დავით გულისაშვილმა, საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების წევრმა, აშშ-ის კუნგფუს ეროვნულ ჩემპიონატზე იასპარეზა. ღონისძიება 2023 წლის 26-28 მაისს, ტეხასის შტატის ქალაქ ლაბოკში გაიმართა. დავითმა ორ, „ჩრდილოეთის მუშტისა“ და და იარაღის შერეულ კატეგორიებში 9 და 8.9 ქულაზე იასპარეზა და ოქროს მედალიც მოიპოვა;
ამავე შეჯიბრებაზე შეირჩა ამერიკის თაოლუსა და სანდას ნაკრები უშუს მე-16 მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 16-20 ნოემბერს აშშ-ში, ფორტ ვორტში, ტეხასში გაიმართება.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იასპარეზებს.