[:ka]

კუანგსი ჭუანგის ავტონომიური რეგიონი ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. მას ხმელეთის 236.000 კმ² უჭირავს, სადაც 48 000 000 მოსახლეს მოუყრია თავი. კუანგსის რეგიონი, სხვა რეგიონების მსგავსად, ტურისტული რესურსების საკმაო მარაგითაა დაჯილდოებული, რაც ულამაზესი პეიზაჟებისა და კულტურული მემკვიდრეობის ჰარმონიულ შერწყმაში გამოიხატება. რეგიონში ტურიზმისთვის დამახასიათებელი ოთხი ნიშანთვისების გამოყოფაა შესაძლებელი. პირველი არის ის, რომ ბუნება აქ დაჯილდოებულია მხატვრული მშვენიერებით, რომელთაგან ყველაზე ცნობილი, კუილინის გარშემო არსებული კარსტული რელიეფია. მსოფლიოში გავრცელებულია არაერთი გამონათქვამი კუილინის ლანდშაპტზე, რაც მეტად უსვამს ხაზს რეგიონის ბუნებრივ სილამაზეს. Image result for guangxi zhuang landscapeუნიკალურ კარსტულ რელიეფს აქ მარადმწვანე მთები, კამკამა წყლები და გამოქვაბულები შეადგენენ.  მეორე  ნიშანთვისება,  კუანგსის სუბტროპიკული სანაპირო ლანდშაპტია. რეგიონის ვერცხლისფერი პლაჟები, ჩინეთის საუკეთესო ზღვის სანაპიროდაა აღიარებული. კამკამა ლურჯი წყალი, ვერცხლისფერი ქვიშა და ულამაზესი მზის ამოსვლა, ამ ადგილს ნამდვილ სამოთხედ აქცევს. მესამე, აღსანიშნავი ნიშანთვისება რეგიონის ტურიზმისთვის, არის ჩინეთი-ვიეტნამის საზღვარზე არსებული იდუმალებით მოცული პეიზაჟი. Image result for guizhou minoritiesჩინელი და ვიეტნამელი ხალხის ურთიერთკავშირმა ამ ადგილს მეტი მიმზიდველობა შესძინა. უკანასკნელი, კი კუანგსის ღრმა და უძველესი კულტურული ცხოვრება და მემკვიდრეობაა. ხანელი ჩინელებსა და კუანგსი ჭუანგის იაო, მიაო, ტუნგის და  ძინგის ეთნიკური უმცირესობებს, ერთად მოუყრიათ თავი კუანგსი ჭუანგის ავტონომიურ რეგიონში. ერთად მათ შექმნეს ბრწყინვალე ცივილიზაცია, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც უნიკალური, მრავალფეროვანი და დიდებული.Related image

კუანგსის მომაჯადოებელი წყლები და უზარმაზარი მთები, სუბტროპიკული ზღვის სანაპირო, უნიკალური სინო-ვიეტნამის საზღვრის მიდამოები და უძველესი ეთნიკური კულტურა რეგიონს განსაკუთრებულ სამოგზაურო ადგილად ქმნის. კუანგსი, ლამაზია წელიწადის ნებისმიერ დროს, რადგან აქ ყოველი სეზონი, საკუთარ, განსაკუთრებულ, სილამაზეს გთავაზობთ. Image result for guizhou landscapeრეგიონში მრავლადაა ულამაზესი ბუნების ხედები, რომელთა სიაშია ნანნინგის მთა ცინგსიუ, კუილინის მდინარე ლიძიანგი, დასავლეთ ბორცვი კუიფინგი, ნინგმინგია ვერცხლის სანაპიროები ხუაშანი და პეიხაი. აგრეთვე რეგიონის სტუმრობისას შეგიძლიათ დატკბეთ ისეთი ბუნების სილამაზით, როგორიცაა კუილინის ატმის ყვავილების მდინარე, ფანგჩენგის ნახევარკუნძული ძიანგშანი, ლონგშენგის ცხელი წყაროები, იულინის მთა ფოწ’, ხ’ფუს ტბა სინგტაო და სხვა.Image result for guizhou landscape

კუანგსის რეგიონის სტუმრობისას, ულამაზესი ხედების მონახულების შემდეგ, თქვენ უგემრიელესი კერძებით გაგიმასპინძლდებიან. ყველაზე ცნობილი კერძების სიაშია ატრია ლაოიოუ, ძუენთონგის და პაჭენის ბრინჯისაგან დამზადებული ატრია, ცომის გუფთები, იხვის სისხლი, შემწვარი მდინარის ლოკოკინები, დამტკბარი ლობიოს პასტა, წებოვანი ბრინჯის ნაცხვარი და სხვა მრავალი ტრადიციული კერძი. თითოეული მათგანი, ხასიათდება გემრიელი და ყველასგან გასხვავებული უნიკალური გემოთი. კერძების უმეტესობა არა მხოლოდ დაგანაყრებთ, არამედ მისი დაგემოვნების სურვილს კიდევ და კიდევ გაგიმძაფრებთ.

Image result for laoyou rice noodlesლაოიოუს ატრიას, არსებობის ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. დიდი ხნის წინათ, იყო ერთი მოხუცი კაცი, რომელიც ხშირად სტუმრობდა ჩაის სახლს, რომლის მეპატრონეს სახელად ჭოუ ერქვა.  ერთ დღეს, კაცი შეუძლოდ გახდა და ვეღარ წავიდა ჩაის სახლში. როდესაც ეს ამბავი შეიტყო სახლის მეპატრონემ, მან მოამზადა ატრია ნივრის, სოიოს მარცვლების, წიწაკის და ხორცის შიგთავსით და გაუგზავნა მოხუცს. ძალიან მალე კაცი გამოჯანმრთელდა, რის შემდეგაც ატრია ყველასთვის სასურველი გახდა. Image result for guiyang food

არანაკლებ ცნობილი კერძია, პაჭენის ბრინჯს მარცვლებისაგან დამზადებული ატრია, რომელსაც ცინგის დინასტიის დროს მიირთმევდნენ. მას ამზადებდნენ გამომშრალი ხილით, ზღვის პროდუქტებით ან  ახალი ბოსტნეულით.

Image result for sesame duckაგრეთვე რეგიონში ფართოდ გავრცელებულია იხვის ხორცი. ცნობილია, რომ შემწვარი იხვი როგორც კერძი, პირველად ცინგის დინასტიის დროს არსებობდა. ფრინველებს, რომელთაც იყენებდენენ კერძის მოსამზადებლად, ეწოდებოდათ სეზამის იხვები, რომლებიც განსაკუთრებული არომატით გამოირჩეოდნენ. დროის გასვლასთან ერთად, ეს საფირმო კერძი თანდათან ჩინეთის ყველა კუთხეში გავრცელდა და დღესდღეისობით მეტად პოპულარულია.

Image result for guizhou minoritiesImage result for guiyang people

Image result for guizhou minorities

Image result for guizhou minorities

Related imageRelated image

[:]