ივნისი4 , 2023
"ჩინეთის ექსპერტი 2017"ჩინეთის კულტურა: სამუშაო ოთახის  ოთხი საგანძური

[:ka]ჩინეთის კულტურა: სამუშაო ოთახის  ოთხი საგანძური[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ფუნჯის, ტუშის, ქაღალდის და ტუშის ჭურჭელი იწოდება სამუშაო ოთახის ოთხ საგანძურად. ისინი საგანძურად არა მისი მაღალი ფასის გამო იწოდება, არამედ იმის გამო, რომ მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ლიტერატურული, თუ კალიგრაფიული შედევრების შექმნა ან ისტორიული ჩანაწერების მომავალი თაობებისათვის გადაცემა. სწორედ მათი საშუალებით მოხდა უძველესი ჩინური ცივილიზაციის თაობებისათვის გადაცემა.

გარდა იმისა, რომ ფუნჯი, ტუში, ქაღალდი და ტუშის ჭურჭელი არის კალიგრაფიისათვის საჭირო იარაღები, მას მხატვრობისათვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩინელმა ერმა მათი გამოყენებით შექმნა კალიგრაფიისა და მხატვრობის თავისებური სტილი.

ფუნჯი (ჩინური სახელწოდება – პი) იძლევა საშუალებას ერთი მოსმით მოიხაზოს სხვადასხვა სისქისა და ფორმის იეროგლიფები თუ სხვა ფიგურები. ფუნჯის დასამზადებლად იყენებენ ცხვრის ბეწვს, კოლონიკის, კურდღლის ან ცივეტას კუდებს, ასევე გამოიყენება ცხენისა და ძროხის კუდები, ქათმის ბუმბული და სხვ. ფუნჯის ტარისათვის ძირითადად იყენებენ ბამბუკს. ასევე შეიძლება გამოიყენეონ წითელი ხე, სპილოს ძვალი, რქა ან ნეფრიტი, რომლებიც უფრო ძვირადღირებული მასალებია. ფუნჯები განსხვავდება ზომის, სისქისა და სირბილის მიხედვით. ერთი შეხედვით ფუნჯის საშუალებით წერა მარტივია, თუმცა სინამდვილეში გამოცდილებასა და მოთმინებას მოითხოვს, ამიტომ ფუნჯის არჩევისას საჭიროა, გულდასმით ავარჩიოთ იარაღი, რომელსაც ყველაზე კარგად გამოვიყენებთ.

ტუში (მო) ჩინელების ერთ-ერთი ადრეული გამოგონებაა. მეომარი ქვეყნების პერიოდის, ცინისა და ხანის დინასტიების ბამბუკის ფირფიტებით აკინძული წიგნებიც ტუშით იყო დაწერილი. არქეოლოგებმა ხუპეის პროვინციაში აღმოაჩინეს მეომარი ქვეყნების დროინდელი ტუშის ნატეხი. ამ მასალით შესრულებული ნაწერები ასობით წლის განმავლობაში არ კარგავს ფერს და თვალისთვის ადვილად აღსაქმელია. ტუში შავი ფერის გარდა არის წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯ-მწვანე და სხვ.

ქაღალდი  (ჭ ’ი) მთელი კაცობრიობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოგონებაა. კალიგრაფიისა და მხატვრობისათვის კი გამოიყენება სპეციალური ქაღალდი, რომელსაც ეწოდება სუენის ქაღალდი. იგი საკმაოდ გამძლეა, დიდხანს ინახება, წყლის შეწოვის უნარი აქვს,   რთულად ზიანდება და ფერსაც დიდხანს ინარჩუნებს, ამიტომ მიიქცია კალიგრაფებისა და მხატვრების ყურადღება. მისი ისტორია 1500 წელს ითვლის, ხოლო მისი დაბადების ადგილად აღიარეს ანხუეის პროვინციის ძინგის ოლქი.  2009 წელს სუენის ქაღალდის წარმოების სპეციალური ტექნოლოგია იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. სუენის ქაღალდს დღესაც ადამიანები საკუთარი ხელით ამზადებენ ტრადიციული მრავალსაფეხურიანი მეთოდებით, მასალად კი ბრინჯის ჩალას ან ცინგთანის ხის ქერქს იყენებენ.

ტუშის ჭურჭლის (იენ) არჩევასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი ისტორიაც მრავალ ასეულ წელს ითვლის. დროთა განმავლობაში ჭურჭლის ფორმა და დიზაინი შეიცვალა და უფრო მრავალფეროვანი გახდა.

მიუხედავად ტექნოლოგიების განვითარებისა, ეს ოთხი საგანძური დღემდე შეუცვლელია კალიგრაფებისა და მხატვრებისათვის ჩინური სტილის ნამუშევრების შესაქმნელად.

[:]

უახლესი სტატიები

ფრიუნის კონფუცის ინსტიტუტი – ჩინური ენის შესწავლის კიდევ ერთი შესაძლებლობა

თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური ენის მიმართულება უკვე მრავალი წელია თავისუფალი უნივერსიტეტი ჩინური ენისა და კულტურის სწავლებაში ლიდერობას ინარჩუნებს. აქ არსებული საერთაშორისო...

ჩინური ენის შესწავლის მრავალფეროვანი პერპექტივა

ჩინური ენა, თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით და მზარდი გლობალური გავლენით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელ სამყაროში. ეს სტატია მიმოიხილავს...

ქართველი უშუისტის წარმატება ამერიკაში

დავით გულისაშვილმა, საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების წევრმა, აშშ-ის კუნგფუს ეროვნულ ჩემპიონატზე იასპარეზა. ღონისძიება 2023 წლის 26-28 მაისს, ტეხასის შტატის...

“ჩაი ჰარმონიისთვის: იაძის კულტურული სალონი”

გასულ ორშაბათს ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ეგიდით პეკინში, პრინც კონგის სასახლის მუზეუმში, ჩინური ჩაის კულტურასთან დაკავშირებით გლობალური ღონისძიება...

ხიდი კულტურებს შორის: შუ იონგის ხედვა

არტისტი შუ იონგი ქმნის ნამუშევრებს სარტყელისა და გზის ინიციატივის პოპულარიზაციისთვის. მისი ერთ-ერთი ცნობილი ინსტალაცია, „კუკეს აგურები“, შედგება გამჭვირვალე კუბიკებისგან,...

ჩინეთი საფოსტო მიწოდების სექტორზე კონტროლს ამკაცრებს

ცოტა ხნის წინ ჩინეთის სახელმწიფო ფოსტის ბიურომ განაცხადა, რომ მიწოდების უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, საფოსტო და ექსპრეს მიწოდების სექტორში არალეგალური...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები