მარტი23 , 2023
ბიზნესილი ქეციანგი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მეტ ძალისხმევას ითხოვს

[:ka]ლი ქეციანგი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მეტ ძალისხმევას ითხოვს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

პარასკევს, 28 ივლისს გამართულ სახელმწიფო საბჭოს აღმასრულებელ სხდომაზე, ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა განაცხადა, უცხოური ინვესტიციების წილის შეზღუდვების შემცირების მიზნით, ზოგიერთ სექტორში ახალი ზომების გატარებაა საჭირო.

“ეს იქნება მკაფიო სიგნალი უცხოური კაპიტალის შემოდინების გაზრდისა და ადგილობრივ საწარმოებში კონკურენციის სტიმულირებისთვის,” – განაცხადა ლიმ.

მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს კანონზე დაფუძნებულ საერთაშორისო ბიზნეს გარემოს შექმნას, რაც კიდევ უფრო გაზრდის უცხოურ ინვესტიციებს, ხელს შეუწყობს წინადადების ასპექტის სტრუქტურულ რეფორმასა და ეკონომიკური ზრდის საშუალო და მაღალი სიჩქარით შენარჩუნებას.

“ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საკომისიო და სახელმწიფო გადასახადების პოლიტიკა სრულად ხორციელდება. ინსპექტორებისა და საბაზრო მოთამაშეების გადარჩევა უნდა იყოს ღია და შემთხვევითი, მთავრობის ზედამხედველობის ეფექტური საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად,” – განაცხადა ლიმ.

პილოტური თავისუფალი სავაჭრო ზონის (ლიაონინგი) სერვის-ცენტრის შემოწმებისას, ტალიენში, პრემიერ-მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ შიდა და უცხოური საწარმოებისათვის სარეგისტრაციო პროცედურები უნდა იყოს ერთიანი და თანაბარი.

შეხვედრის დასასრულ, გადაწყდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და უფრო ღია ბიზნესგარემოს შექმნა. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განსაზღვრული ღონისძიებები სექტემბრის ბოლოსთვის სრულად უნდა განხორციელდეს.

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ – ჩინეთი მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე

უკვე წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის კრიზისმა არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოახდინა გავლენა, არამედ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები