლის ანალოგიც სხვა ქვეყნებში იშვიათად გვხვდება. მას Chauffeur Service-ს უწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სერვისი ჯერ ყველა ქალაქში არაა ხელმისაწვდომი, მსხვილ ქალაქებში მისი გამოყენება დღესაც შეგიძლიათ. აი, როგორ მუშაობს ეს სერვისი: თუ თქვენ წახვედით ბარში თქვენი მანქანით და დალიეთ ალკოჰოლი ან დაღლილი დღე გქონდათ სამსახურში და გეზარებათ მანქანის თავად მართვა, შეგიძლიათ გამოიძახოთ სპეციალური მძღოლი. ისინი ქალაქში მოპედებით გადაადგილდებიან და თქვენთვის სასურველ ადგილას მოვლენ და თქვენივე მანქანით წაგიყვანენ მითითებულ ლოკაციაზე. ეს მძღოლები მომსახურებისას ხელთათმანებსა და სპეციალურ დასაფენებს იყენებენ, რათა თქვენს ავტომობილში სისუფთავე შეინარჩუნონ.
გლობალური გავრცელება
კომპანიამ გლობალურ არენაზე გასვლაზე პრეტენზია პირველად მაშინ გამოთქვა, როცა შეისყიდა Uber China, 2016 წელს. ამის შემდეგ, მათ სტრატეგიული ინვესტიციები ჩადეს ბრაზილიაში, დაიწყეს პარტნიორობა ცნობილ კომპანია Taxify-სთან, რომელიც ევროპასა და აფრიკაში ფუნქციონირებს. 2017 წლისთვის დაიწყეს მექსიკაში ოპერირების დაგეგმვა, რაც ოფიციალურად 2018 წელს ჩაეშვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა DiDi-მ აზიის გარეთ დაიწყო ოპერირება თავისი სახელით, 2018 წლის მაისში კომპანიის ტაქსები ავსტრალიაშიც ემსახურებოდნენ მოსახლეობას.
კომპანიის ერთ-ერთი შემქმნელი ჩენგ ვეი დღეს Didi Chuxing-ის აღმასრულებელი დირექტორია. ლიუ ცინგი კი კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს და ის გუნდს 2014 წელს შეუერთდა.