ჩინეთი ხშირად ასოცირდება ატრიასთან და ითვლება, რომ ქვეყანა ამ პოპულარული საკვების სამშობლოა. ატრია 4000 წელზე მეტია ჩინური სამზარეულოს ნაწილია. იგი თავდაპირველად ხანის დინასტიაში გვხვდება. დღეს ჩინეთში 100-ზე მეტი სხვადასხვა სახის ატრია არსებობს, თითოეულს თავისი უნიკალური ფორმა, ტექსტურა და გემო აქვს.
ლამიენის, ან ხელით გამოყვანილი ატრია, ტრადიციული ჩინური კერძია. იგი ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის განვითარების სიმბოლოდ იქცა. უშუალოდ ამ ატრიის ინდუსტრიაში დასაქმებულია 600,000-ზე მეტი ადამიანი. მისი წლიური ბრუნვა დაახლოებით 65 მილიარდ იუანს (დაახლოებით 9,47 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს. ბევრი ჩინელი მწარმოებელი ეძებს ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ქვეყნებსა და რეგიონებში და უზიარებს მსოფლიოს ჩინურ კულტურას.
41 წლის მა სიუემინგმა, 2002 წელს დატოვა ხაიტუნგი, ცინგხაი და შანხაიში ლამიენის ატრიის რესტორანი გახსნა. ბიზნესი წამოიწყო ერთი ღუმელით, საჭრელი დაფით, რამდენიმე მაგიდითა და სკამით. იგი ყოველდღე 10 საათზე მეტ ხანს მუშაობდა, საბოლოოდ კი შანხაიში ლამიენის სამი რესტორანი გახსნა და 2005 წელს 100 000 იუანი გამოიმუშავა.
მან შექმნა ლამიენის ატრიის საკუთარი ბრენდი, რომელსაც ახლა აქვს 60-ზე მეტი რესტორანი ქვეყნის მასშტაბით. მის მიერ შემუშავებული წვნიანი მიეწოდება 2000-ზე მეტ ლამიენის ატრიის რესტორანს ჩინეთში. ხაიტუნგში, 2021 წლისთვის ამ ინდუსტრიაში ჩართვით 72,600-მა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. ამჟამად, 166,000 ადამიანია ჩართული ლამიენის ატრიის ინდუსტრიაში ხაიტუნგში.
ჩინეთის „სარტყელის და გზის ინიციატივა“ წარმოადგენს შესაძლებლობას ჩინელი ლამიენის ატრიის მწარმოებლებისთვის, მოიძიონ ახალი ბიზნეს შესაძლებლობები. მა ფანგლინმა ხაიტუნგიდან, 2016 წელს გახსნა რესტორანი კუალა ლუმპურში, მალაიზიაში. იე სიაოლუნგმა, ხაიტუნგის 34 წლის მკვიდრმა, გახსნა ლამიენის ატრიის რესტორანი კამბოჯაში, 2019 წელს. „ერთი თასი ატრია აქ მხოლოდ 5 აშშ დოლარი ღირს. ის ძალიან პოპულარულია ადგილობრივ მოსახლეობაში მისი ხელმისაწვდომი ფასისა და სასიამოვნო გემოს გამო,“ – თქვა იემ.
ხაიტუნგის მუნიციპალური ბრენდის ინდუსტრიის კულტივირებისა და პოპულარიზაციის ბიუროს დირექტორის, ჩენ ძიენხუნგის თქმით, 2022 წლის ბოლოს გაიხსნა ლამიენის ატრიის დაახლოებით 40 რესტორანი სარტყელი და გზის ინიციატივის 10-ზე მეტ ქვეყანაში. ლიანგ შუნძიენმა, ატრიის ერთ-ერთმა მწარმოებელმა, დააარსა ლანჭოუს საქონლის ატრიის საერთაშორისო ალიანსი და ლამიენის ატრიის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა 2018 წელს. მისი მიზანია დაეხმაროს პროფესიონალ მწარმოებლებს თავიანთი ნაწარმის საზღვარგარეთ გავრცელებაში.
საერთაშორისო ბიზნეს სკოლა მსურველებს სთავაზობს ისეთ კურსებს, როგორიცაა ლამიენის ატრიის და სუპის დამზადება და ბიზნეს მენეჯმენტი. ამჟამად, 1000-ზე კურსდამთავრებული მწარმოებელი მუშაობს საზღვარგარეთის ლამიენის ატრიის რესტორნებში და ამ ჩინურ გემოს უფრო მეტ ადამიანს უზიარებს.
გასული ათწლეულის განმავლობაში, სარტყელისა და გზის ინიციატივამ ხელი შეუწყო კულტურულ და ბიზნეს გაცვლას ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, რაც შესაძლებლობას უქმნის ატრიის ინდუსტრიის გაფართოებასაც. კერძი იქცა სავიზიტო ბარათად და მნიშვნელოვან ინდუსტრიად ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. ინდუსტრიის წარმატება ხალხს დაეხმარა სიღარიბის დაძლევაში და უამრავი ენთუზიასტისთვის დასაქმების შესაძლებლობები შექმნა.