მარტი29 , 2023
ახალი ამბებიკორონავირუსის კლინიკურ კვლევებში ანტივირუსულ პრეპარატს Remdesivir-ს გამოიყენებენ

კორონავირუსის კლინიკურ კვლევებში ანტივირუსულ პრეპარატს Remdesivir-ს გამოიყენებენ

-

- Advertisment -spot_img

კორონავირუსით ინფიცირებულთა პრეპარატით მკურნალობით დამტკიცებას ერთობლივად მხარს უჭერენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო (MOST), ჯანდაცვის ეროვნული კომისია და სამედიცინო პროდუქტების ეროვნული ადმინისტრაცია.

კლინიკური გამოკვლევებისთვის ანტივირუსული პრეპარატი Remdesivir-ის რეგისტრაცია დასრულებულია. ახალ კორონავირუსით დაინფიცირებული პნევმონიის მქონე პაციენტების პირველი ჯგუფი (2019-nCoV) სავარაუდოდ, პრეპარატის მიღებას ხვალიდან დაიწყებენ, განცხადება ამის შესახებ ოთხშაბათს, ოფიციალური კონფერენციაზე გაკეთდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა პრეპარატით მკურნალობით დამტკიცებას ერთობლივად მხარს უჭერენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო (MOST), ჯანდაცვის ეროვნული კომისია და სამედიცინო პროდუქტების ეროვნული ადმინისტრაცია.

Remdesivir არის პრეპარატი, რომელიც შექმნილია ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Gilead Science-ის მიერ, თქვა ცაო პინმა, პრეპარატის კლინიკური საცდელი პროგრამის ხელმძღვანელმა, კონფერენციაზე, რომელიც MOST– მა ჩაატარა ხუპეის პროვინციაში, უხანის ძინინთანის საავადმყოფოში.

პრეპარატმა აჩვენა კარგი ანტივირუსული მოქმედება SARS-ისა და MERS-ის კორონავირუსის წინააღმდეგ ცხოველთა ექსპერიმენტებში. მისი კლინიკური გამოკვლევები საზღვარგარეთ ებოლას ინფექციის წინააღმდეგ ჩატარდა. პრეპარატმა ადგილობრივ კვლევებშიც საკმაოდ კარგი ანტივირუსული მოქმედება აჩვენა 2019-nCoV– ს წინააღმდეგ უჯრედულ დონეზე, განაცხადა ცაომ.

სამედიცინო გამოკვლევებში სულ 761 პაციენტი მიიღებს მონაწილეობას. რომლებიც აითვისებენ რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა და პლაცებო-კონტროლირებად კვლევის მეთოდს.

ცდები, რომელსაც ჩინეთ-იაპონიის მეგობრობის საავადმყოფოსა და ჩინეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის (CAMS) დაქვემდებარებაში მდებარე ინსტიტუტი Materia Medica ხელმძღვანელობენ, ჩატარდება უხანის რამდენიმე საავადმყოფოში, მათ შორისაა უხანის ძინინთანის საავადმყოფო.

დიდი იმედები მყარდება პრეპარატზე, მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ მისი რეალური ეფექტურობის შედეგებს კლინიკურ კვლევებში, განაცხადა ჩინეთის საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა და CAMS– ის პრეზიდენტმა, ვანგ ჩენმა

უახლესი სტატიები

ჩინეთმა და ჰონდურასმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

ჩინეთმა და ჰონდურასმა 26 მარტს პეკინში ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.კომუნიკეს თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და...

Huawei-მ ჩიპებში EDA ინსტრუმენტები დანერგა

Huawei Technologies Co-მა განაცხადა, რომ შიდა პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით კომპანიამ წარმატებით შეიმუშავა ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაცია, იგივე EDA ინსტრუმენტები, 14...

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები