სექტემბერი21 , 2023
ახალი ამბებიჩინეთში ლუნგთაითოუს (龙抬头) დღესასწაული აღინიშნა

ჩინეთში ლუნგთაითოუს (龙抬头) დღესასწაული აღინიშნა

-

- Advertisment -spot_img
ლუნგთაითოუს ფესტივალი (龙抬头) არის ტრადიციული ჩინური დღესასწაული, რომელიც ჩინეთის მთვარის კალენდრის მეორე თვის მეორე დღეს ემთხვევა და აღნიშნავს გაზაფხულის პირველ წვიმას. ამ დროს ფერმერები დრაკონის ღმერთს ნაყოფიერ სეზონს შესთხოვენ.
იგი პირველად აღინიშნა ტანგისა და სონგის დინასტიებში და ასევე ცნობილია, როგორც Chūngēng jié 春耕节 (მინდვრის ხვნის ფესტივალი), Nóngshì jié 农事节 (ფერმერობის ფესტივალი), Chūn lóng jié 春龙节 (გაზაფხულის დრაკონის ფესტივალი) და 二月二 Èryuè’èr (ფესტივალის მეორე თვის მეორე დღე).
ლუნგთაითოუ ნიშნავს „დრაკონს, რომელიც თავს წევს“. ფესტივალს ასე ეწოდა, რადგან ითვლება, რომ ლუნგთაითოუ დრაკონის, წვიმის ღმერთის, ზამთრის ძილიდან გამოღვიძების პერიოდია. სწორედ ამ დროს მოდის გაზაფხულის პირველი წვიმები.
ჩინური ფოლკლორის მიხედვით, ჩინური ახალი წლის შემდეგ მთვარის კალენდრის პირველ თვეში თმის შეჭრას უბედურება მოაქვს (ერთი გამონათქვამის მიხედვით, „ბიძა მოკვდება, თუ თმას შეიჭრი“). ლუნგთაითოუ მთვარის კალენდრის მეორე თვეს აღინიშნება, ამიტომ ხშირად თმას იჭრიან უიღბლობის მოსაშორებლად.
გარდა თმის შეჭრისა, ჩინელები ლუნგთაითოუს ფესტივალზე სახლს ასუფთავებენ და მწერების მოსაგერიებლად სხვადასხვა მწვანილს წვავენ.
ადამიანები აგრეთვე მიირთმევენ ტრადიციულ საკვებს, როგორიცაა გაზაფხულის ხვეულები, ძიაოწი (龙耳 – დრაკონის ყური) და სხვა კერძები.
ხალხი ასევე აღნიშნავს ფესტივალს დედამიწის ღმერთის, თუდიგონგისთვის (ჩინ. 土地公) მსხვერპლშეწირვით. ასევე პოპულარულია ქაღალდის წვა, ფეიერვერკი და დრაკონის ცეკვა.
უძველესი ტრადიციის თანახმად, ქალებმა მწერების მოსაგერიებლად მწვანილის პაკეტები უნდა ატარონ და ლუნგთაითოუზე არაფერი შეკერონ, რადგან შეიძლება შემთხვევით დრაკონის ღმერთს ნემსი თვალებში შეერჭოს. ლუნგთაითოუს სხვა უძველესი ტრადიციები მოიცავს მცენარეების ფერფლის გავრცელებას სახლის ირგვლივ, თუმცა ეს არც ისე გავრცელებულია თანამედროვე ეპოქაში.
ხალხი გამოდის ლუნგთაითუს დღის აღსანიშნად მოედანზე ქალაქ თენგჭოუში, აღმოსავლეთ ჩინეთის შანტუნგის პროვინციაში, 2023 წლის 21 თებერვალი.
დაწყებითი სკოლის მოსწავლეები ასრულებენ დრაკონის ცეკვას ლუნგთაითუს დღის აღსანიშნად სინგთაიში, ჩრდილოეთ ჩინეთის ხეპეის პროვინციაში, 21 თებერვალი, 2023.

უახლესი სტატიები

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

ოთხშაბათს, 26 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სჩუანის...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები